-
როგორია სწორი შეხედულება ფულზე?გამოიღვიძეთ! — 2007 | ივნისი
-
-
ბიბლიის თვალსაზრისი
როგორია სწორი შეხედულება ფულზე?
‘ფული იცავს კაცს’, — ნათქვამია ბიბლიაში (ეკლესიასტე 7:12). ფულით შესაძლებელია საკვებისა და ტანსაცმლის ყიდვა და თავშესაფრის შოვნა. ფული იცავს ადამიანს იმ პრობლემებისგან, რომელთა წინაშეც მას სიღარიბე აყენებს. მართლაც, ფულით თითქმის ყველაფერს შეიძენ, რაც იყიდება. ის „ყველაფერზე პასუხისმგებელია“, — ვკითხულობთ ეკლესიასტეს 10:19-ში.
-
-
როგორია სწორი შეხედულება ფულზე?გამოიღვიძეთ! — 2007 | ივნისი
-
-
ფულზე გაცილებით უკეთესი
როცა მეფე სოლომონმა თქვა, რომ ფული იცავს კაცს, იქვე დასძინა, რომ „სიბრძნეც იცავს“, რადგან „სიცოცხლეს უნარჩუნებს მის მქონეთ“ (ეკლესიასტე 7:12). რას გულისხმობდა ის? სოლომონი გულისხმობდა სიბრძნეს, რომელსაც ადამიანი იძენს ღვთისადმი ჯანსაღი შიშითა და წმინდა წერილების საფუძვლიანი ცოდნით. ასეთ სიბრძნეს, რომელიც ყოველგვარ ფულს აღემატება, შეუძლია ადამიანი დაიცვას უამრავი საშიშროებისგან და თვით ნაადრევი სიკვდილისგანაც. გვირგვინის მსგავსად ჭეშმარიტი სიბრძნე აამაღლებს ადამიანს და სხვების პატივისცემას მოაპოვებინებს (იგავები 2:10—22; 4:5—9). რამდენადაც სიბრძნის წყალობით ადამიანს შეუძლია ღვთის კეთილგანწყობა მოიპოვოს, სიბრძნეს „სიცოცხლის ხე“ ეწოდება (იგავები 3:18).
ვისაც გულწრფელად სურს სიბრძნის შეძენა და მზად არის, ეძებოს ის, მისი პოვნა არ გაუჭირდება. „შვილო, თუ . . . ითხოვ, რომ გაგების უნარი გქონდეს, და გამჭრიახობას მოუხმობ, თუ მას ვერცხლივით მოძებნი და დამალული განძივით მოიძიებ, მაშინ გაიგებ, რა არის იეჰოვას შიში, და შეიძენ ცოდნას ღვთის შესახებ, ვინაიდან იეჰოვა თავად იძლევა სიბრძნეს; მისი პირიდან გამოდის ცოდნა და გამჭრიახობა“ (იგავები 2:1—6).
-