განაგრძეთ შემეცნებაში ზრდა
‘შეავსეთ თქვენი რწმენა. . . შემეცნებით’ (2 პეტრე 1:5, აქ).
რა შეგეძლო გესწავლა, თუ უღრუბლო, ბნელ ღამეს გამოხვიდოდი გარეთ და კაშკაშა მთვარესა და ვარსკვლავებს შეხედავდი? რა თქმა უნდა, შეგეძლო შეგესწავლა რაიმე ამ ყოველივეს შემოქმედის შესახებ (ფსალმუნი 18:2–7; 68:35).
2 თუ შემეცნების გაზრდას მოისურვებდი, ნუთუ სახლის სახურავზე ახვიდოდი, რომ იქიდან შეგეხედა მნათობისთვის? ალბათ, არა. ერთხელ, ალბერტ აინშტაინმა გამოიყენა ასეთი ილუსტრაცია, რათა ეჩვენებინა, რომ სინამდვილეში, მეცნიერების ცოდნა სამყაროს შესახებ ვერ იზრდება და, უეჭველია, ძალზე ცოტა იციან მისი შემოქმედის შესახებa. დოქტორი ლუის ტომასი წერდა: „მეცნიერულად ნაყოფიერი საუკუნეების განმავლობაში მეცნიერების ერთადერთი უდიდესი მიღწევა არის აღმოჩენა, რომ ჩვენ სრულიად უმეცარნი ვართ; ჩვენ ბუნების შესახებ ძალიან ცოტა ვიცით და გვესმის კიდევ უფრო ნაკლები“.
3 შენი ხანმოკლე სიცოცხლის დარჩენილი წლებიც კი ასეთი შემეცნების ძიებაში რომ გაგეტარებინა, შეიძლება უფრო მეტად შეგეგნო, თუ რამდენად მოკლეა სიცოცხლე და უფრო ნათლად დაინახავდი, რომ ადამიანის მიერ გამოყენებული ცოდნა შეზღუდულია არასრულყოფილებითა და ქვეყნიერების სიმრუდით. სოლომონი შეეხო ამ საკითხს და თქვა: „როცა დიდია სიბრძნე, დარდიც დიდია; მრავლის შეცნობა ადამიანს წუხილს უმრავლებს“ (ეკლესიასტე 1:15, 18). დიახ, ისეთი ცოდნისა და სიბრძნის შეძენას, რომლებსაც არავითარი კავშირი არა აქვთ ღმერთის განზრახვებთან, ჩვეულებრივ, მოაქვს მწუხარება და დარდი (ეკლესიასტე 1:13, 14; 12:12; 1 ტიმოთე 6:20).
4 გვირჩევს თუ არა ბიბლია, რომ არ უნდა გვაინტერესებდეს შემეცნების გაზრდა? მოციქული პეტრე წერდა: „არამედ აღიზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლით და შემეცნებით. მისია დიდება ახლაც და სამარადისო დღემდეც“ (2 პეტრე 3:18). ჩვენ შეგვიძლია და უნდა მივიღოთ ეს შეგონება, როგორც ჩვენდამი მომართული, რომელიც აღგვძრავს გავიზარდოთ შემეცნებაში. მაგრამ როგორ შემეცნებაში? როგორ შეგვიძლია გავიზარდოთ მასში? და ვაკეთებთ თუ არა, სინამდვილეში, ასე?
5 სამყაროს შემოქმედისა და იესოს შესახებ ზუსტ შემეცნებაში გაზრდა ძირითად აზრად გასდევს პეტრეს მეორე წერილს. ამის აღსანიშნავად ის წერდა: „მადლი [დაუმსახურებელი სიკეთე, აქ] და მშვიდობა გაგიმრავლდეთ ღმერთისა და ჩვენი უფლის იესოს შემეცნებით, ისე, როგორც მისმა ღვთაებრივმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც სიცოცხლისა და ღვთისმოსაობისათვის გვჭირდება, მისი შემეცნებით, ვინც მოგვიწოდა თავის დიდებასა და სათნოებაში“ (2 პეტრე 1:2, 3). მან დაუმსახურებელი სიკეთისა და მშვიდობის ქონა დაუკავშირა ღმერთისა და მისი ძის შესახებ ჩვენი შემეცნების გაზრდას. ეს გონივრულია, რადგან შემოქმედი, იეჰოვა, არის ჭეშმარიტი ცოდნის წყარო. ღვთისმოშიშ ადამიანს აქვს უნარი, სწორად დაინახოს საკითხის არსი და მივიდეს სწორ დასკვნამდე (იგავნი 1:7).
6 შემდეგ პეტრემ მოგვიწოდა: „ეცადეთ. . . წარმოაჩინოთ [შეავსოთ, აქ] თქვენს რწმენაში სათნოება და სათნოებაში — შემეცნება [სათნოება — შემეცნებით, აქ], შემეცნებაში — თავშეკავება, თავშეკავებაში — მოთმინება, მოთმინებაში — ღვთისმოსაობა, ღვთისმოსაობაში — ძმური სიყვარული, ძმურ სიყვარულში — სიყვარული. ვინაიდან, თუ ეს არის და მრავლდება თქვენში, არ დარჩებით უქმად და უნაყოფოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებაში“ (2 პეტრე 1:5–8)b. შემდეგ თავში ვკითხულობთ, რომ შემეცნების შეძენა ადამიანებს დაეხმარება, გაექცნენ გარყვნილ ქვეყნიერებას (2 პეტრე 2:20). ამიტომ, პეტრემ ნათელყო, რომ, ვინც ქრისტიანი ხდება, შემეცნებას საჭიროებს ისევე, როგორც ამას საჭიროებს ის, ვინც უკვე ემსახურება იეჰოვას. მიეკუთვნები თუ არა ამ კატეგორიებიდან ერთ-ერთს?
ისწავლე, გაიმეორე, გამოიყენე
7 შესაძლოა, შენ სწავლობ ბიბლიას იეჰოვას მოწმეებთან, რადგან შეიგნე, რომ მათ მიერ მოწოდებული ცნობა ჭეშმარიტია. თქვენ კვირაში ერთხელ, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში განიხილავთ ბიბლიურ თემას და დამხმარე სახელმძღვანელოდ იყენებთ წიგნს: „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. შესანიშნავია! მრავალმა, ვისაც ჰქონდა ასეთი შესწავლა იეჰოვას მოწმეებთან, მიიღო ზუსტი შემეცნება. მაგრამ, რა შეგიძლია მოიმოქმედო, რომ გაზარდო შემეცნება, როცა პირადად სწავლობ? აქ არის რამდენიმე რჩევაc.
8 სანამ მოემზადები შესწავლისათვის, გაეცანი მასალას, რომელიც უნდა იყოს განხილული. ეს ნიშნავს, რომ გადახედო სათაურს, ქვესათაურებსა და მასალის ილუსტრირებისთვის გამოყენებულ ყოველ სურათს. შემდეგ, რამდენადაც უკვე წაიკითხე აბზაცი ან პუბლიკაციის ნაწილი, ეძებე მთავარი აზრები და დამადასტურებელი ბიბლიური მუხლები, რომლებიც ხაზს უსვამს ან აშუქებს მათ. რათა დაინახო, საფუძვლიანად შეისწავლე თუ არა, შეეცადე, გასცე პასუხები ყოველი აბზაცის კითხვებს. ეცადე საკუთარი სიტყვებით ჩამოაყალიბო პასუხები. საბოლოოდ, გაკვეთილის გამეორებისას, გაიხსენე ძირითადი პუნქტები და დამადასტურებელი მტკიცებები.
9 შენ გაიზრდები შემეცნებაში, თუ გამოიყენებ ამ რჩევებს. რატომ? ერთი მიზეზი არის ის, რომ მასალის შესწავლას შეუდგები ძლიერი ინტერესით, რაც ნიადაგის მომზადებაა. მასალაზე საერთო წარმოდგენის მიღებით, ძირითადი აზრებისა და იმის ძებნით თუ როგორ ვითარდება აზრები, დაინახავ, რა კავშირშია ცალკეული საკითხები თემასთან ან დასკვნასთან. საბოლოო გადახედვა დაგეხმარება, დაიმახსოვრო შესწავლილი. ამის შემდეგ, კიდევ რა დაგეხმარება ბიბლიის შესწავლისას?
10 განათლების სფეროს სპეციალისტებისთვის, ცნობილია დროული და მიზანდასახული გამეორების ფასი. ეს არ არის სიტყვების, უბრალოდ, დაზეპირება, რაც დამღლელი იყო სკოლაში რაიმე სახელის, წესის ან იდეის შესწავლისას. მაგრამ შეამჩნიე თუ არა, რომ მალე გავიწყდებოდა ან სწრაფად ქრებოდა მეხსიერებიდან ის, რაზეც პასუხს სცემდი? რატომ? ახალი სიტყვისა თუ აზრის მხოლოდ დაზეპირება მოსაწყენია და შედეგები ხანმოკლეა. რა შეცვლის ამას? შენი გულწრფელი სურვილი — შეისწავლო. სხვა საშუალება არის მიზანდასახული გამეორება. სანამ მეხსიერებიდან წაიშლება შესწავლილი საკითხი, რამდენიმე წუთის შემდეგ შეეცადე, გაიხსენო ის. ამას შეიძლება ეწოდოს: „პერიოდული გამეორება“. მეხსიერებიდან აღმოფხვრამდე დამახსოვრებულის პერიოდული გახსენებით უფრო ხანგრძლივად დაგამახსოვრდება მასალა. ისრაელში მამები ღმერთის კანონებს ჩააგონებდნენ შვილებს (მეორე რჯული 6:6, 7). ‘ჩაგონება’ ნიშნავს, ასწავლო გამეორების მეშვეობით. მსგავსად, მრავალი მათგანი წარუდგენდა რჯულს თავის ძეებს, მოგვიანებით ამეორებინებდა ინფორმაციას, შემდეგ კი, ეკითხებოდა შვილებს იმის შესახებ, რაც ასწავლეს.
11 თუ იეჰოვას მოწმე ბიბლიის შესწავლას ატარებს შენთან, ის დაგეხმარება იმით, რომ შესწავლის შუალედებში პერიოდულად ჩაატარებს მოკლე მიმოხილვას. ეს არ არის ბავშვური. ეს არის ტექნიკური ხერხი, რომელიც აუმჯობესებს შესწავლას, ამიტომ სიამოვნებით მიიღე მონაწილეობა პერიოდული გამეორებისას. შემდეგ, შესწავლის დასასრულს, მონაწილეობა მიიღე დასკვნით გამეორებაში და უპასუხე ის, რაც გახსოვს. საკითხი საკუთარი სიტყვებით ახსენი, როგორც ამას გააკეთებდი, სხვისთვის რომ გესწავლებინა (1 პეტრე 3:15). ეს დაგეხმარება, რომ შესწავლილი მასალა დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს მეხსიერებაში (შეადარე ფსალმუნის 118:1, 2, 125; 2 პეტრე 3:1).
12 შენთვის სხვა დამხმარე ნაბიჯი იქნება ის, რომ პირველი ორი დღის განმავლობაში შესწავლილი მოუყვე ვინმეს — თანაკლასელს, თანამშრომელსა თუ მეზობელს. შეგიძლია მოიხსენიო საკითხი და შემდეგ თქვა, რომ, უბრალოდ, გსურს შემოწმება, გახსოვს თუ არა განხილული ძირითადი აზრები ან დამადასტურებელი მუხლები ბიბლიიდან. ეს სხვა პიროვნებაშიც აღძრავს ინტერესს. ასეც რომ არ იყოს, ორიოდე დღის შემდეგ გამეორება ახალ ინფორმაციას ჩანერგავს შენს მეხსიერებაში. ასე რომ, ჭეშმარიტად შეისწავლი მასალას და ამით გააკეთებ იმას, რისკენაც მოგვიწოდებს 2 პეტრეს 3:18.
აქტიურად შესწავლა
13 შესწავლა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ინფორმაციის შეძენა ან გამეორება. იესოს დღეებში რელიგიური ხალხი აკეთებდა ამას თავიანთი ლოცვების მრავალჯერ გამეორებით (მათე 6:5–7). მაგრამ როგორი ზეგავლენა მოახდინა მათზე ამ ინფორმაციამ? განავითარეს თუ არა მათ სიმართლის ნაყოფი? საეჭვოა (მათე 7:15–17; ლუკა 3:7, 8). პრობლემის ნაწილი ის იყო, რომ შემეცნებამ ვერ შეაღწია მათ გულებში, რაც სასარგებლო შედეგების მომტანი იქნებოდა.
14 პეტრეს სიტყვების თანახმად, ეს განსხვავებულად უნდა იყოს როგორც ადრინდელ, ასევე ახლანდელ ქრისტიანებთან დაკავშირებით. მან მოგვიწოდა, რომ შევავსოთ ჩვენი რწმენა შემეცნებით, რომელიც დაგვეხმარება დავძლიოთ უმოქმედობა ან უნაყოფობა (2 პეტრე 1:5, 8). რათა ჭეშმარიტად გავუმჯობესდეთ, უნდა გავიზარდოთ შემეცნებაში, რომ ამან ზემოქმედება მოახდინოს ჩვენზე, ღრმად ჩაგვაფიქროს და შეეხოს ჩვენს შინაგან პიროვნებას. მაგრამ, ეს ყოველთვის არ ხდება.
15 პავლეს დღეებში ებრაელ ქრისტიანებს პრობლემა ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით. იუდევლებს ჰქონდათ შემეცნება საღვთო წერილიდან. ისინი იცნობდნენ იეჰოვას და მის ზოგიერთ მოთხოვნას. მოგვიანებით მათ შეიძინეს შემეცნება მესიის შესახებ, გამოავლინეს რწმენა და მოინათლნენ, როგორც ქრისტიანები (საქმე 2:22, 37–41; 8:26–36). თვეებისა და წლების მანძილზე ისინი უნდა დასწრებოდნენ ქრისტიანულ შეხვედრებს, სადაც შეეძლოთ მონაწილეობის მიღება კომენტარებში და ბიბლიიდან ადგილების წაკითხვაში. და მაინც, ზოგიერთი ვერ გაიზარდა შემეცნებაში. პავლე წერდა: „დროის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თქვენ მასწავლებლები უნდა ყოფილიყავით; მაგრამ თქვენ კვლავ უნდა გასწავლონ ღმერთის სიტყვის პირველი საწყისები, და თქვენ მაგარი საჭმელი კი არა, რძე გჭირდებათ“ (ებრაელთა 5:12). როგორ შეიძლება ეს ასე მომხდარიყო? შეიძლება თუ არა, რომ ეს ჩვენც დაგვემართოს?
16 ილუსტრაციისათვის განვიხილოთ მარადი გაყინულობა — გამუდმებით გაყინული ნიადაგი არქტიკასა და სხვა რეგიონებში, სადაც საშუალო ტემპერატურა ნოლზე დაბალია. ნიადაგი, ქანები და გრუნტის წყლები იყინება და წარმოიქმნება მყარი, ერთიანი მასა, რაც ზოგჯერ 900 მეტრის სიღრმემდე აღწევს. ზაფხულში, ყინულის გალხობისას, შესაძლოა, გამოჩნდეს მიწის ზედაპირი (მოქმედი ფენა). მაგრამ გამხვალი ნიადაგის თხელი ფენა არის ტალახი, რადგან ქვემოთ მდებარე ყინული ხელს უშლის წყლის გაჟონვას. მცენარეები, რომლებიც იზრდება თხელი ფენის ზედაპირზე, ჩვეულებრივ, პატარა და განუვითარებელია; ფესვს ვერ იდგამს მარად გაყინულობაში. შესაძლოა იკითხო: „რა საერთო აქვს მარად გაყინულობას იმასთან, ვიზრდები თუ არა ბიბლიური ჭეშმარიტების შემეცნებაში?“
17 მარადი გაყინულობა კარგად წარმოგვიდგენს იმ პიროვნების სიტუაციას, რომლის გონებრივი შესაძლებლობები არ არის აქტიური ზუსტი შემეცნების მისაღებად, დასამახსოვრებლად და გამოსაყენებლად (შეადარე მათეს 13:5, 20, 21). შესაძლებელია, მას აქვს უნარი, ბიბლიურ ჭეშმარიტებასთან ერთად სხვადასხვაგვარი საკითხი აითვისოს. მან ისწავლა „ღმერთის სიტყვის პირველი საწყისები“ და, შესაძლოა, მზად არის მოსანათლად, როგორც ის ებრაელი ქრისტიანები. მაგრამ, შესაძლოა, ის არ ‘ისწრაფვის სრულყოფისაკენ’, რაც აღემატება ‘ქრისტეს სიტყვის საწყისებს’ (ებრაელთა 5:12; 6:1).
18 წარმოიდგინე პირველი საუკუნის ზოგიერთი ქრისტიანი კრებებზე. ისინი ესწრებოდნენ და ფხიზლობდნენ, მაგრამ იყო თუ არა მათი გონება შესწავლას მოწყურებული? იზრდებოდნენ თუ არა ისინი შემეცნებაში აქტიურად და გულმოდგინედ? შესაძლოა, არა. მათი კრებაში მონაწილეობის მიღება, ვინც არ იყო მოწიფული, გამომდინარეობდა თხელი მოქმედი ფენიდან, იმ დროს, როცა გონების სიღრმეში გაყინულობა იყო. ჭეშმარიტების უფრო მყარი ან რთული ფესვები ვერ აღწევდა გონებრივი გაყინულობის ამ ნაწილში (შეადარე ესაიას 40:24).
19 ეს მსგავსადვეა დღევანდელ ქრისტიანთანაც. მიუხედავად იმისა, რომ ესწრება შეხვედრებს, შესაძლოა არ იყენებს შესაძლებლობას, გაიზარდოს შემეცნებაში. მაგრამ, რა შეიძლება ითქვას მათში მონაწილეობის მიღებაზე? ახალი პიროვნებისთვის ან ახალგაზრდისთვის საღვთო წერილიდან ადგილების წაკითხვა ან აბზაცის სიტყვებით კომენტარის მიცემა მოითხოვს საყურადღებო ძალისხმევას, რაც ასახავს მისი უნარის მშვენიერ და საქებარ გამოვლენას. მაგრამ პავლემ გვიჩვენა, რომ სხვებს, მათი ქრისტიანებად ყოფნის დრო რომ გაგვეთვალისწინებინა, თუ სურდათ შემეცნებაში გაზრდა, უფრო მეტი წარმატება უნდა ჰქონოდათ, ვიდრე მონაწილეობის მიღების პირველდაწყებითი ეტაპისას (ებრაელთა 5:14).
20 თუ გამოცდილმა ქრისტიანმა, ბიბლიიდან მუხლის ამოკითხვაზე ან აბზაცის სიტყვებით ძირითადი პასუხის გაცემაზე წინ არ წაიწია, მისი მონაწილეობა გამომდინარეობს გონების „მოქმედი ფენის“ ზედაპირიდან. შეხვედრა შეხვედრას მიჰყვება, მეხსიერება კი თანდათანობით სიღრმისკენ გადაინაცვლებს და, მარადი გაყინულობის შესახებ ილუსტრაციას რომ მივყვეთ, გონებრივ პოტენციურ გაყინულობაში დარჩება. ჩვენ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა: „იგივე ხომ არ მემართება მეც? ვუშვებ თუ არა, რომ გონებრივი გაყინულობა დამეუფლოს? რამდენად საღი გონება მაქვს და რამდენად ვარ დაინტერესებული შესწავლით?“ თუ ვგრძნობთ უხერხულობას ამ კითხვებზე გულწრფელი პასუხების გაცემისას, უნდა დავიწყოთ სხვადასხვა საშუალების გამოყენება შემეცნებაში გაზრდისთვის.
21 პირადად შეგვიძლია გამოვიყენოთ რჩევები მე-8 აბზაციდან. მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ხნის განმავლობაში გვაქვს ურთიერთობა კრებასთან, გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომ მივაღწიოთ სიმწიფესა და მეტ შემეცნებას. ზოგიერთისთვის ეს შეიძლება ნიშნავდეს უფრო გულმოდგინედ მომზადებას შეხვედრებისთვის, შესაძლოა, ჩვევების განახლებას, რაც ჰქონდათ მრავალი წლის წინ, მაგრამ ნელ-ნელა გაქრა. მომზადების შემდეგ განსაზღვრე, რომელია ძირითადი პუნქტები და შეეცადე გაიგო შენთვის უცნობი ადგილები წერილიდან, რომლებიც გამოიყენება მსჯელობის განვითარებისთვის. ეცადე, დაინახო შესასწავლი მასალა ახალი თვალთახედვით ან სხვა მხარეებიდან. შეხვედრის განმავლობაში, უბრალოდ, ეცადე გამოიყენო მე-10 და მე-11 აბზაცებში მოხსენიებული რჩევები. ისწრაფე, რომ იყო საღი გონების პიროვნება და შეინარჩუნე გონების აქტიურობა. ეს წინააღმდეგობას გაუწევს „მარადი გაყინულობის“ წარმოშობის ყველა ტენდენციას; ეს შეგნებული ძალისხმევა, ასევე, გაალღობს „გაყინულობის“ ყველა მდგომარეობას, რომელიც, შესაძლოა, მანამდე განვითარდა (იგავნი 8:12, 32–34).
შემეცნება დამხმარეა ნაყოფიერების მისაღწევად
22 როგორ სარგებელს მივიღებთ პირადად, თუ ვმუშაობთ, რომ გავიზარდოთ დაუმსახურებელ სიკეთესა და ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს შესახებ შემეცნებაში? თუ შეგნებული ძალისხმევის მოქმედებით შევინარჩუნებთ გონებრივი ძალების სიფხიზლეს და მზად ვიქნებით შემეცნების მისაღებად, ბიბლიური ჭეშმარიტების უფრო ახალი და რთული მარცვალი ღრმად გაიდგამს ფესვს და ჩვენი გაგება უფრო გაიზრდება და გამტკიცდება. ამის შედარება შეიძლება იმასთან, რაც იესომ თქვა, როცა მოიყვანა განსხვავებული მაგალითი გულების შესახებ (ლუკა 8:5–12). კარგ მიწაზე დაცემულ მარცვლებს შეუძლიათ წარმოშვან მყარი ფესვები, რაც დაეხმარება მცენარეს, რომ იყოს ნაყოფიერი და მსხმოიარე (მათე 13:8, 23).
23 იესოს ილუსტრაცია ნაწილობრივ განსხვავებულია, მაგრამ კარგი შედეგები იმის მსგავსია, რასაც პეტრე გვპირდება: „ამისათვის ეცადეთ ყოველი ღონე იხმაროთ წარმოაჩინოთ [შეავსოთ, აქ] თქვენს რწმენაში სათნოება და სათნოებაში — შემეცნება [სათნოება — შემეცნებით, აქ]. . . ვინაიდან, თუ ეს არის და მრავლდება თქვენში, არ დარჩებით უქმად და უნაყოფოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებაში“ (2 პეტრე 1:5–8). დიახ, მზარდი შემეცნება დაგვეხმარება, რომ ვიყოთ ნაყოფიერნი. ჩვენ მივხვდით, რომ მეტი შემეცნების შეძენა გაცილებით სასიამოვნო იქნება (იგავნი 2:2–5). რასაც შეისწავლი, დაგამახსოვრდება და გამოიყენებ, ვინაიდან დაეხმარები სხვებს, გახდნენ მოწაფეები. ამგვარად, შენ იქნები უფრო ნაყოფიერი და დიდებას მოუტან ღმერთსა და მის ძეს. პეტრემ თავისი მეორე წერილი დაასრულა შემდეგი სიტყვებით: „აღიზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლით და შემეცნებით. მისია დიდება ახლაც და სამარადისო დღემდეც“ (2 პეტრე 3:18).
[სქოლიოები]
a „[ეს] შეიძლება შეადარო იმას, რასაც აღწევს ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია, უფრო მეტი შეისწავლოს მთვარის შესახებ და ადის სახლის სახურავზე, რათა ახლოდან შეხედოს მნათობს“.
b ამ ციტატაში მოყვანილი პირველი ორი თვისება, რწმენა და სათნოება, განხილული იყო „სასწავლო სტატიების“ მესამე გამოცემაში.
c ეს რჩევები, ასევე, დაეხმარება დიდი ხნის ქრისტიანებსაც, რომ უფრო მეტი შეიძინონ პირადი შესწავლიდან და მოემზადონ შეხვედრებისთვის.
შეგიძლია გაიხსენო?
◻ რატომ უნდა იყო დაინტერესებული შემეცნებაში გაზრდით?
◻ როგორ შეუძლია ბიბლიის ახალ შემსწავლელს უფრო მეტი სარგებელი მიიღოს შესწავლიდან?
◻ რა საფრთხეს უნდა აარიდო თავი, რომელიც ნაჩვენებია მარადი გაყინულობით?
◻ რატომ უნდა მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება, რომ გაიუმჯობესო შემეცნებაში გაზრდის უნარი?
[სასწავლო კითხვები]
1, 2. ა) რა შეგიძლია ისწავლო, როდესაც შეხედავ ზეცას? (რომაელთა 1:20); ბ) რამდენად შესძლო ადამიანმა, რომ გაზრდილიყო შემეცნებაში?
3. რა შემთხვევაში უმრავლებს ცოდნის მომატება ადამიანს წუხილს?
4. როგორი შემეცნების მიღება უნდა გვსურდეს?
5, 6. როგორ ამახვილებს ყურადღებას პეტრე, რომ ჩვენთვის აუცილებელია შემეცნებაში გაზრდა?
7. როგორ მიიღო მრავალმა ბიბლიის ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული ზუსტი შემეცნება?
8. როგორ უნდა მოემზადოს მოსწავლე შესწავლისთვის, რომ უფრო მეტი შეითვისოს?
9. როგორ დაეხმარება პიროვნებას რჩევების გამოყენება, რომ ისწავლოს?
10. ა) რატომ არ არის ფაქტებისა და ახალი ინფორმაციის დაზეპირება სასარგებლო? ბ) რას მოიცავს „პერიოდული გამეორება“? გ) როგორ სარგებელს იღებდნენ ისრაელი ძეები გამეორებიდან?
11. რა შეიძლება გაკეთდეს ბიბლიის შესწავლის განმავლობაში შესწავლის გასაუმჯობესებლად?
12. რისი გაკეთება შეუძლია მოსწავლეს, რომ გაიუმჯობესოს მეხსიერება?
13, 14. რატომ უნდა გვსურდეს უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ შევიძინოთ ან დავიმახსოვროთ ინფორმაცია?
15. რა პრობლემა ჰქონდა ზოგიერთ ებრაელ ქრისტიანს?
16. რა არის მარადი გაყინულობა და როგორ ზეგავლენას ახდენს მცენარეებზე?
17, 18. როგორ შეიძლება მარადი გაყინულობისა და მისი მოქმედი ფენის მაგალითით უჩვენო, თუ რა დაემართა ზოგიერთ ებრაელ ქრისტიანს?
19. დღეს, როგორ შეიძლება გამოცდილი ქრისტიანი გახდეს ებრაელი ქრისტიანების მსგავსი?
20. რა პირადი ანალიზი უნდა გაუკეთოს ყოველმა ჩვენგანმა საკუთარ თავს?
21. რა ნაბიჯები იყო გარჩეული ამ თემაში, რომლებიც უნდა გამოიყენო, რომ მოემზადო კრებისთვის?
22. როგორ სარგებელს მივიღებთ, თუ ვმუშაობთ, რომ ჩვენი შემეცნება გავზარდოთ?
23. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს, თუ გულთან მივიტანთ 2 პეტრეს 3:18-ში მოცემულ სიტყვებს? (კოლასელთა 1:9–12).