-
„დავუყენებ მათ ერთ მწყემსს“წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა!
-
-
6. რას ნიშნავდა იგავი?
6 რას ნიშნავდა ეს იგავი? (წაიკითხეთ ეზეკიელის 17:11—15). ძვ. წ. 617 წელს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა (პირველი „დიდი არწივი“) იერუსალიმს ალყა შემოარტყა. მან „მოწყვიტა“ ანუ ტახტიდან ჩამოაგდო იუდას მეფე იეჰოიაქინი („ზემოთა ყლორტი“) და წაიყვანა ბაბილონში („ვაჭართა ქალაქი“). შემდეგ ნაბუქოდონოსორმა ციდკია („მიწის თესლი“ ანუ სამეფო შტოს წარმომადგენელი) იერუსალიმში გაამეფა. იუდას ახალგამეფებულ მეფეს ღვთის სახელით დააფიცეს, რომ ნაბუქოდონოსორის ერთგული ვასალი ყოფილიყო (2 მატ. 36:13). მაგრამ ციდკიამ ფიცი გატეხა, ბაბილონს აუჯანყდა და სამხედრო დახმარებისთვის ეგვიპტის ფარაონს (მეორე „დიდი არწივი“) მიმართა, თუმცა სულ ტყუილად. იეჰოვამ ფიცის გამტეხი ციდკია ორგულობისთვის გაკიცხა (ეზეკ. 17:16—21). ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ციდკია ტახტიდან ჩამოაგდეს და ბაბილონში წაიყვანეს ტყვედ, სადაც სიკვდილამდე საპატიმროში იყო (იერ. 52:6—11).
-
-
წინასწარმეტყველება მესიის შესახებ — დიდებული კედარიწმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა!
-
-
1. ნაბუქოდონოსორს იეჰოიაქინი ტყვედ მიჰყავს ბაბილონში.
-