ჩარჩო 7ბ
წიგნ „ეზეკიელში“ გამოყენებული ძირითადი ფრაზები
„კაცის ძე“
გვხვდება 90-ზე მეტჯერ
იეჰოვა ეზეკიელს 90-ზე მეტჯერ „კაცის ძედ“ მოიხსენიებს (ეზეკ. 2:1). ამგვარად ღმერთი ეზეკიელს შეახსენებს, რომ, მართალია, მას წინასწარმეტყველად მსახურების პატივი ერგო, მაგრამ მაინც უბრალო მოკვდავია. აღსანიშნავია, რომ სახარებებში ფრაზა „კაცის ძე“ დაახლოებით 80-ჯერ გამოიყენება იესოსთან მიმართებით, რაც იმას ადასტურებს, რომ იგი ხორცშესხმული ანგელოზი კი არა, ჩვეულებრივი ადამიანი იყო (მათ. 8:20).
„გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“
გვხვდება 50-ზე მეტჯერ
ეზეკიელი 50-ზე მეტჯერ, სხვადასხვა ფორმულირებით, იყენებს ფრაზას „გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“, რითაც ხაზი ესმება იმას, რომ მხოლოდ იეჰოვაა თაყვანისცემის ღირსი (ეზეკ. 6:7).
„უზენაესი უფალი იეჰოვა“
გვხვდება 217-ჯერ
ფრაზა „უზენაესი უფალი იეჰოვა“ 217-ჯერ გვხვდება, რაც ხაზს უსვამს ღვთის სახელის მნიშვნელოვნებასა და იმ ფაქტს, რომ ყოველივე, რაც შექმნილია, მას ექვემდებარება (ეზეკ. 2:4).