-
იონა (ბიბლიის წიგნი)წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
თუმცა ყველაზე ძლიერი მტკიცება თავად ღვთის ძის სიტყვებია. მან თქვა: „იონა წინასწარმეტყველის ნიშნის გარდა [ამ თაობას] სხვა ნიშანი არ მიეცემა. როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში სამი დღე და ღამე, ასევე კაცის ძე იქნება სამ დღესა და სამ ღამეს დედამიწის გულში. ნინეველები ამ თაობასთან ერთად აღდგებიან სასამართლოზე და მსჯავრს დასდებენ მას, რადგან მათ მოინანიეს, როცა იონამ უქადაგა, მაგრამ აი, აქ არის იონაზე დიდი“ (მთ. 12:39—41; 16:4). იესო ქრისტეს აღდგომა ისეთივე სინამდვილე იქნებოდა, როგორც თევზის მუცლიდან იონას გათავისუფლება. და ის თაობა, რომელიც იონას ქადაგებას ისმენდა, ისეთივე რეალური იყო, როგორიც თაობა, რომელიც იესო ქრისტეს სიტყვებს ისმენდა. ნინევეს გამოგონილი მოსახლეობა ვერ აღდგებოდა სასამართლოზე და მსჯავრს ვერ დასდებდა ებრაელთა უგრძნობ თაობას.
-
-
წინასწარმეტყველებაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
წინასწარმეტყველების ფორმები. გარდა იმისა, რომ იეჰოვა პირდაპირ აცხადებდა თავის სათქმელს წინასწარმეტყველთა პირით (შესაძლოა იყო ალეგორია ან ახლდა სიმბოლური მნიშვნელობის მოქმედებები [1მფ. 11:29—31]), ის წინასწარმეტყველების სხვა ფორმებსაც მიმართავდა. სხვადასხვა ადამიანი განასახიერებდა მესიას, იესო ქრისტეს. ზემოთ მოხსენიებული დავითის გარდა, მათ შორის იყვნენ მეფე-მღვდელი მელქისედეკი (ებ. 7:15—17), წინასწარმეტყველი მოსე (სქ. 3:20—22) და სხვები. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანთა ცხოვრების ყველა დეტალს არ ჰქონდა წინასწარმეტყველური მნიშვნელობა. სამ დღეს იონას ყოფნა დიდი თევზის მუცელში სამარეში იესოს ყოფნას განასახიერებდა, თუმცა დავალებისადმი იონას დამოკიდებულებას და მის სხვა საქციელს ღვთის ძის ცხოვრებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. იესომ საკუთარ თავს „სოლომონზე დიდი“ უწოდა, რადგან სოლომონის მსგავსად იესოს სიბრძნეც აქვს და მისი მმართველობაც მშვიდობიანია, თუმცა მისი სიბრძნე და მშვიდობიანი მმართველობა ბევრად აღემატება სოლომონისას. სოლომონისგან განსხვავებით იესო დაუდევრად არ ეკიდება სულიერ საკითხებს (მთ. 12:39—42).
-