-
რატომ უნდა მივუძღვნათ თავი ღმერთს და მოვინათლოთ?იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
-
-
2. რას ჰპირდება იეჰოვა თავის მონათლულ მსახურებს?
ნათლობით იეჰოვას ბედნიერი ოჯახის წევრი გახდებით. ამის შემდეგ საკუთარ თავზე არაერთგზის გამოცდით მის სიყვარულს და კიდევ უფრო დაუახლოვდებით მას, როგორც ზეციერ მამას (წაიკითხეთ მალაქიას 3:16—18). ამასთანავე, მთელ მსოფლიოში გეყოლებათ სულიერი და-ძმები, რომელთაც უყვართ იეჰოვა და უყვარხართ თქვენ (წაიკითხეთ მარკოზის 10:29, 30). ცხადია, ნათლობამდე გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგათ: გაეცნოთ იეჰოვას, შეიყვაროთ ის და ირწმუნოთ მისი ძე, ბოლოს კი, თავი მიუძღვნათ ღმერთს. თუ ამ ნაბიჯებს გადადგამთ და მოინათლებით, შესაძლებლობა მოგეცემათ, მარადიულად გაიხაროთ ცხოვრებით. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „ნათლობა . . . თქვენს ხსნას ემსახურება“ (1 პეტრე 3:21).
-
-
თქვენ შეძლებთ დევნის დროს ერთგულების შენარჩუნებასიხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
-
-
იესომ ხაზი გაუსვა იმას, რომ, როცა ვინმე იეჰოვას თაყვანისმცემელი ხდება, მისი ოჯახის წევრები შეიძლება სიხარულით არ შეხვდნენ ამ ფაქტს. წაიკითხეთ მათეს 10:34—36 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
როცა ვინმე იეჰოვას მსახური ხდება, რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ მისი ოჯახის წევრებს?
მაგალითისთვის ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
როგორ მოიქცევით, თუ თქვენი ოჯახის წევრი ან მეგობარი შეეცდება, ხელი შეგიშალოთ იეჰოვას მსახურებაში?
წაიკითხეთ ფსალმუნის 27:10 და მარკოზის 10:29, 30; თითოეული მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
როგორ დაგეხმარებათ ამის ცოდნა, თუ ოჯახის წევრები ან მეგობრები გეწინააღმდეგებიან?
-