-
ჭეშმარიტებაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ჭეშმარიტებით სიარული. ვისაც ღვთის კეთილგანწყობის მოპოვება სურს, ჭეშმარიტებით უნდა იაროს და ღმერთს ჭეშმარიტებით ემსახუროს (იეს. 24:14; 1სმ. 12:24; ფს. 25:4, 5; 26:3—6; 43:3; 86:11; ეს. 38:3). ამაში ღვთის მოთხოვნების შესრულება და მისი ერთგულად და გულწრფელად მსახურება იგულისხმება. იესო ქრისტემ სამარიელ ქალს უთხრა: „მოდის საათი და უკვე მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს, რადგან მამა სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის. ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემლები მას სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს“ (ინ. 4:23, 24). ასეთი თაყვანისცემა ადამიანურ წარმოდგენებზე ვერ იქნება დაფუძნებული. ის სინამდვილეს ანუ იმას უნდა შეესაბამებოდეს, რაც ღმერთმა თავის სიტყვაში საკუთარ თავსა და განზრახვებზე გააცხადა.
-
-
თაყვანისმცემლობაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ღვთისთვის მისაღები თაყვანისცემა. იეჰოვა ღმერთი მხოლოდ მათგან იღებს თაყვანისცემას, ვინც მის ნებას ემორჩილება (მთ. 15:9; მრ. 7:7). ქრისტე იესომ სამარიელ ქალს უთხრა: „მოდის საათი, როცა აღარც ამ მთაზე [გერიზიმი] სცემთ მამას თაყვანს და აღარც იერუსალიმში. თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს, ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს ... მაგრამ მოდის საათი და უკვე მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს, რადგან მამა სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის. ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემლები მას სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს“ (ინ. 4:21—24).
იესოს სიტყვებიდან კარგად გამოჩნდა, რომ ჭეშმარიტი ღვთის თაყვანსაცემად არც ხილული ნივთების გამოყენებაა საჭირო და არც რომელიმე გეოგრაფიულ ადგილზე ყოფნა. ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი არ არის დაიმედებული ხილულზე. მას აქვს რწმენა და სადაც უნდა იყოს, მზად არის, ღმერთს პატივი მიაგოს. აქედან გამომდინარე, ის ღმერთს თაყვანს სცემს სულით და არა ხილული ნივთების გამოყენებით. ვინაიდან მან იცის ღვთის მიერ გაცხადებული ჭეშმარიტება, იგი ამ ჭეშმარიტების თანახმად სცემს ღმერთს თაყვანს. ბიბლიის მეშვეობით მან გაიცნო ღმერთი და ხედავს, როგორ მოქმედებს ღვთის წმინდა სული მის ცხოვრებაში. ამიტომ სულითა და ჭეშმარიტებით ღვთის თაყვანისმცემელმა იცის, რას სცემს თაყვანს.
-