იქადაგე და საფუძვლიანად დაამოწმე
1 იესო, როგორც „წინამძღოლი და მბრძანებელი“, თავის მოწაფეებს უდიდესი სამქადაგებლო საქმიანობისთვის ამზადებდა (ეს. 55:4; ლუკ. 10:1—12; საქ. 1:8). მოციქულმა პეტრემ იესოს მიერ მოცემულ დავალება შემდეგი სიტყვებით გადმოგვცა: «გვიბრძანა, ვუქადაგოთ ხალხს და ვუმოწმოთ [„საფუძვლიანად დავამოწმოთ“, აქ], რომ ის არის ღვთისგან დანიშნული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად» (საქ. 10:42). რას ნიშნავს საფუძვლიანად დამოწმება?
2 თუ მხედველობაში მივიღებთ მოციქულ პავლეს მაგალითს, ბევრს ვისწავლით. როდესაც ის ეფესოს კრების უხუცესებს შეხვდა, მათ შეახსენა: «არაფერი დამიშურებია სასარგებლო, თქვენთვის რომ არ მექადაგნა და არ მესწავლებინა საჯაროდ თუ სახლებში. ვუმოწმებდი [„საფუძვლიანად ვუმოწმებდი“, აქ] იუდეველებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებას და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას». განსაცდელების მიუხედავად, პავლე ცდილობდა, რომ სასიხარულო ცნობა რაც შეძლება მეტი ადამიანისთვის გაეზიარებინა. როდესაც მსმენელებს ესაუბრებოდა, ის არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ ძირითადი ჭეშმარიტების მოხსენიებით; ის ცდილობდა, გაეზიარებინა „ღვთის ყოველი ნება“. ამის განხორციელებას მან მთელი ძალ-ღონე მოახმარა და არაერთი მსხვერპლიც გაიღო. შემდეგ მან განაცხადა: «სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდ კი იმ ჩემ სარბიელსა და მსახურებას დავასრულებდე, რომელიც უფალ იესოსგან მივიღე, რათა დავამოწმო [„საფუძვლიანად დავამოწმო“, აქ] ღვთის მადლის სახარება» (საქ. 20:20, 21, 24, 27).
3 როგორ მივბაძოთ პავლეს მაგალითს დღეს? (1 კორ. 11:1). ვეძებოთ ღირსეულები, და ეს გავაკეთოთ იმ განსაცდელების მიუხედავად, რომელთა წინაშეც ვდგავართ; ვეცადოთ, რომ სასიხარულო ცნობა ყველა ეთნიკურ და ენობრივ ჯგუფამდე მივიტანოთ და გულმოდგინედ დავეხმაროთ მათ, ვინც ინტერესს ავლენს (მათ. 10:12, 13). ეს მოითხოვს დროს, ძალისხმევასა და ხალხის სიყვარულს.
4 შეგიძლია იმსახურო დამხმარე პიონერად? მარტსა და აპრილში კარგი შესაძლებლობა გეძლევა, საფუძვლიანად დაამოწმო, თუ დამხმარე პიონერად იმსახურებ. როგორი გამამხნევებელი იყო, რომ გასულ წელს ბევრმა მაუწყებელმა ყველაფერი გააკეთა, რათა დამხმარე პიონერად ემსახურა!
5 80 წლის დას, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს, იეჰოვას ორგანიზაციის მოწოდებამ დამხმარე პიონერად მსახურებისკენ უბიძგა. მან მოგვწერა: „ამან გულში საბოლოოდ გამიღვივა დიდი ხნის განმავლობაში არსებული ნაპერწკალი და ვიგრძენი, რომ უნდა მემსახურა დამხმარე პიონერად, ერთი თვე მაინც“. მან გადაწყვიტა, თავისი მიზნისთვის მარტში მიეღწია. „პირველ რიგში, — აგრძელებს ის, — დავჯექი და გამოვთვალე ფასი“. ამ გეგმის შესახებ ვესაუბრე ჩემს გოგონას, რადგანაც მისი დახმარება დამჭირდებოდა. მასთან საუბრისას მოულოდნელი სიურპრიზი მელოდა: თურმე მასაც გადაუწყვეტია დამხმარე პიონერად მსახურება“. მარტის განმავლობაში ამ ასაკოვანმა დამ 52 საათი იქადაგა. „იეჰოვას ლოცვებში ვევედრებოდი, რომ ძალ-ღონე შეემატა, როცა უღონოდ ვიქნებოდი. თვის ბოლოს კი ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვიყავი და დიდი ხნის განმავლობაში მადლობას ვუხდიდი იეჰოვას ამ დახმარებისთვის. მინდა კვლავ ვცადო დამხმარე პიონერად მსახურება“. ამ სასიხარულო შემთხვევამ შეიძლება გაამხნევოს ისინი, ვისაც, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების მიუხედავად, ძალიან სურს დამხმარე პიონერად მსახურება.
6 ერთმა ძმამ, რომელიც მოულოდნელად დაითხოვეს სამსახურიდან, ეს სიტუაცია დამხმარე პიონერად მსახურების დასაწყებად გამოიყენა. ამ თვის განმავლობაში ის დიდი სიხარული ქადაგებდა, თვის ბოლოს კი ბიბლიის ახალი შესწავლა დაიწყო. როდესაც იხსენებდა ამ თვის განმავლობაში განცდილს, მან თქვა: „აი, თვეც ამას ჰქვია!“. რამდენად სასიხარულო იყო მისთვის, რომ გრძნობდა იეჰოვას ხელმძღვანელობასა და დახმარებას! მართლაც, იეჰოვამ აუწყველად „გადმოცალა“ კურთხევები ამ ძმაზე, რადგან ძალ-ღონე არ დაიშურა მსახურებისთვის; ის შენთვისაც იგივეს გააკეთებს (მალ. 3:10).
7 ბევრისთვის დამხმარე პიონერად მსახურება არ არის ადვილი. და მაინც, ბევრმა და-ძმამ შეძლო დამხმარე პიონერად მსახურება მიუხედავად იმისა, რომ ოჯახური პასუხისმგებლობები აკისრიათ და მუშაობენ, აგრეთვე აქვთ სხვა პრობლემები. საფუძვლიანად დამოწმება, ხშირად, ძვირფასი დროისა და ენერგიის შეწირვას მოითხოვს, მაგრამ ეს ვერ შეედრება კურთხევებს, რომლებიც ამ მსახურებას მოაქვს (იგავ. 10:22).
8 მარტი და აპრილი კარგი დროა, რომ იმსახურო დამხმარე პიონერად. მარტში ხუთი შაბათ-კვირაა. ამისა და საღამოს საათების კარგად გამოყენებით შეიძლება ზოგმა, ვინც სრული განაკვეთით მუშაობს, შეძლოს დამხმარე პიონერად მსახურება. გარდა ამისა, შეგიძლია გამოიყენო დასვენების დღეები მარტსა და აპრილში. ზოგიერთს, შესაძლოა, არდადეგები ჰქონდეს სკოლაში, რაც დაეხმარება მათ, იქადაგონ 50 საათი. იმისათვის, რომ დაგეგმო მარტსა და აპრილში მსახურებისთვის 50 საათის დათმობა, შეიძლება ამ სტატიის ბოლოს დაბეჭდილი რომელიმე გეგმა გამოგადგეს. ისაუბრე შენი გეგმის შესახებ სხვებთან; ზოგი მათგანი, უეჭველია, მოისურვებს, შემოგიერთდეს მსახურებაში. თუ არ გაქვს დამხმარე პიონერად მსახურების შესაძლებლობა, დაისახე კონკრეტული მიზანი ამ თვეებში და ითანამშრომლე მათთან, რომლებიც პიონერებად მსახურობენ. ახლავე დაგეგმე, რომ უფრო მეტი იმსახურო მარტსა და აპრილში.
9 გამოავლინე მადლიერება გახსენების საღამოსთვის. ყოველ წელს, გახსენების საღამოს წინა და შემდგომ პერიოდში, გამომსყიდველური მსხვერპლისადმი მადლიერების ნიშნად ათასობით ადამიანი ითავისუფლებს დროს, რათა დამხმარე პიონერად იმსახუროს (ეფეს. 5:15, 16). გასულ წელს საქართველოში დამხმარე პიონერად 2 085-მა მაუწყებელმა იმსახურა, ხოლო აპრილში — 1 000-მა. ორივე თვეში საშუალოდ 1 542-მა მაუწყებელმა იმსახურა დამხმარე პიონერად. ეს კი წინა თვეების განმავლობაში დამხმარე პიონერთა საშუალო რაოდენობას — 379-ს — გაცილებით აღემატება. გახსენების საღამოს აღნიშვნის პერიოდი წელსაც სათანადო დროა იმისთვის, რომ გამოვხატოთ გულითადი მადლიერება იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი იმით, რომ უფრო მეტ დროს დავუთმობთ სამქადაგებლო მსახურებას.
10 იმ დროს, როცა ახლოვდება 16 აპრილი, იფიქრე, რას ნიშნავს შენთვის გახსენების საღამო. გაიხსენე მოვლენები, რომლებიც წინ უძღვოდა ქრისტეს სიკვდილს და გაანალიზე, რა ხდებოდა იესოს გულსა და გონებაში. აგრეთვე იფიქრე იმ სიხარულზე, რომელიც იესოს წინ ელოდა და რამაც მოათმენინა ასეთი ცუდი მოპყრობა. დაფიქრდი მის ახლანდელ მდგომარეობაზე: ის კრების თავია და ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებას მეთვალყურეობს (1 კორ. 11:3; ებრ. 12:2; გამოცხ. 14:14—16). შემდეგ კი გამოხატე მადლიერება იმისათვის, რაც ქრისტემ გააკეთა და მაქსიმალურად მიიღე მონაწილეობა სამქადაგებლო მსახურებაში, რამდენადაც მდგომარეობა გაძლევს საშუალებას.
11 წაახალისე სხვები საფუძვლიანი დამოწმებისკენ. თუ უხუცესები და თანაშემწეები დამხმარე პიონერებად მსახურობენ, სხვების გასამხნევებლად შესანიშნავი შესაძლებლობა აქვთ. როდესაც მაუწყებლებთან სამქადაგებლო მსახურებაში თანამშრომლობენ და როდესაც სამწყემსო მონახულებას აკეთებენ, მათ ეძლევათ კარგი შესაძლებლობა, პირადად დაეხმარონ სხვებს, სრული მონაწილეობა მიიღონ ამ განსაკუთრებულ საქმიანობაში. მოდი ყველა ჩვენგანმა ვილოცოთ ამ განსაკუთრებულ მიზანზე და ერთობლივად შევეცადოთ საფუძვლიანად დამოწმებას.
12 მართალია, ყველა უხუცესი და თანაშემწე დაუჭერს მხარს მარტსა და აპრილში მსახურების გასააქტიურებლად ორგანიზებულ ღონისძიებებს, მაგრამ განსაკუთრებით სამსახურებრივი ზედამხედველი უნდა იყოს დაინტერესებული სამქადაგებლო საქმიანობის ორგანიზებით. მან სამქადაგებლო მსახურების შეხვედრები ისეთ ადგილებზე, ისეთ დღეებში და ისეთ დროს უნდა დაგეგმოს, რომ ეს მოხერხებული იყოს კრების მაუწყებლების უმრავლესობისთვის. აგრეთვე ეს ინფორმაცია რეგულარულად უნდა ცხადდებოდეს შეხვედრებზე. შეიძლება ორგანიზება გაეწიოს დღეში რამდენიმე შეხვედრის ჩატარებას, რაც კრების ყველა წევრს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა სახის დამოწმებაში მიიღოს მონაწილეობა. ეს შეიძლება იყოს ქადაგება საქმიან უბნებზე, ქუჩაში და კარდაკარ, განმეორებითი მონახულებების გაკეთება და ტელეფონით დამოწმება. გარდა ამისა, მან უნდა იზრუნოს, რომ საკმარისი რაოდენობის ლიტერატურა, ჟურნალები და უბნები იყოს ამ თვეების განმავლობაში.
13 მარტში გავავრცელებთ წიგნს „შემეცნება“. აგრეთვე მიზნად გვაქვს დასახული ბიბლიის შესწავლების დაწყება. „შემეცნების“ შესათავაზებლად რამდენიმე რჩევა მოცემულია 2002 წლის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართში. აპრილში შესათავაზებელი ლიტერატურაა „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. ეცადე, გამოიყენო რჩევები, რომელიც მოცემულია ჩარჩოში „როგორ შევთავაზოთ ჟურნალები“. ყველამ უნდა გამოვუყოთ დრო კარგად მომზადებას, რომ საფუძვლიანად დავამოწმოთ.
14 რა ბედნიერები ვართ, რომ ვმსახურობთ კრების თავის, იესო ქრისტეს, ხელმძღვანელობით და გვაქვს პატივი, მონაწილეობა მივიღოთ სასიხარულო ცნობის სხვებისთვის გაზიარებაში! ახლოვდება მარტი და აპრილი; მოდი კვლავაც ვეცადოთ, საუკეთესოდ გამოვიყენოთ ეს თვეები და ასე დავემორჩილოთ ქრისტეს მითითებას, რომ ვიქადაგოთ და დავამოწმოთ საფუძვლიანად.
[ჩარჩო 4 გვერდზე]
2003 წლის მარტსა და აპრილში დამხმარე პიონერად მსახურების გეგმები
დღე საათი
ორშაბათი 1 2 — — 2
სამშაბათი 1 — 3 — —
ოთხშაბათი 1 2 — 5 — —
ხუთშაბათი 1 — 3 — — —
პარასკევი 1 2 — — —
შაბათი 5 4 3 5 6 7
კვირა 2 2 3 2 2 3
მარტი 56 56 54 55 50 50
აპრილი 50 50 51 53 — —
შეგიძლია რომელიმე გეგმის გამოყენება?