-
კანონმდებელიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ამგვარად, ადამიანებს ჰქონდათ იმის განსაზღვრის საშუალება, რა იყო სწორი და არასწორი, თუმცა ისრაელებისგან განსხვავებით მათ ღვთისგან კანონთა კრებული არ მიუღიათ. მაგალითად, კერპთაყვანისმცემლობის ამკრძალავი კონკრეტული კანონი არ არსებობდა, მაგრამ ეს არ ყოფილა კერპთაყვანისმცემლობის გასამართლებელი მიზეზი, რაც კარგად ჩანს მოციქული პავლეს სიტყვებიდან: „[ღვთის] უხილავი თვისებები — მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა“. „შემოქმედის ნაცვლად“ ქმნილების თაყვანისცემა და მისთვის წმინდა მსახურების შესრულება ყოველგვარ საღ აზრს იყო მოკლებული. ვინც ეს უგუნური გზა აირჩია, სხვა უკუღმართობასაც მიჰყო ხელი, მაგალითად ჰომოსექსუალიზმს. ასეთებმა „ბუნებრივი სქესობრივი ცხოვრება არაბუნებრივით შეცვალეს“. აშკარა იყო, რომ კონკრეტული კანონის არქონის მიუხედავად, ასეთი საქციელი ეწინააღმდეგებოდა შემოქმედის ნორმებს, რაზეც თვით ქალისა და მამაკაცის აგებულებაც მეტყველებდა. ღვთის ანარეკლად შექმნილ ადამიანს ჰქონდა საკმარისი ჭკუა-გონება იმისთვის, რომ მსგავს საკითხებზე სწორი დასკვნები გაეკეთებინა. აქედან გამომდინარე, მას პასუხი უნდა ეგო ღვთის ნების საწინააღმდეგო ქმედებისთვის. ის ცოდავდა, „მიზანს სცდებოდა“, თუმცა მისთვის ბრალის დასადებად კონკრეტული კანონი არ არსებობდა (რმ. 1:18—27; შდრ. რმ. 5:13).
-
-
ბუნებაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ბუნებრივი სქესობრივი ცხოვრება. მიუღებელია, როცა კაცი ან ქალი თავის სხეულს უმართებულოდ იყენებს და არა იმ დანიშნულებისამებრ, რომლითაც ღმერთმა შექმნა. რაც ამ მხრივ არაბუნებრივია, ცოდვაა. ბიბლიიდან ვიგებთ, რა არის უწმინდურება და რა სასჯელი ელით მის ჩამდენთ: „ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმა ბუნებრივი [ფისიკენ] სქესობრივი ცხოვრება არაბუნებრივით შეცვალეს. კაცებმაც მიატოვეს ქალთან ბუნებრივად ცხოვრება და გახურდნენ ერთმანეთთან ავხორცობით — კაცები კაცებთან; უხამსობას სჩადიოდნენ და მცდარი გზით სიარულისთვის საკადრისიც უკლებლივ მიიღეს“. ასეთი ადამიანები ცხოველის დონეზე ეცემიან (რმ. 1:26, 27; 2პტ. 2:12). ისინი არასწორ ხორციელ სურვილებს არიან აყოლილნი, ვინაიდან ცხოველივით უგუნურნი არიან და სულიერობა არ გააჩნიათ (იუდ. 7, 10).
-