რატომ უნდა ვერიდოთ კერპთაყვანისმცემლობას?
„შვილნო! დაიცავით თქვენი თავი კერპთაგან“ (1 იოანე 5:21).
1. რატომ არ არის იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობაში კერპთაყვანისმცემლობა?
იეჰოვა — არ არის ლითონისაგან, ხისაგან ან ქვისაგან დამზადებული კერპი. შეუძლებელია მისი მოთავსება მიწიერ ტაძარში, მას ვერ გამოსახავ, ვინაიდან იეჰოვა არის — ადამიანებისათვის უხილავი ყოვლისშემძლე სული. ამიტომ იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობაში არ უნდა იყოს არავითარი კერპთაყვანისმცემლობა (გამოსვლა 33:20; საქმე 17:24; 2 კორინთელთა 3:17).
2. როგორი კითხვები უნდა განვიხილოთ?
2 თუ შენ იეჰოვასადმი თაყვანისმცემელი ხარ, მაშინ შეგეძლო დაგესვა კითხვა: „რა არის კერპთაყვანისმცემლობა? როგორ შესძლეს იეჰოვას მსახურებმა წარსულში, გაქცეოდნენ მას? რატომ არის აუცილებელი ვერიდოთ კერპთაყვანისმცემლობას დღეს?“
რა არის კერპთაყვანისმცემლობა
3, 4. როგორ შეიძლება კერპთაყვანისმცემლობის განსაზღვრა?
3 როგორც წესი, კერპთაყვანისმცემლობაში შედის წეს-ჩვეულება და რიტუალი. კერპთაყვანისმცემლობა — ეს არის კერპის პატივისცემა, სიყვარული, თაყვანისცემა მისადმი ან მისი გაღმერთება. ხოლო კერპი რაღაა? ეს არის გამოსახულება, რაღაცის განსახიერება ან სიმბოლო, რომელიც წარმოადგენს თაყვანისმცემლობის საგანს. ჩვეულებრივად, კერპთაყვანისმცემლობა მიმართულია არსებული ან ნავარაუდევი უმაღლესი ძალის მიმართ, რომელიც ადამიანთა აზრით, ეწევა გასულიერებულ არსებობას. (ადამიანი, ცხოველი ან ორგანიზაცია). მაგრამ კერპთაყვანისმცემლობა შეიძლება ასევე უსულო საგნებთანაც იყოს დაკავშირებული (ძალა ან ბუნების არაცოცხალი საგანი).
4 საღვთო წერილებში, ებრაული სიტყვები, რომლებიც კერპებს ეხება, სწორად ხაზს უსვამენ მათ უმაქნისობას ან გამოხატავან მათდამი ზიზღს. ამ სიტცვებიდან ზოგიერთი სიტყვა გადმოითარგმნება, როგორც „გამოქანდაკებული ან გამოკვეთილი კერპი“ (სიტყვა-სიტყვით — რაიმე გამოქანდაკებული), „ჩამოსხმული კერპი, ხატი ან გამოსახულება“ (რაიმე, გაკეთებული ან ჩამოსხმული ნიმუშის მიხედვით), „კერპი“ „ამაო კერპი“ (სიტყვა-სიტყვით — ამაოება) და „ხატი“. ბერძნული სიტყვა ეი·დო·ლონი ითარგმნება, როგორც „კერპი“.
5. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ყველა გამოსახულება არ არის კერპი?
5 ყველა გამოსახულება როდია — კერპი. ღმერთმა თავად უბრძანა ისრაელიანებს ორი ოქროს ქერუბიმის გაკეთება აღთქმის კიდობნისათვის და ამ სულიერ ქმნილებათა გამოსახულების ამოქარგვა საწმინდარის გადასაფარებელზე, წმიდა ადგილსა და წმიდათა წმიდას შორის ჩამოკიდებული ფარდის შიგნითა მხარეზე (გამოსვლა 25:1, 18; 26:1, 31–33). ამ გამოსახულებებს, რომლებიც უმთავრესად განასახიერებდნენ ციურ ქერუბიმებს, ხედავდნენ მხოლოდ თავიანთი მოვალეობის შემსრულებელი მღვდლები. (შეადარე ებრაელთა 9:24, 25.) როგორცა სჩანს, ქერუბიმების გამოსახულებები საწმინდარში არ იყო განკუთვნილი თაყვანისმცემლობისათვის, ვინაიდან სამართლიანი ანგელოზები თავად არ დაუშვებდნენ, მათთვის ეცათ თაყვანი (კოლასელთა 2:18; გამოცხადება 19:10; 22:8, 9).
როგორ უყურებს იეჰოვა კერპთაყვანისმცემლობას
6. როგორ უყურებს იეჰოვა კერპთაყვანისმცემლობას?
6 იეჰოვას მსახურები ერიდებიან კერპთაყვანისმცემლობას იმიტომ, რომ იეჰოვა კერპთაყვანისმცემლობის ყოველგვარი ფორმის წინააღმდეგია. ღმერთმა ისრაელიანებს უბრძანა არავითარი გამოსახულება არ გაეკეთებინათ თაყვანისსაცემად. ათ აღთქმაში შემდეგი სიტყვებია მოცემული: „არ გაიკეთო კერპები, არც რაიმე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვებს შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში. ათას-წილ სიკეთის მზღველი ჩემს მოყვარულთათვის და ჩემი მცნებების დამმარხველთათვის“ (გამოსვლა 20:4–6).
7. რატომ არის იეჰოვა ყოველგვარი კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგი?
7 რატომ არის იეჰოვა ყოველგვარი კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგი? უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ იგი მოითხოვს განსაკუთრებულ ერთგულებას, როგორც ეს ჩანს ზემოთ მოყვანილ მეორე აღთქმაში. გარდა ამისა ესაია წინასწარმეტყველის ბაგეებით იეჰოვამ თქვა: „მე ვარ უფალი, ეს არის ჩემი სახელი; ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას და ჩემს ქებას — გამოქანდაკებულ კერპებს“ (ესაია 42:8). ერთ დროს ისრაელიანები ისე გაეხვივნენ კერპთაყვანისმცემლობაში, რომ „შესწირეს თავიანთი ძენი და ასულნი ეშმაკებს“ (ფსალმუნი 105:36, 37). კერპთაყვანისმცემლები არა მხოლოდ უარყოფენ იეჰოვას, როგორც ჭეშმარიტ ღმერთს, არამედ დემონების მსგავსად, ემსახურებიან, მისი მთავარი მოწინააღმდეგის, სატანის ინტერესებს.
ერთგულნი გამოცდაში
8. რა გამოცდის წინაშე აღმოჩნდა სამი ებრაელი — შედრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო?
8 აგრეთვე იეჰოვასადმი გულწრფელი ერთგულებაც აღგვძრავს ვერიდოთ კერპთაყვანისმცემლობას. ეს ჩანს დანიელის წიგნის მე-3 თავში ჩაწერილი შემთხვევიდან. ბაბილონის მეფემ, ნაბუქოდონოსორმა, თავი მოუყარა იმპერიის მსახურებს თავის მიერ აღმართული უზარმაზარი ოქროს კერპის საპატივსაცემოდ. ნაბუქოდონოსორის ბრძანება ეხებოდა შადრაქს, მეშაქს და ყაბედ-ნეგოს — სამ ებრაელს, რომელთაც მეფემ ბაბილინის საქვეყნო საქმეები ჩააბარა. საყვირის, სალამურის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა სამუსიკო საკრავის ხმის გაგონებაზე ყოველი კაცი უნდა დამხობილიყო და თაყვანი ეცა ქანდაკებისთვის. ეს მოქმედება იყო ბაბილონის ნამდვილი ღმერთის, სატანის, მცდელობა აეძულებინა სამი ებრაელი თაყვანი ეცათ ქანდაკებისათვის, რომელიც ბაბილონის იმპერიას წარმოადგენდა. წარმოიდგინე იქ შენი თავი.
9, 10. ა) რა პოზიცია დაიკავა სამმა ებრაელმა და როგორ იყვნენ ისინი დაჯილდოვებულნი? ბ) როგორ შეუძლია იეჰოვას მოწმეების გამხნევება სამი ებრაელის მოქმედებას?
9 შეხედე! აი სამი ებრაელი დგას. მათ ახსოვთ ღმერთის რჯული, რომელიც კრძალავს კერპების ან ჩამოსხმული ქანდაკებების გაკეთებასა და მათდამი თაყვანისცემას. ნაბუქოდონოსორი ულტიმატუმს უყენებს — თაყვანი ეცით, თუ არა და მოკვდებით! მაგრამ იეჰოვასადმი გულწრფელად ერთგული სამი ებრაელი ეუბნება მეფეს: „აჰა, არსებობს ჩვენი ღმერთი, რომელსაც ვემსახურებით. მას შესწევს ძალა, რომ ცეცხლით გახურებული ღუმლიდანაც გადაგვარჩინოს და შენი ხელიდანაც გვიხსნას, მეფეო! ასე რომც არ მოხდეს, იცოდე, მეფეო, ჩვენ მაინც არ ვემსახურებით შენს ღმერთებს და თაყვანს არ ვცემთ იმ ოქროს კერპს, შენ რომ დადგი“ (დანიელი 3:16–18).
10 ღმერთის ამ ერთგულ მსახურებს ყრიან გახურებულ ღუმელში. ნაბუქოდონოსორი გაოგნებულია როცა ხედავს, რომ სამის ნაცვლად ღუმელში ოთხნი დადიან, იგი უბრძანებს სამ ებრაელს გამოვიდნენ ღუმლიდან და ისინიც უვნებელნი გამოდიან. ამასთან მეფემ წამოიძახა: „კურთხეულია ღმერთი შადრაქის, მეშაქისა ლა ყაბედ-ნეგოსი, რომელმაც თავისი ანგელოზი გამომიგზავნა და იხსნა თავისი მორჩილნი, რადგან მისი მოესავნი იყვნენ ისინი, არ დაემორჩილნენ მეფის განკარგულებას და საკუთარი ტანიც კი გასწირეს, რომ თავიანთი ღმერთის გარდა, სხვა ღმერთისთვის არ ემსახურათ და თაყვანი არ ეცათ. . . რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი, მის მსგავსად რომ შეეძლოს ხსნა“ (დანიელი 3:95, 96). ამ სამი ებრაელის მიერ უმწიკვლოების შენარჩუნება ამხნევებს იეჰოვას მოწმეებს იყვნენ ღმერთისადმი გულწრფელად ერთგულნი, ქვეყნიერების მიმართ დარჩნენ ნეიტრალურნი და გაექცნენ კერპთაყვანისმცემლობას (იოანე 17:16).
კერპები მარცხდებიან პროცესში
11, 12. ა) რა გვაუწყა ესაიამ იეჰოვასა და კერპი ღმერთების შესახებ? ბ) რა უპასუხეს ერების ღმერთებმა იეჰოვას, როცა მან მათ მოსთხოვა პასუხი?
11 სხვა მიზეზი, რომლითაც უნდა ვერიდოთ კერპთაყვანისმცემლობას, მის უშედეგობაში გამოიხატება. თუმცა შეიძლება გეჩვენოს, რომ ადამიანის მიერ დამზადებული ზოგიერთი კერპი, თითქოს ცოცხალია — ხშირად მათ აქვთ პირი, თვალები და ყურები, — მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი ვერ ლაპარაკობენ, ვერ ხედავენ, არ ესმით და არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ თავიანთი თაყვანისმცემლებისათვის (ფსალმუნი 134:15–18). ეს აშკარა გახდა ჩვენს ერამდე მერვე საუკუნეში მაშინ, როდესაც ღმერთის წინასწარმეტყველმა ესაიამ ჩაწერა სამსჯავრო პროცესი იეჰოვასა და კერპ-ღმერთებს შორის (ესაია 43:8–28). ღმერთის ამ პროცესში ისრაელის ხალხი ერთ მხარეზე იდგა, ხოლო ქვეყნიერების ერები კი — მეორეზე. იეჰოვამ ცრუ ღმერთებისაგან მოითხოვა მოეთხროთ ერებისათვის, თუ რა იყო „დასაბამიდან“, ანუ ეწინასწარმეტყველად ზუსტად. ვერცერთმა ვერ შესძლო გაეკეთებინა ეს. იეჰოვამ, მიმართავდა რა თავის ხალხს, თქვა: „თქვენ ხართ ჩემი მოწმენი. . . რომ მე ვა — ღმერთი“. ერებმა ვერ დაამტკიცეს, რომ მათი ღმერთები არსებობდნენ იეჰოვამდე, ანდა რომ მათ შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ. ხოლო იეჰოვამ კი იწინასწარმეტყველა ბაბილონის დანგრევა და ტყვე ხალხის განთავისუფლება.
12 როგორც ესაია 44:1–8, აღწერილი, ღმერთის მიერ გათავისუფლებული მისი მსახურები აღიარებენ, რომ ისინი „უფლისანი“ არიან. მან თავად თქვა: „მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი, და ჩემს გარდა არ არის ღმერთი“. კერპი — ღმერთები ვერ უარყოფენ ამას. „თქვენ ხართ ჩემი მოწმენი“, — კვლავ ამბობს იეჰოვა თავის ხალხზე და უმატებს: „განა არის ჩემს გარდა ღმერთი? არ არის სხვა კლდე“.
13. რა აღმოაჩინა კერპთაყვანისმცემლობამ მის თაყვანისმცემლებთან დაკავშირებით?
13 კერპთაყვანისმცემლობას ჩვენ იმის გამოც ვერიდებით, რომ იგი მიუთითებს სიბრძნის უკმარისობაზე. კერპთაყვანისმცემელი ირჩევს ხის ნაჭერს და მისგან ამზადებს ღმერთს თაყვანის საცემად, ხოლო დანარჩენი ნაწილისაგან კი ცეცხლს ანთებს, საჭმლის მოსამზადებლად (ესაია 44:9–17). რა სისულელეა! კერპ-ღმერთების გამკეთებლები და მისი თაყვანისმცემელნი სირცხვილნაჭამნი იქნებიან, იმიტომ, რომ კერპებს არ შეუძლიათ დაამტკიცონ თავიანთი ღვთაებრიობა. ხოლო იეჰოვას ღვთაებრიობა კი უდავოა — მან არა მხოლოდ იწინასწარმეტყველა ბაბილონიდან თავისი ხალხის გათავისუფლება, არამედ განახორციელა კიდეც. იერუსალიმი კვლავ იქნა დასახლებული, იუდეის ქალაქები აღდგენილი, ხოლო ბაბილონის „წყვდიადი“ — მდინარე ევფრატი — მეტად აღარ იყო საიმედო დამცველი (ესაია 44:18–27). შესრულდა კიდევ ერთი წინასწარმეტყველება: კიროსმა, სპარსეთის მეფემ, დაიპყრო ბაბილონი (ესაია 44:28–45:6).
14. მსოფლიო უმაღლეს სასამართლოზე რა დამტკიცდება ერთხელ და სამუდამოდ?
14 იურიდიულად, კერპ-ღმერთები დამარცხდნენ თავიანთ ღვთაებრიობასთან დაკავშირებით. ის რაც ბაბილონს დაემართა, აუცილებლად დაემართება მის თანამედროვე ორეულსაც — დიდ ბაბილონს — ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელს. ის და ყველა მისი ღმერთი, რელიგიური მორთულობები და თაყვანისმცემლობის საგნები მალე ერთხელ და სამუდამოდ გაქრება (გამოცხადება 17:12—18:8). მსოფლიო უმაღლეს სასამართლოზე საბოლოოდ დამტკიცდება, რომ ერთადერთი ცოცხალი და ჭეშმარიტი ღმერთია იეჰოვა და რომ ის აღასრულებს თავის წინასწარმეტყველურ სიტყვას.
მსხვერპლი დემონებს
15. რაზე მიუთითა ღმერთის სულიწმიდამ და პირველ საუკუნეში ხელმძღვანელმა კორპორაციამ, იეჰოვას ხალხს, კერპთაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით?
15 იეჰოვას ხალხი კერპთაყვანისმცემლობას კიდევ იმიტომ ერიდება, რომ მას უძღვება ღმერთის სული და მისი ორგანიზაცია. პირველ საუკუნეში იეჰოვას მსახურთა ხელმძღვანელმა კორპორაციამ უთხრა თანაქრისტიანებს: „კარგი იყო სულიწმიდისათვისაც და ჩვენთვისაც, რომ არავითარი ზედმეტი ტვირთი არ დაგაკისროთ, გარდა ამ აუცილებლისა: თავი შეიკავეთ კერპთშეწირულებისა და სისხლისაგან, დამხრჩვალისა და სიძვისაგან, [და სხვებს არ გაუკეთოთ ის, რაც თქვენ არ გინდათ]. თუ ამისაგან დაიცავთ თავს, კარგს იზამთ. იყავით ჯანმრთელად!“ (საქმე 15:28, 29).
16. შენი სიტყვებით, როგორ უპასუხებდი, თუ რა თქვა პავლე მოციქულმა კერპთშესაწირავზე?
16 სხვა მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერიდებით კერპთაყვანისმცემლობას, იმაში მდგომარეობს, რომ ამით შეგვიძლია თავი დავაღწიოთ დემონიზმს. უფლის საღამოსთან დაკავშირებით პავლე მოციქულმა კორინთოში მცხოვრებ ქრისტიანებს მიმართა შემდეგი სიტყვებით: „განერიდეთ კერპთაყვანისმცემლობას. . . კურთხევის სასმისი, რომელსაც ჩვენ ვაკურთხებთ, განა ქრისტეს სისხლის ზიარება არ არის? პური, რომელსაც ჩვენ ვტეხთ, განა ქრისტეს სხეულის ზიარება არ არის? ვინაიდან პური ერთია, ჩვენ კი მრავალნი — ერთი სხეული, რამეთუ ყველა ერთი პურიდან ვიზიარებთ. შეხედეთ ისრაელს ხორციელად: ვინც მსხვერპლიდან ჭამს, განა ისინი სამსხვერპლოს ზიარნი არ არიან? მაშ, რას ვამბობ? განა იმას, რომ რაიმეა კერპი, ან იმას, რომ რაიმეს ნიშნავს კერპთშესაწირავი? არამედ, რასაც ისინი სწირავენ ეშმაკს სწირავენ და არა ღმერთს. მე კი არ მინდა, რომ ეშმაკთა ზიარნი იყოთ. არ შეგიძლიათ სვათ უფლის სასმისი და ეშმაკის სასმისი; არ შეგიძლიათ უფლის სუფრასაც ეზიაროთ და ეშმაკის სუფრასაც. ნუთუ ვბედავთ უფლის გაბრაზებას? განა მასზე ძლიერები ვართ?“ (1 კორინთელთა 10:14–22).
17. პირველ საუკუნეში რა ვითარებისას შეეძლო ქრისტიანს კერპთშეწირული ხორცის ჭამა და რატომ?
17 ცხოველის ნაწილს მსხვერპლად სწირავდნენ კერპს, ნაწილი ხვდებოდა მღვდლებს და მცირეოდენ ნაწილს იღებდა თაყვანისმცემელი სერობისთვის. მაგრამ ხორცის ნაწილი შეიძლება ბაზარშიც ყოფილიყო გაყიდული. მიუხედავად იმისა, რომ ხორცი რიტუალის ნაწილი იყო თუ არა, ქრისტიანისათვის არასასურველი იყო ეჭამა ის ტაძარში, ვინაიდან ამას შეეძლო სხვების დაბრკოლება ან თავად მისი გახვევა ცრუ თაყვანისმცემლობაში (1 კორინთელთა 8:1–13; გამოცხადება 2:12, 14, 18, 20). ხორცი არ იცვლებოდა იმით, რომ მსხვერპლად სწირავდნენ კერპს, ამიტომ ქრისტიანს შეეძლო ბაზარში ეყიდა ხორცი. ასევე ქრისტიანს არ ესაჭიროებოდა ეფიქრა, თუ საიდან იყო ხორცი, როცა შესთავაზებდნენ მას ვისიმე სახლში. მაგრამ თუ ვინმე ამბობდა, რომ ხორცი იყო „კერპთშეწირული“, ასეთ შემთხვევაში იგი არ ჭამდა მას სხვის დასაბრკოლებლად (1 კორინთელთა 10:25–29).
18. როგორ აღმოჩნდებოდა დემონებთან კავშირში ის, ვინც ჭამდა რაიმე კერპთშეწირულს?
18 ხშირად ფიქრობდნენ, რომ კერპთშეწირულობის წეს-ჩვეულებების შემდეგ, ხორცში ღმერთი იმყოფებოდა და იგი შედიოდა იმის სხეულში, ვინც ჭამა ხორცი თაყვანისმცემელთა სერობაზე. ზუსტად ისევე, როგორც ის ადამიანები, რომლებიც ჭამდნენ ერთად, წარმოადგენდნენ საზოგადოებას, ასევე კერპთშეწირული ხორცის მჭამელნი იყოფდნენ იმას, რაც მსხვერპლთშესაწირავზე იდო და იყვნენ ღმერთ-დემონის თანამოზიარენი, რომელიც კერპს წარმოადგენდა. ასეთი კერპთაყვანისმცემლობის გზით დემონები ხელს უშლიდნენ ადამიანებს თაყვანი ეცათ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთისათვის (იერემია 10:1–15). გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვას ხალხს აუცილებლად უნდა შეეკავა თავი კერპთშეწირულობისაგან! ღმერთისადმი გულწრფელი ერთგულება, მისი სულიწმიდისა და ორგანიზაციისაგან ხელმძღვანელობის გაწევა, გადაწყვეტილება — გაქცეოდნენ დემონიზმს, ასევე დღესაც აღგვძრავს ვერიდოთ კერპთაყვანისმცემლობას.
რატომ უნდა ვიყოთ ფხიზლად?
19. კერპთაყვანისმცემლობის რა სახეობა არსებობდა ძველ ეფესოში?
19 ქრისტიანები ცდილობენ გაექცნენ კერპთაყვანისმცემლობას იმის გამო, რომ იგი მრავალი ფორმისაა და კერპთაყვანისმცემლობის ერთადერთ მოქმედებასაც კი შეუძლია მათი რწმენა საფრთხეში ჩააგდოს. იოანე მოციქულმა უთხრა თანამორწმუნეებს: „დაიცავით თქვენი თავი კერპთაგან“ (1 იოანე 5:21). ეს რჩევა აუცილებელი იყო იმიტომ, რომ ქრისტიანები იმყოფებოდნენ კერპთაყვანისმცემლობის მრავალი ფორმის გარემოცვაში. იოანე წერდა ეფესოდან — ჯადოქრობასა და ცრუ ღვთაებებთან დაკავშირებულ მითებში ჩაფლული ქალაქიდან. ეფესოში იმყოფებოდა ქვეყნიერების შვიდი საოცრებიდან ერთერთი — არტემიდას ტაძარი, დამნაშავეთა თავშესაფარი და გახრწნილი კულტების შუაგული. ეფესელმა ფილოსოფოსმა, ჰერაკლიტემ, ამ ტაძრის სამსხვერპლოს ბნელი გასასვლელი შეადარა მოსაწყენ სიბნელეს, ხოლო ტაძრის ზნე-ჩვეულებანი მისი აზრით, უფრო უარესი იყო, ვიდრე ცხოველებისა. დიახ, ეფესოში ქრისტიანები მტკიცედ უნდა წინაღდგომოდნენ დემონიზმს, უზნეობასა და კერპთაყვანისმცემლობას.
20. რატომ არის აუცილებელი გავექცეთ თვით ყველაზე მცირე კერპთაყვანისმცემლობასაც კი?
20 ქრისტიანები კატეგორიულად უნდა გაექცნენ თვით ყველაზე მცირე კერპთაყვანისმცემლობასაც კი, ვინაიდან ეშმაკისადმი თაყვანისცემის სულ მცირე ერთი მოქმედებაც დაამტკიცებს მის ბრალდებას, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ გამოცდების დროს ადამიანები არ დარჩებიან ღმერთისადმი ერთგულნი (იობი 1:8–12). როცა სატანა უჩვენებდა იესოს „მსოფლიოს ყველა სამეფოს და მათ დიდებას“, მან უთხრა: „ყოველივე ამას შენ მოგცემ. თუ დამხობილი თაყვანს მცემ [განახორციელებ თაყვანისმცემლობის აქტს, აე]“. იმით, რომ იესომ უარი თქვა სატანას წინადადებაზე, და იეჰოვას დაუჭირა მხარი საკამათო საკითხში უნივერსალური სუვერენიტეტის შესახებ, დაამტკიცა, რომ ეშმაკი — მატყუარაა (მათე 4:8–11; იგავნი 27:11).
21. რომის იმპერატორთან დაკავშირებით რისგან თქვეს უარი ერთგულმა ქრისტიანებმა?
21 იესოს პირველმა მიმდევრებმა არ განახორციელეს კერპთაყვანისმცემლობის აქტი და უარყვეს საკამათო საკითხში მხარი დაეჭირათ სატანისათვის. თუმცა, ისინი სათანადო პატივს სცემდნენ სახელმწიფო „უმაღლეს ხელისუფლებებს“, მაგრამ უარს ამბობდნენ გუნდრუკი ეკმიათ რომის იმპერატორის პატივსაცემად მაშინაც კი, თუ მათ ეს სიცოცხლის ფასად უჯდებოდათ (რომაელთა 13:1–7). ამასთან დაკავშირებით დენიელ პ. მანიქსი წერდა: „მხოლოდ ცოტა ქრისტიანი ამბობდა უარს თავის რწმენაზე, თუმცა მოხერხებულობისათვის არენაზე ჩვეულებრივ იდგა სამსხვერპლო, ანთებული ცეცხლით. ყოველივე, რაც პატიმარს მოეთხოვებოდა იყო ის, რომ ტუსაღს გუნდრუკის მწკრივი უნდა მოეყარა სამსხვერპლოზე, რის შემდეგაც აძლევდნენ მსხვერპლის მოწმობას და მას ანთავისუფლებდნენ. ტუსაღს აგრეთვე გულდასმით უხსნიდნენ, რომ იგი არ სცემდა თაყვანს იმპერატორს, არამედ ამით მხოლოდ აღიარებდა მის ღვთაებრივ ბუნებას, როგორც რომის სახელმწიფოს მეთაურის. მიუხედავად ამისა, თითქმის არცერთ ქრისტიანს არ უსარგებლია განთავისუფლების შესაძლებლობით („სიკვდილის წინ მდგარნი“ [ინგლ.], გვერდი 137). შენ რომ ასეთი სახით გამოეცადე ვინმეს, შესძლებდი სრულიად წინაღდგომოდი კერპთაყვანისმცემლობას?
მოერიდები თუ არა შენ კერპთაყვანისმცემლობას?
22, 23. რატომ უნდა ერიდო კერპთაყვანისმცემლობას?
22 როგორც ვხედავთ, ქრისტიანები უნდა ერიდონ კერპთაყვანისმცემლობის ყველა ფორმას. იეჰოვა ითხოვს განსაკუთრებულ ერთგულებას. მშვენიერი მაგალითი მოგვცა, სამმა ერთგულმა ებრაელმა, რომლებმაც უარი თქვეს გაეღმერთებინათ ბაბილონის მეფე, ნაბუქოდოსონორის მიერ გაკეთებული კერპი. ესაია წინასწარმეტყველის მიერ ჩაწერილ, მსოფლიო სამსჯავრო პროცესზე, მხოლოდ იეჰოვა აღმოჩნდა ცოცხალი და ჭეშმარიტი ღმერთი. პირველი ქრისტიანები უნდა მორიდებოდნენ კერპთშეწირულს. მათგან მრავალი, რომელიც გულწრფელად ერთგული აღმოჩნდა, არ მოექცა ზეგავლენის ქვეშ განეხორციელებინა კერპთაყვანისმცემლობის თუნდაც ის ერთი აქტი, რომელიც იეჰოვასაგან განდგომას ნიშნავდა.
23 მაგრამ, ერიდები პირადად შენ კერპთაყვანისმცემლობას? იჩენ ღმერთისადმი განსაკუთრებულ ერთგულებას? უჭერ თუ არა მხარს იეჰოვას სუვერენიტეტს და განადიდებ მას, როგორც ჭეშმარიტ ცოცხალ ღმერთს? თუ ეს ასეა, მაშინ იყავი გადაწყვეტილებით აღსავსე შემდგომშიც მტკიცედ წინაღუდგე კერპთაყვანისმცემლობას. მაგრამ კიდევ როგორი ბიბლიური აზრები დაგეხმარება მოერიდო ყოველგვარ კერპთაყვანისმცემლობას?
შენ რას ფიქრობ?
◻ რა არის კერპთაყვანისმცემლობა?
◻ რატომ არის იეჰოვა ყოველგვარი კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგი?
◻ კერპთაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით როგორი პოზიცია დაიკავა სამმა ებრაელმა?
◻ როგორ აღმოჩნდებოდნენ დემონებთან კავშირში ისინი, ვინც ჭამდა კერპთშეწირულს?
◻ რატომ უნდა ვერიდოთ ჩვენ კერპთაყვანისმცემლობას?