„იარეთ სინათლის შვილებისამებრ“
„და შეიმოსეთ ახალ კაცად, რომელიც შექმნილია ღმერთისაებრ სიმართლით და ჭეშმარიტების სიწმიდით“ (ეფესელთა 4:24).
1. რითი არიან კურთხეულნი იეჰოვას თაყვანისმცემლები? რატომ?
იეჰოვა ღმერთი — „შუქთა მამაა“, და „არ არის მასში არავითარი სიბნელე“ (იაკობი 1:17; 1 იოანე 1:5). მისმა ძემ, იესო ქრისტემ თავის თავზე თქვა: „მე სინათლე ვარ ქვეყნიერებისა, ვინც წამომყვება, სიბნელეში არ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება მას“ (იოანე 8:12). ამიტომაც იეჰოვას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები, მისი ძის მიმდევრები, კურთხეულნი არიან გონებრივი, მორალური და სულიერი განათლებით — და ისინი „ანათებენ, როგორც მნათობები სამყაროში“ (ფილიპელთა 2:15).
2. როგორი კონტრასტი იყო ნაწინასწარმეტყველები ღმერთის ხალხსა და ქვეყნიერებას შორის?
2 მრავალი წლის წინათ ესაია წინასწარმეტყველი შთაგონებული იყო ეწინასწარმეტყველა ასეთი კონტრასტი: „რადგან, აჰა, წყვდიადი დაფარავს ქვეყანას და ბნელი — ხალხებს, შენზე კი უფალი ინათებს და მისი დიდება გამოგეცხადება“. სინამდვილეში, ღმერთისაგან გაუცხოებული მთელი კაცობრიობის შესახებ ნათქვამია, რომ ის იმყოფება „ამ წუთისოფლის სიბნელის მპყრობელთა“ ძალაუფლებისა და ზეგავლენის ქვეშ (ესაია 60:2; ეფესელთა 6:12).
3. რომელი მიზეზის გამო ვართ ღრმად დაინტერესებულნი პავლეს დროული რჩევით?
3 მოციქული პავლე ძალიან წუხდა იმის შესახებ, რომ მისი თანაქრისტიანები დარჩენილიყვნენ თავისუფალნი ასეთი სიბნელისაგან. მოციქული მოუწოდებდა მათ „არ მოქცეულიყვნენ ისე, როგორც სხვა ხალხები იქცევიან“, არამედ „კვლავაც მოქცეულიყვნენ სინათლის შვილებისამებრ“ (ეფესელთა 4:17; 5:8). მან ასევე აუხსნა თანაქრისტიანებს, თუ როგორ შეეძლოთ წარმატებულნი ყოფილიყვნენ ამ მხრივ. დღეს კიდევ უფრო ჩამოწვა წყვდიადი და ბნელი, რომლებიც ფარავენ ხალხებს. ქვეყნიერება კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლო მორალური და სულიერი სიღატაკის ჭაობში. იეჰოვას თაყვანისმცემლებმა მუდამ უნდა გასწიონ ძლიერი ბრძოლა, ამიტომ ჩვენ დაინტერესებულნი ვართ იმით, რაც თქვა პავლემ.
ისწავლეთ ქრისტეს შესახებ
4. რა ჰქონდა პავლეს მხედველობაში, როცა თქვა: „ხოლო თქვენ ასე არ გისწავლიათ ქრისტე„?
4 როცა აღწერა ამაო მისწრაფებები და ქვეყნიერების უწმინდურება, მოციქულმა პავლემ კვლავ გაამახვილა ყურადღება ეფესოში მცხოვრებ თავის თანაქრისტიანებზე. (წაიკითხე, გეთაყვა, ეფესელთა 4:20, 21.) პავლემ დაახლოებით სამი წელი გაატარა ამ ქალაქში, რათა ექადაგა და ესწავლებინა. და როგორც ჩანს, მოციქული ბევრს იცნობდა კრებაში (საქმე 20:31–35). იმით, რომ მოციქულმა თქვა: „ხოლო თქვენ ასე არ გისწავლიათ ქრისტე“, გამოხატა ის, რაც თავად იცოდა ეფესელი ქრისტიანების შესახებ: რომ ისინი არ იყვნენ დამოძღვრილნი ჭეშმარიტების რაღაც ყველაფრის ნებადამრთველი, წყალწაღებული ვერსიით, რომელიც უფლებას იძლევა ჩაიდინო ყველა სახის ცუდი ქცევა, რომლებიც მოციქულმა აღწერა მე-17-დან მე-19 მუხლებში. მან იცოდა, რომ იესო ქრისტეს მაგალითთან შეთანხმებით მათ სწორად და ზუსტად ისწავლეს ქრისტიანული ცხოვრება. ამიტომ არ იყვნენ ისინი სხვა ადამიანებივით სიბნელეში, არამედ გახდნენ სინათლის შვილები.
5. რა განსხვავებაა, რომ მხოლოდ ზედაპირულად იყო ჭეშმარიტებაში და ჭეშმარიტება იყოს შენში?
5 ამიტომ, როგორი მნიშვნელოვანია „ისწავლო ქრისტე“ სწორად! არსებობს კი ქრისტეს შესწავლის არასწორი გზები? დიახ, არსებობს. ეფესელთა 4:14-ის თანახმად, პავლემ გააფრთხილა ძმები: რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით“. როგორც ჩანს ზოგიერთებმა გაიგეს ქრისტეს შესახებ, მაგრამ კვლავინდებურად ქვეყნიერების გზებით დადიოდნენ და ცდილობდნენ სხვებიც დაერწმუნებინათ მოქცეულიყვნენ მათ მსგავსად. განა არ მიგვითითებს ეს საშიშროებაზე, რომ მხოლოდ ვიყოთ, როგორც ზოგიერთები ამბობენ, ჭეშმარიტებაში, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენში იყოს ჭეშმარიტება? პავლეს დღეებში იმათ, ვისაც გააჩნდა მხოლოდ ზედაპირული გაგება, შეეძლოთ ადვილად და სწრაფად შერყეულიყვნენ სხვების გამო და ეს დღესაც ასეა. ამ საშიშროების თავიდან ასაცილებლად საჭირო იყო, რომ ეფესელებს „მოესმინათ და ესწავლათ ქრისტე იესოსაგან“ (ეფესელთა 4:21).
6. როგორ შეგვიძლია დღეს ვისწავლოთ ქრისტე, მოვუსმინოთ მას და ვიყოთ მის მიერ დამოძღვრილნი?
6 პავლეს მიერ გამოყენებული სამივე გამოთქმა — „გისწავლიათ“, „მოგისმენიათ“ და „მის მიერ გისწავლიათ“ — გულისხმობს შესწავლისა და სწავლების პროცესს, როგორც ეს სკოლაში ხდება. რასაკვირველია, დღეს ჩვენ არ შეგვიძლია მოვისმინოთ თავად იესოს ხმა, ვისწავლოთ უშუალოდ მისგან და ვიყოთ მის მიერ დამოძღვრილნი. მაგრამ თავისი „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით იესო ახორციელებს ბიბლიის შესწავლის მსოფლიო საქმეს (მათე 24:45–47; 28:19, 20). ჩვენ შეგვიძლია სწორად და ზუსტად „ვისწავლოთ ქრისტე“, თუ რეგულარულად ვღებულობთ იმ სულიერ საკვებს, რომელსაც დროულად გვაწვდის მონის კლასი, გულმოდგინედ ვსწავლობთ მას პირადად ან კრებაში, ვფიქრობთ შესწავლილზე და ცხოვრებაში ვიყენებთ მას. მოდით, ვიზრუნოთ, რომ სრულიად გამოვიყენოთ ყოველივე შემოთავაზებული, რათა სინამდვილეში შეგვეძლოს ვთქვათ: „მოვისმინეთ იგი და ვიყავით მის მიერ დამოძღვრილნი“ (აქ)
7. როგორ შეგვიძლია გავიგოთ მნიშვნელობა პავლეს სიტყვებისა „იესოში არის ჭეშმარიტება„?
7 საინტერესოა, რომ იმის შემდეგ, რაც პავლემ ხაზი გაუსვა შემეცნების პროცესს, მან ეფესელთა 4:21-ში დაუმატა: „. . .ვინაიდან იესოში არის ჭეშმარიტება“. ბიბლიის ზოგიერთი კომენტატორი ყურადღებას ამახვილებს, რომ თავის წერილებში პავლე იშვიათად მოიხსენიებს იესოს მხოლოდ სახელით. სინამდვილეში კი ეფესელებისადმი მიმართულ ეპისტოლეში ეს არის ერთადერთი მაგალითი. აქვს თუ არა ამას რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა? შეიძლება პავლე ყურადღებას ამახვილებდა იესოს, როგორც ადამიანის მიერ მოცემულ მაგალითზე. გაიხსენე, თუ ერთხელ რა თქვა იესომ თავის თავზე: „მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე. . .“ (იოანე 14:6; კოლასელთა 2:3). იესომ თქვა: „მე ვარ. . . ჭეშმარიტება“, იმიტომ რომ ის არა მხოლოდ ასწავლიდა და ამბობდა ამის შესახებ, არამედ კიდეც ცხოვრობდა ამით და განასახიერებდა მას. დიახ, ჭეშმარიტი ქრისტიანობა — არა მხოლოდ იდეაა, არამედ არის ცხოვრების გზა. „ვისწავლოთ ქრისტე“, ნიშნავს ვიცხოვროთ ჭეშმარიტებით და ვისწავლოთ თუ როგორ მივბაძოთ მას. ბაძავ თუ არა შენი ცხოვრებით იესოს მაგალითს? დადიხარ თუ არა შენ ყოველდღე მისი ბილიკებით? და თუ ჩვენ ამას ვაკეთებთ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია კვლავაც მოვიქცეთ, როგორც სინათლის შვილები.
„მიატოვეთ ძველი პიროვნება“
8. რომელი თვალსაჩინო მაგალითი გამოიყენა პავლემ ეფესელთა 4:22, 24-ში და რატომ არის ეს მაგალითი შესაფერისი?
8 იმისათვის, რომ ეჩვენებინა, თუ როგორ შეგვიძლია წარმატებით „ვისწავლოთ ქრისტე“ და მოვიქცეთ სინათლის შვილებისამებრ, პავლემ განაგრძო საუბარი იმით, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც ჩაწერილია ეფესელთა 4:22–24-ში. პირველი ნაბიჯია — „მიატოვეთ წინანდელი ცხოვრება ძველი კაცისა [პიროვნებისა, აქ], გაფუჭებული მაცდური გულისთქმებით“ (ეფესელთა 4:22). გამოთქმა „მიატოვეთ“ და „შეიმოსეთ“ (მუხლი 24) ჩვენს წარმოდგენაში იწვევს ტანსაცმლის გახდისა და ჩაცმის სურათს. ეს მეტაფორაა, რომელსაც პავლე ძალიან ხშირად იყენებდა და იგი ეფექტურია (რომაელთა 13:12, 14; ეფესელთა 6:11–17; კოლასელთა 3:8–12; 1 თესალონიკელთა 5:8). თუ ჩვენ დაგვესვრება ან დაგვილაქავდება ტანსაცმელი, მაგალითად, ჭამისას, მაშინ პირველივე შესაძლებლობისას ჩვენ გამოვიცვლით დასვრილ ტანსაცმელს. ზუსტად ასევე ნუთუ არ უნდა შევწუხდეთ ჩვენ იმის შესახებ, რომ არ დავილაქაოთ ჩვენი სულიერი მდგომარეობა?
9. როგორ ტოვებს ადამიანი ძველ პიროვნებას?
9 როგორ შეიძლება ძველი პიროვნების მიტოვება? ორიგინალის ენაზე ზმნა „მიატოვო“ დგას დროში, რომელსაც აორისტი ეწოდება. იგი მიუთითებს ერთხელ, ან ერთხელ და სამუდამოდ განხორციელებულ მოქმედებაზე. ეს ჩვენ გვიჩვენებს რომ „ძველი პიროვნება“ („ძველი კაცი„) და ჩვენი „წინანდელი ცხოვრება“ უნდა მივატოვოთ განსაზღვრული და გადამწყვეტი მოქმედებით, სრულად და ბოლომდე. წარმატება რომ ვიქონიოთ, ჩვენ არც კი უნდა ავწონ-დავწონოთ ეს ან ვიყოყმანოთ ამ მხრივ. რატომ?
10. რატომ უნდა მივატოვოთ ძველი პიროვნება გადამწყვეტად და უყოყმანოდ?
10 გამოთქმა „გაფუჭებული“ გვიჩვენებს, რომ „ძველი კაცი“ იმყოფება მორალური დეგრადაციის მუდმივ და პროგრესულ პროცესში, იმით რომ მიდის ცუდიდან უფრო უარესისაკენ. სინამდვილეში მთელი კაცობრიობა თავქვე მიექანება დამრეც სიბრტყეზე, ვინაიდან მან უარყო სულიერი განათლება. ეს კი, როგორც პავლემ თქვა, არის „მაცდური გულისთქმების“ („ამაო სურვილების“, „კეთილი ცნობა„) შედეგი. ხორციელი სურვილები მაცდურია იმიტომ, რომ გარეგნულად უწყინარნი ჩანან, მაგრამ მათ საბოლოო ჯამში მოაქვთ დაღუპვა (ებრაელთა 3:13). თუ მათ არ შევაჩერებთ, შედეგად გვექნება შებილწვა და სიკვდილი (რომაელთა 6:21; 8:13). ამიტომ, აუცილებელია ძველი პიროვნების მიტოვება, ისევე, როგორც აუცილებელია ძველი და ჭუჭყიანი ტანსაცმლის გადამწყვეტად და სავსებით გამოცვლა.
„გონების სულის“ განახლება
11. სად უნდა იწყებოდეს სულიერი განახლება?
11 როცა ადამიანი დგება ტალახიანი გუბიდან, მან არა მხოლოდ თავისი ჭუჭყიანი ტანსაცმელი უნდა გაიხადოს, არამედ ასევე გულმოდგინედ უნდა დაიბანოს, მანამ ჩაიცვამდეს სუფთა და ახალ ტანსაცმელს. სწორედ რომ ამაზე მიუთითებდა მოციქული პავლე, როგორც სულიერი განათლების მეორე ნაბიჯზე — „თქვენ უნდა განახლდეთ თქვენი გონების აღმძვრელი ძალით“ (ეფესელთა 4:23, აქ). როგორც მან მე-17 და მე-18 მუხლებში მიუთითა, ხალხები იქცევიან „თავიანთი გონების ამაოებით“ და „გონებადაბნეულნი არიან“. ლოგიკურია, რომ განახლება უნდა იწყებოდეს გონებაში, სადაც აღთქმისა და შეგნების ცენტრია. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? პავლემ ახსნა, რომ ამისათვის ჩვენ უნდა განვაახლოთ ძალა, რომელიც აღძრავს ჩვენს გონებას. რა არის ეს ძალა?
12. რა არის ჩვენი გონების აღმძვრელი ძალა?
12 სულიწმიდა ხომ არ არის ჩვენი გონების ის აღმძვრელი ძალა, რომელზეც პავლე მიუთითებდა? არა, ვინაიდან გამოთქმა „თქვენი გონების აღმძვრელი ძალა“ პირდაპირი მნიშვნელობით იუწყება „თქვენი გონების სული“, ხოლო ბიბლიაში კი არსად არ არის ნათქვამი, რომ ღმერთის სულიწმიდა ეკუთვნის ადამიანს ან ადამიანის სხეულის ნაწილს. სიტყვა „სული“ ძირითადად ნიშნავს „სუნთქვას“, მაგრამ იგი ბიბლიაში ასევე გამოიყენება იმისათვის, რომ „აღნიშნოს ძალა, რომელიც აღძრავს ადამიანს გამოავლინოს განსაზღვრული დამოკიდებულება, განწყობილება ან ემოციები, მოიქცეს გარკვეული სახით ან ამოირჩიოს მოქმედების ესა თუ ის სახე“ („წერილების გაგება“ [ინგლ.] ტომი 2, გვ. 1026). ამიტომ, „გონების სული“ არის ძალა, რომელიც ააქტიურებს ან აღძრავს ჩვენს გონებას, მისწრაფებებსა და მიდრეკილებებს.
13. რატომ უნდა იყოს ჩვენი გონების მიდრეკილებები განახლებული?
13 არასრულყოფილი გონების ბუნებრივი მისწრაფებები და მიდრეკილებები მიმართულია ხორციელისაკენ, ფიზიკურისა და მატერიალურისაკენ (ეკლესიასტე 7:20; 1 კორინთელთა 2:14; კოლასელთა 1:21; 2:18). მაშინაც კი, როცა ადამიანი უარყოფს ძველ პიროვნებას მის ცუდ საქმეებთან ერთად, მაგრამ არ იცვლის ცოდვილ გონებრივ მიდრეკილებებს, ადრე თუ გვიან ეს მიდრეკილებები აიძულებენ მას დაუბრუნდეს იმას, რაც უარყო. ნუთუ ასე არ დაემართა მრავალ პიროვნებას, რომლებმაც სცადეს, თავი დაენებებინათ მოწევისათვის, ლოთობისათვის ან სხვა ცუდი საქმეებისათვის? მათ რომ არ მოეხმარათ ძალისხმევა განეახლებინათ საკუთარი გონების აღმძვრელი ძალა, მაშინ რეციდივი თითქმის გარდუვალი იქნებოდა. ნებისმიერი ნამდვილი განახლება უნდა ნიშნავდეს გონების სრულ გარდაქმნას (რომაელთა 12:2).
14. როგორ შეიძლება განახლდეს გონების აღმძვრელი ძალა?
14 მაგრამ როგორ განვაახლოთ ეს ძალა ისე, რომ მან სწორად წარმართოს ჩვენი გონება? ბერძნულ ტექსტში ზმნა „განახლება“ სდგას აწმყო დროში და გამოხატავს ხანგრძლივ მოქმედებას. ასე რომ, აღმძვრელი ძალა შეიძლება იყოს განახლებული, თუ ჩვენ განვაგრძობთ ღმერთის ჭეშმარიტების სიტყვის შესწავლას და ვიმსჯელებთ იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ის. როგორც მეცნიერები ამბობენ ჩვენს ტვინში ინფორმაცია ელექტრონული და ქიმიური სიგნალების სახით გადაეცემა ნეირონიდან ნეირონს, სინაფსებად წოდებული კავშირების გავლით. „როგორც კი კოდირებული სიგნალი გადის სინაფსის გავლით და ტოვებს თავის ინდივიდუალურ ანაბეჭდს, წარმოიქმნება განსაზღვრული ტიპის მეხსიერება“ — ნათქვამია წიგნში „ტვინი“ (ინგლ.). ამავე სიგნალის მომდევნო გავლისას ნერვიული უჯრედები ცნობენ მას და უფრო სწრაფად რეაგირებენ. დროთა განმავლობაში ეს ადამიანში ქმნის აზროვნების ახალ სახეს. იმ დროს, როცა ჩვენ დაჟინებით განვაგრძობთ სასარგებლო სულიერი ინფორმაციის მიღებას, ჩვენში იქმნება აზროვნების ახალი სახეობა და განახლებას განიცდის ჩვენი გონების აღმძვრელი ძალა (ფილიპელთა 4:8).
„შევიმოსოთ ახალ კაცად“
15. რა მხრივ არის ახალი პიროვნება — ახალი?
15 დასასრულს პავლე ამბობს: „და შეიმოსეთ ახალ კაცად [ახალ პიროვნებად, აქ] რომელიც შექმნილია ღმერთისაებრ სიმართლით და ჭეშმარიტების სიწმიდით [ჭეშმარიტი სამართლიანობითა და გულწრფელი ერთგულებით, აქ]“ (ეფესელთა 4:24). დიახ, ქრისტიანი იმოსება ახალ პიროვნებად. აქ სიტყვა „ახალი“ განეკუთვნება არა დროს, არამედ თვისებას. იგი ახალია არა იმ გაგებით, რომ არის ყველაზე ბოლო ვარიანტი, არამედ ეს არის სრულიად ახალი პიროვნება, „რომელიც შექმნილია ღმერთისაებრ [ღმერთის ნებით, აქ]. კოლასელთა 3:10-ში (აქ) პავლემ გამოიყენა მსგავსი გამოთქმა როცა თქვა, რომ ახალი პიროვნება „განიცდის განახლებას ზუსტი შემეცნებით იმის ნიმუშად, ვინც შექმნა იგი“. როგორ ჩნდება ეს ახალი პიროვნება?
16. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ახალი პიროვნება „ღმერთის ნებით არის შექმნილი„?
16 იეჰოვა ღმერთმა პირველი ადამიანთა წყვილი, ადამი და ევა, შექმნა თავის ხატად და მსგავსად. ისინი დაჯილდოებულნი იყვნენ მორალური და სულიერი თვისებებით, რომლითაც განირჩეოდნენ ცხოველებისაგან და მათზე მაღლა იდგნენ (დაბადება 1:26, 27). თუმცა, მათი ამბოხების გამო მთელი კაცობრიობა ჩაეფლო ცოდვასა და არასრულყოფილებაში, მაგრამ რადგანაც ადამის შთამომავლები ვართ, ჯერ კიდევ შეგვწევს უნარი გამოვავლინოთ მორალური და სულიერი თვისებები. ღმერთის სურვილი შედგება იმაში, რომ ვინც იჩენს რწმენას გამომსყიდველური მსხვერპლის მიმართ, მოსპოს ძველი პიროვნება და ჰქონდეს „ღმერთის შვილთა დიდების თავისუფლება“ (რომაელთა 6:6; 8:19–21; გალატელთა 5:1, 24).
17. რატომ არის ახალი პიროვნებისათვის დამახასიათებელი ისეთი თვისებები, როგორიცაა სამართლიანობა და გულწრფელი ერთგულება?
17 ჭეშმარიტი სამართლიანობა და გულწრფელი ერთგულება — ეს ის ორი თვისებაა, რომლებიც მიუთითა პავლემ, როგორც ახალი პიროვნებისათვის დამახასიათებელი ნიშნები. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ახალი პიროვნება განიცდის განახლებას მისი შემქმნელისამებრ. ფსალმუნი 144:17 ნათქვამია: „მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა [გულწრფელად ერთგულია, აქ] ყველა თავის საქმეში“. ხოლო გამოცხადება 16:5, იეჰოვას შესახებ ნათქვამია: „მართალი ხარ შენ, რომელიც ხარ და იყავი, წმიდანი [გულწრფელად ერთგული, აქ]. . .“ ჭეშმარიტად, სამართლიანობა და გულწრფელი ერთგულება, ჩვენთვის საჭირო თვისებებია, რათა ვიცხოვროთ, როგორც ღმერთის მსგავსად შექმნილებმა, და გამოვხატოთ მისი დიდება. დაე, ვიყოთ იოანე ნათლიმცემლის მამის, ზაქარიას მსგავსნი, რომელიც სულიწმიდით აღძრული იყო განედიდებინა ღმერთი მისი ხალხისათვის ნაბოძები [უპირატესობისათვის, აქ] უშიშრად ემსახურათ მისთვის სიწმინდითა და სიმართლით [გულწრფელი ერთგულებითა და სამართლიანობით, აქ] (ლუკა 1:74, 75).
„იარეთ სინათლის შვილებისამებრ“
18. როგორ დაგვეხმარა პავლე, ქვეყნიერების გზები, ისეთი სახით გვეხილა, როგორც სინამდვილეშია?
18 ეფესელთა 4:17–24 პავლეს სიტყვების დაწვრილებითი განხილვის შემდეგ ჩვენ ბევრ რამეზე შეგვიძლია დავფიქრდეთ. მე-17-დან მე-19 მუხლებში პავლე გვეხმარება ქვეყნიერების გზები ისეთი სახით დავინახოთ, როგორც სინამდვილეშია. მათ, ვინც უარყო შემეცნება ღმერთზე, გაისასტიკა თავისი გული მის მიმართ და ჯერ კიდევ იმყოფება ქვეყნიერებაში, მოსწყდნენ სიცოცხლის ჭეშმარიტ წყაროს. შედეგად მათ არ გააჩნიათ ჭეშმარიტი მიზანი და ხელმძღვანელობა, მათი მისწრაფებები მთავრდება სისულელე და არარაობით. ისინი ეშვებიან სულ უფრო ქვემოთ მორალურ და სულიერ სიღატაკეში. როგორი საბრალო სიტუაციაა ეს! რამდენად საფუძვლიანი მიზეზია ჩვენთვის ვიყოთ გადაწყვეტილებით აღსავსენი და კვლავაც მოვიქცეთ, როგორც სინათლის შვილები!
19. დასასრულს, როგორ წაგვახალისა პავლემ კვლავაც მოვიქცეთ, როგორც სინათლის შვილები?
19 მე-20 და 21-ე მუხლებში, პავლე შემდეგ ხაზს უსვამს ჭეშმარიტების ძალიან ღრმა შემეცნების მნიშვნელობას. ასე რომ, ჩვენ არა მხოლოდ უნდა ვიყოთ ჭეშმარიტებასთან დაკავშირებულნი, არამედ იესოს მსგავსად ვიცხოვროთ ჭეშმარიტებით. დასასრულს, 22-ე და 24-ე მუხლებში, იგი ჩვენ მოვგიწოდებს მივატოვოთ ძველი პიროვნება, და გაბედულად და ურყევად შევიმოსოთ ახლით. ამავე დროს, ჩვენი გონებრივი მიდრეკილებები კვლავაც უნდა მივმართოთ სულიერი სიჯანსაღისაკენ. ყველაზე მეტად, ჩვენ დახმარებისათვის უნდა მივმართოთ იეჰოვას, კვლავაც მოვიქცეთ, როგორც სინათლის შვილები. „ვინაიდან ღმერთმა, რომელმაც თქვა: გამოიბრწყინოს შუქმა სიბნელიდან, მან გაანათა ჩვენს გულებში, რათა გაგვიშუქოს ღმერთის დიდების შემეცნებით იესო ქრისტეს სახეში“ (2 კორინთელთა 4:6).
გახსოვს შენ?
◻ დღეს როგორ შეგვიძლია „შევიცნოთ ქრისტე„?
◻ რატომ უნდა მივატოვოთ ძველი პიროვნება გაბედულად?
◻ რა არის გონების აღმძვრელი ძალა და რანაირად განიცდის იგი განახლებას?
◻ რა თვისებები ახასიათებს ახალ პიროვნებას?
[სურათი 15 გვერდზე]
იესომ თქვა: „მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე“.
[სურათი 16 გვერდზე]
„გაიძრეთ ძველი ადამიანი მისი საქმეებითურთ“ — რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, ბილწსიტყვაობა და სიცრუე (კოლასელთა 3:8, 9)
[სურათი 17 გვერდზე]
„და შეიმოსეთ ახალ კაცად, რომელიც შექმნილია ღმერთისაებრ სიმართლით და ჭეშმარიტების სიწმიდით [ჭეშმარიტების სამართლიანობითა და გულწრფელი ერთგულებით, აქ]“ (ეფესელთა 4:24).