ახალგაზრდებო — რისკენ ისწრაფვით?
„ახალგაზრდულ გულისთქმებს გაექეც. გამოუდექ სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს“ (2 ტიმოთე 2:22).
ორმოცდაათიანელთა შვედურ გაზეთ „დაგენში“ („დღე“), ნათქვამი იყო, რომ „იეჰოვას მოწმეები“ წარმოადგენენ ჯგუფს, რომელსაც ჰყავს ახალი წევრების ყველაზე დიდი რიცხვი, რომლებიც ყოველწლიურად ემატებიან და მათთან არის ყველაზე მეტი რაოდენობის ახალგაზრდა“. შეიძლება, შენ იმ დიდი რაოდენობის წმინდა და ღვთისმოშიში ახალგაზრდების ნაწილს წარმოადგენ. შესაძლოა, ბავშვობიდან გზრდიდნენ ქრისტიანული გზებით, ან იქნებ თავად მოისმინე ცნობა სამეფოს შესახებ და გამოეხმაურე მას. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შენ ჩვენს შორის იმყოფები. და ვიმედოვნებთ, რომ ივლი სწორი გზებით, როგორც ამას აკეთებდნენ ერთგული ახალგაზრდა ქრისტიანები პირველ საუკუნეში. შეიძლება შენც გეხება იოანე მოციქულის მიერ გამოთქმული სიტყვები: „რადგან მძლავრნი ხართ, ღმერთის სიტყვა იმყოფება თქვენში, და სძლიეთ ბოროტი“ (1 იოანე 2:14).
2 მრავალი, დიახ, ქრისტიანი ახალგაზრდებიდან უმეტესობა უძლებს დღეს ქვეყნიერების ზეგავლენას. მაგრამ, შეიძლება, შენ დაადგენ, რომ ადვილი არ არის ასეთი კურსის შენარჩუნება. როცა ‘სიჭაბუკის ხანაში’ იმყოფები, შეიძლება იგრძნო, რომ გეუფლება ახალი და ძლიერი გრძნობები (1 კორინთელთა 7:36, აქ). შეიძლება ერთდროულად გაიზარდოს შენი პასუხისმგებლობის ტვირთი სკოლაში, სახლსა და კრებაში. ასევე, ზეგავლენა გამომდინარეობს სატანა ეშმაკისაგან. სატანა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აცდუნოს, რის გამოც ის თავს ესხმის მათ, რომლებიც შეიძლება უმწეონი ჩანდნენ, ზუსტად ისევე, როგორც ის ამას ედემის ბაღში აკეთებდა. მაშინ მან მზაკვრული მოტყუების ხერხი გამოიყენა არა უფროსის, უფრო მცოდნე ადამის მიმართ, არამედ შედარებით ახალგაზრდა და გამოუცდელი ქალის, ევას მიმართ (დაბადება 3:1–5). საუკუნეების შემდეგ, სატანამ ასეთივე ტაქტიკა გამოიყენა კორინთოში არსებული ახალგაზრდა ქრისტიანული კრების მიმართ. პავლე მოციქულმა თქვა: „მაგრამ ვშიშობ, რომ, როგორც გველმა თავისი მზაკვრობით აცდუნა ევა, ასევე არ გაირყვნეს თქვენი აზროვნებაც ქრისტეში გულუბრყვილობით“ (2 კორინთელთა 11:3).
3 დღეს შეიძლება ქრისტიან მშობლებსაც ეშინოდეთ შენს გამო. ისინი არ თვლიან, რომ შენ ცუდი მიდრეკილებები გაქვს, მაგრამ გამოცდილებიდან მათთვის ცნობილია, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდები არიან სუსტები სატანის „ხრიკების“ წინაშე (ეფესელთა 6:11). ის სულაც არ გამოიყურება ავის მომასწავებლად, ვინაიდან სატანის მიერ მახე ისეა დაგებული, რომ შეიძლება ის სავსებით მიმზიდველად და სასურველად გამოიყურებოდეს. გართობის მიზნით, ტელევიზიით უჩვენებენ მატერიალიზმს, ღია სექსს, აშკარა ძალადობასა და სპირიტიზმს. ახალგაზრდა გონება შეიძლება შეივსოს იმით, რაც სრულიად არ არის ‘ჭეშმარიტი, პატიოსანი, სამართლიანი, წმიდა და საყვარელი’ (ფილიპელთა 4:8). ზემოქმედება თანატოლებისგან სატანის კიდევ ერთ-ერთი ძლიერი იარაღია. თანატოლებმა შეიძლება შენზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინონ, რათა შეესაბამებოდე მათი ცხოვრების სტილს, ჩაცმულობის მანერასა და გარეგნობას (1 პეტრე 4:3, 4). ერთ-ერთი გაზეთის კორესპონდენტმა უილიამ ბრაუნმა აღნიშნა: „თუ არსებობს ესა თუ ის ქვეყნიური ღმერთი ნორჩებისათვის, ეს არის მიბაძვის ღმერთი. . . მოზარდებისთვის სიკვდილზე უარესი ხვედრია თანატოლებისგან გამორჩევა“. იეჰოვას მოწმე იტალიელმა გოგონამ აღიარა: „მე მრცხვენოდა თანაკლასელებისთვის მეთქვა, რომ იეჰოვას მოწმე ვარ, და რამდენადაც ვიცოდი, რომ ამით არ ვახარებდი იეჰოვას, მე დადარდიანებული და გულგატეხილი ვიყავი“.
4 არ მოტყუვდე — სატანას უნდა, რომ დაღუპვამდე მიგიყვანოს. დიდი ჭირის დროს ბევრი ახალგაზრდა დაკარგავს სიცოცხლეს, ვინაიდან მათ ნება დართეს თავს ცდუნებულიყვნენ (ეზეკიელი 9:6). ერთადერთი საშუალება, დარჩე ცოცხალი — ეს არის მიჰყვე იმას, რაც სწორია.
მოერიდე ცუდ საზოგადოებებს
5 ასეთი იყო პავლე მოციქულის მიერ მიცემული რჩევის არსი ახალგაზრდა ტიმოთესადმი. ტიმოთე ათ წელზე მეტ ხანს თან ახლდა პავლე მოციქულს მისიონერულ მოგზაურობებში. როცა ტიმოთე მსახურობდა წარმართულ ქალაქ ეფესოში, მაშინ პავლე ქალაქ რომის ციხეში იჯდა სიკვდილით დასჯის მოლოდინში. სიკვდილის მოახლოებასთან ერთად, პავლე, უეჭველია, წუხდა იმაზე, თუ როგორ წარიმართებოდა ტიმოთეს საქმე. ქალაქი ეფესო ცნობილი იყო თავისი სიმდიდრით, უზნეობითა და ბიწიერი გართობებით, და ტიმოთე მეტად ვეღარ შესძლებდა მხარდაჭერა მიეღო პავლესაგან, რომელიც ძალიან უყვარდა და ეხმარებოდა რჩევა-დარიგებებით.
6 ამიტომ, პავლე თავის „საყვარელ შვილს“ შემდეგ სიტყვებს სწერდა: „დიდ სახლში არ არის მარტო ოქროს და ვერცხლის ჭურჭელი, არამედ აგრეთვე ხის და თიხისა, ზოგი საპატიოდ, ზოგი — არასაპატიოდ. ამრიგად, ვინც ამათგან გასუფთავდება, ის იქნება პატივდებული ჭურჭელი, განწმედილი და ხელმწიფისათვის სახმარი, გამზადებული ყოველი კეთილი საქმისათვის. ახალგაზრდულ გულისთქმებს გაექეც. გამოუდექ სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს“ (2 ტიმოთე 1:2; 2:20–22).
7 ამრიგად, პავლე აფრთხილებდა ტიმოთეს, რომ თვით თანაქრისტიანთა შორისაც კი შეიძლება ყოფილიყვნენ „არასაპატიო ჭურჭლები“, — ადამიანები, რომლებიც არ მოიქცეოდნენ წესიერად. თუ გარკვეულ სულითცხებულ ქრისტიანებთან ურთიერთობას შეეძლო ტიმოთესათვის ზიანის მოტანა, რამდენად უფრო საზიანო შეიძლება იყოს ქვეყნიურ ადამიანებთან ქრისტიანი ახალგაზრდების ურთიერთობა დღეს! (1 კორინთელთა 15:33). ეს არ ნიშნავს, იყო ცივი თანამოწაფეთა მიმართ. მაგრამ უნდა ეცადო, რომ არ გქონდეს მათთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა მაშინაც კი, თუ ამის გამო კარჩაკეტილი მოეჩვენები სხვებს. ეს შესაძლოა, ძნელი იყოს. ერთი ბრაზილიელი გოგონა ამბობს: „ასეთ მდგომარეობაში ყოფნა მძიმეა. ჩემი თანაკლასელები ყოველთვის მპატიჟებენ საღამოებზე და ისეთ ადგილებში, სადაც არასწორი იქნებოდა ქრისტიანი ახალგაზრდის ყოფნა. ისინი მეუბნებოდნენ: „შენ რა, არ მოდიხარ? შენ ჭკუიდან შეიშალე?“
8 შეიძლება ზოგიერთი ამქვეყნიური ახალგაზრდა კარგ ადამიანად მოგეჩვენოს მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეწევა, არ ბილწსიტყვაობს, არ მისდევს უზნეო ცხოვრებას. მაგრამ, თუ ისინი არ ისწრაფვიან სამართლიანობისაკენ, მაშინ მათი ხორციელი აზროვნება და პოზიცია შესაძლოა ადვილად გადმოგედოს. გარდა ამისა, რა საერთო უნდა გქონდეს ურწმუნოებთან? (2 კორინთელთა 6:14–16). ვინაიდან იმ სულიერ საგანძურს, რომელიც შენთვის ძვირფასია, ისინი მხოლოდ „უგუნურებად“ მიიჩნევენ! (1 კორინთელთა 2:14). შეგეძლო თუ არა ყოფილიყავი მათი მეგობარი და ამავე დროს არ დაგეთმო შენი პრინციპები?
9 ამიტომ, გაექეცი ზიანისმომტან ურთიერთობას. შემოიფარგლე სულიერად განწყობილ ქრისტიანებთან ურთიერთობით, რომელთაც ნამდვილად უყვართ იეჰოვა. იყავი ფრთხილად თვით კრებაში იმ ახალგაზრდებთანაც, რომლებსაც უარყოფითი და კრიტიკული აზროვნების სტილი აქვთ. რაც უფრო გაიზრდები სულიერად, ალბათ მეგობრებსაც უფრო შეარჩევ. იეჰოვას მოწმე ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგონა ამბობს: „მე შევიძინე ახალი მეგობრები სხვადასხვა კრებებში. ეს დამეხმარა იმის გაგებაში, თუ რამდენად არ გვჭირდება ამქვეყნიური მეგობრები“.
გავექცეთ არასწორ სურვილებს
10 პავლე, ასევე, არწმუნებდა ტიმოთეს, რომ ‘ახალგაზრდულ გულისთქმებს გაქცეოდა’. ახალგაზრდულ ასაკში შეიძლება ძლიერი იყოს სწრაფვა ისარგებლო წარმატებით, გაერთო, ან დაიკმაყოფილო სექსუალური სურვილები. თუ მათ კონტროლს არ გაუწევ, მაშინ ასეთ სურვილებს შეუძლია ცოდვა ჩაგადენინოს. ამიტომ თქვა პავლემ, რომ გავექცეთ მავნე სურვილებს, — და გავექცეთ ისე, რომ თითქოს საფრთხეში იყოს ადამიანის სიცოცხლეa.
11 მაგალითად, სექსუალურმა სურვილმა მრავალი ქრისტიანი მიიყვანა სულიერ გაპარტახებამდე. ამიტომ საფუძვლიანად გვეუბნება ბიბლია, რომ ‘გავექცეთ სიძვას’ (1 კორინთელთა 6:18). თუ ქალი ან ვაჟი ხვდებიან ერთმანეთს, შეუძლიათ გამოიყენონ ეს პრინციპი და გაექცნენ ისეთ გარემოებებს, რომლებიც ცდუნებამდე მიიყვანდა — მაგალითად, განცალკევებით იყვნენ ოთახში, ან მანქანაში. თუ თქვენს გვერდით იქნება ვინმე მესამე პიროვნება, ეს შესაძლოა ძველმოდურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სამაგიეროდ ნამდვილი დაცვა აღმოჩნდეს თქვენთვის. ამავე დროს, როდესაც სიყვარულთან დაკავშირებული ზოგიერთი ურთიერთობის გამოხატვა შესაძლოა მართებულიც იყოს, მაინც აუცილებელია თავშეკავება, რათა გაექცე არასასურველ ყოფაქცევას (1 თესალონიკელთა 4:7). გაექცე სიძვას, ასევე, ნიშნავს გაექცე იმ კინოფილმებსა და სატელევიზიო გადაცემებს, რომლებიც არასწორ სურვილს გამოიწვევდა (იაკობი 1:14, 15). თუ უზნეო აზრები მოგდის, მაშინ სხვა თემაზე გადაიტანე ფიქრი. შეგიძლია წაიკითხო, გაისეირნო, შეასრულო რაიმე საოჯახო საქმე. ამ მხრივ განსაკუთრებულ ძალას იძლევა ლოცვა (ფსალმუნი 61:9).
12 უპირველესად, უნდა ისწავლო ბოროტებისადმი სიძულვილი, გეზიზღებოდეს და ვერ იტანდე მას (ფსალმუნი 96:10). როგორ შეგიძლია შეიძულო ის, რაც თავიდან თავშესაქცევად ან სასიამოვნოდ გეჩვენება? შენ უნდა იფიქრო შედეგზე! „ნუ მოტყუვდებით, ღმერთი არ შეურაცხყოფს, ვინაიდან, კაცი რასაც დათესავს, იმას მოიმკის. ვინც თავის ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის გახრწნას“ (გალატელთა 6:7, 8). როდესაც ცდუნებაში ვარდები, დაექვემდებარო ვნებას, დაფიქრდი იმის შესახებ, რა იქნება ყველაზე დიდი შედეგი — როგორ გაანაწყენებს ეს იეჰოვა ღმერთს (შეადარე ფსალმუნი 77:41). ასევე, იფიქრე არასასურველ ორსულობაზე ან შიდს-ით დაავადებაზე. გაითვალისწინე ისიც, რომ დაიტანჯები ემოციური კრახის ან საკუთარი თავისადმი პატივისცემის დაკარგვის გამო. ერთი ქრისტიანი ქალი აღიარებს: „მე და ჩემს ქმარს, სანამ ერთმანეთს შევხვდებოდით, ორივეს გვქონდა სექსუალური ურთიერთობა. თუმცა, ახლა ქრისტიანები ვართ, ჩვენი წარსული სექსუალური ცხოვრება ჩვენს ურთიერთობაში შეხლა-შემოხლისა და ეჭვიანობის საბაბია“. ასევე, არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ დაკარგავ შენს თეოკრატიულ უპირატესობებს და შეიძლება გაირიცხო კიდეც ქრისტიანული კრებიდან! (1 კორინთელთა 5:9–13). ღირს კი ასე დიდ ფასად, წუთიერი სიამოვნების მიღება?
ვისწრაფვოთ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობისაკენ
13 მაგრამ ცუდი რამისაგან მხოლოდ გაქცევა საკმარისი არ არის. პავლე მოციქული ტიმოთეს, ასევე, მოუწოდებდა, ‘მიჰყოლოდა სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას’. ეს ნიშნავს შეუდგე გადამწყვეტ მოქმედებას. ოსია წინასწარმეტყველიც ასევე სთხოვდა ორგულ ისრაელ ეროვნებას: „წავიდეთ და მოვიქცეთ უფლისკენ. . . ვესწრაფოთ უფლის შეცნობას“ (ოსია 6:1–3). ისწრაფვი თუ არა შენ ამისკენ? ეს ნიშნავს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ დაესწრო კრების შეხვედრებს და თან ახლდე შენს მშობლებს სამქადაგებლო სამსახურში. ერთმა ქრისტიანმა ქალმა აღიარა: „ჩემმა მშობლებმა ჭეშმარიტებაში გამზარდეს და მე მოვინათლე ადრეულ ასაკში. . . იშვიათად ვაცდენდი კრებებს, თვე ისე არ გავიდოდა, რომ მონაწილეობა არ მიმეღო მსახურებაში, მაგრამ მე ვერ დავამყარე იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა“.
14 სხვა გოგონამ აღიარა, რომ ვერ შეძლო შეეცნო იეჰოვა, როგორც მეგობარი და მამა, და მიიჩნევდა უფრო აბსტრაქტულ სულად. ეს გოგონა მიეცა უზნეობას და 18 წლის ასაკში გახდა მარტოხელა დედა. ნუ დაუშვებ მსგავს შეცდომას! როგორც ოსია მოუწოდებდა: ‘ისწრაფვე შეიცნო უფალი [იეჰოვა, აქ]’. ლოცვის მეშვეობითა და ასევე, ყოველთვის იეჰოვასთან სიარულით, შეგიძლია ის გაიხადო ისეთ მეგობრად, რომელსაც ენდობი (შეადარე მიქა 6:8; იერემია 3:4). „ის არც არის შორს თითოეული ჩვენგანისაგან“, თუკი ვეძებთ მას (საქმე 17:27). ამიტომ, არსებითად მნიშვნელოვანს წარმოადგენს ბიბლიის პირადი შესწავლის რეგულარული პროგრამა. აუცილებელი არ არის, რომ ასეთი პროგრამა ძალიან რთული იყოს. „მე ყოველდღე ვკითხულობ ბიბლიას 15 წუთი“ — ამბობს ერთი ქალიშვილი, სახელად მელოდი. წინასწარ გამოყავი დრო ჟურნალების „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის ყოველი ახალი ნომრის წასაკითხად. მოემზადე კრების შეხვედრებისთვის, რომ შეძლო ‘სხვების წახალისება სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის’ (ებრაელთა 10:24, 25).
გულახდილი იყავი მშობლებთან
15 ღვთისმოშიშ მშობლებს შეუძლიათ იყვნენ ნამდვილი დახმარებისა და მხარდაჭერის წყარო. მაგრამ ყურადღება გაამახვილე იმ როლზე, რომელიც ამ დროს შენ უნდა ითამაშო: „დაემორჩილეთ, შვილებო, თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს არის სამართლიანობა. პატივი ეცი შენს მამას და დედას — ეს არის პირველი მცნება აღთქმით. რათა მოგეცეს სიკეთე და რათა დღეგრძელი იყო დედამიწაზე“ (ეფესელთა 6:1–3). მართალია, რაც უფრო იზრდები, შესაძლოა, მით უფრო მეტი თავისუფლება გსურს. ასევე, შეგიძლია უფრო მეტად შენიშნო შენი მშობლების ნაკლი. „ჩვენი მამები — აღიარა პავლე მოციქულმა — ხორციელად გვწვრთნიდნენ. . . თავიანთი გონებით“ (ებრაელთა 12:10, „კეთილი ცნობა“). მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მაინც შენს სასარგებლოდ არის — დაემორჩილე მათ. მშობლებს უყვარხარ და სხვებზე უკეთ გიცნობენ. თუმცა, შეიძლება ყოველთვის არ ეთანხმები მათ, ისინი ჩვეულებრივ ისწრაფვიან იმისკენ, რაც შენთვის ყველაზე საუკეთესოა. რატომ უნდა გაუწიო წინააღმდეგობა მათ მცდელობას, აღგზარდონ შენ „უფლის მოძღვრებით და დარიგებით“? (ეფესელთა 6:4). მართლაც, მხოლოდ უმეცარს ‘ეჯავრება მამის შეგონება’ (იგავნი 15:5). ბრძენი ახალგაზრდა გრძნობს, რომ მშობლებს აქვთ მასზე გარკვეული ძალაუფლება და ის სათანადო პატივს მიაგებს მათ (იგავნი 1:8).
16 ეს ნიშნავს სიმართლე ელაპარაკო შენს მშობლებს, აცნობო მათ, თუ გაქვს რაიმე პრობლემა, როგორიცაა, მაგალითად, განუწყვეტელი ეჭვიანობა ჭეშმარიტებასთან ან სხვა რაიმე საეჭვო მოქმედებასთან დაკავშირებით (ეფესელთა 4:25). მშობლებისგან ასეთი საგანგაშო გარემოებების დამალვა კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეგიქმნის (ფსალმუნი 25:4). უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგიერთი მშობელი ნაკლებ ძალისხმევას ახმარს აზრთა გაცვლას. „დედაჩემი არასოდეს დამიჯდება და არ დამელაპარაკება — ჩიოდა ერთი გოგონა. — მე კი არასოდეს მყოფნის ვაჟკაცობა ვუთხრა მას, თუ რას ვფიქრობ, იმიტომ, რომ მეშინია, ვაითუ გამკიცხოს“. თუ შენ ასეთივე სიტუაციაში იმყოფები, გამოყავი დრო ბრძნულად გაესაუბრო შენს მშობლებს იმის შესახებ, რასაც ფიქრობ. „შვილო, მე მომეცი შენი გული“, — მოგვიწოდებს იგავნის 23:26. ეცადე რეგულარულად განიხილო მათთან, რაც გაწუხებს, სანამ წამოიჭრებოდეს სერიოზული პრობლემები.
მუდამ ისწრაფვე სამართლიანობისკენ
17 თავისი მეორე წერილის დასასრულს, პავლე მოუწოდებდა ტიმოთეს: „შენ კი იდექ იმაზე, რაც გისწავლია და რაც გირწმენია“ (2 ტიმოთე 3:14). შენც ამას უნდა აკეთებდე. ნურავის და ნურაფერს დართავ ნებას გადაგიბიროს სიმართლისაკენ მისწრაფებისგან. სატანის ქვეყნიერება — მიუხედავად მისი მაცდურობისა — აღსავსეა ბოროტებით. მალე სატანაც და ყველა ის, ვინც მისი ნაწილია, განადგურებული იქნება (ფსალმუნი 91:8). იყავი გადაწყვეტილებით აღსავსე არ დაიღუპო სატანის უწესრიგო ხალხთან ერთად.
18 ამისთვის ყოველთვის უნდა შეამოწმო შენი მიზნები, სურვილები და ინტერესები. შეეკითხე საკუთარ თავს: „ვინარჩუნებ თუ არა მაღალ ნორმებს მეტყველებასა და ყოფაქცევაში მაშინ, როცა არ შეუძლიათ ჩემი დანახვა ჩემს მშობლებსა და კრების წევრებს? ხომ არ მკარნახობენ ქვეყნიური თანატოლები, თუ როგორ ჩავიცვა და როგორ გამოვიყურებოდე? რა მიზნებს ვისახავ? არის თუ არა ჩემი გული მიმართული სრული დროით მსახურებისკენ — თუ კარიერისკენ, რომელიც სატანის ამ მომაკვდავ სისტემაშია?“
19 შესაძლოა, შენს აზროვნებაში დაინახო გარკვეული ცვლილების შეტანის აუცილებლობა (2 კორინთელთა 13:11). ნუ იფიქრებ, რომ ეს ძალიან რთულია. გახსოვდეს, რომ იეჰოვა არ მოელის შენგან იმაზე მეტს, რაც შეგიძლია. მიქა წინასწარმეტყველმა იკითხა: „რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სიმართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით [მორჩილად, აქ] სიარულს უფლის წინაშე“ (მიქა 6:8). ეს არ იქნება შენთვის ძალიან ძნელი, თუ სარგებლობ იეჰოვასაგან შემოთავაზებული დახმარებით. ახლო ურთიერთობა შეინარჩუნე მშობლებთან. რეგულარულ ურთიერთობაში იყავი ქრისტიანულ კრებასთან. განსაკუთრებით შეეცადე გაიცნო კრების უხუცესები. ისინი ზრუნავენ შენს კეთილდღეობაზე და შეიძლება აღმოჩნდნენ მხარდაჭერისა და ნუგეშის წყაროდ (ესაია 32:2). ყველაზე მეტად, განავითარე იეჰოვა ღმერთთან ახლო ურთიერთობა. ის მოგცემს ძალასა და მზადყოფნას ისწრაფვო იმისკენ, რაც სწორია!
20 მაგრამ, ზოგიერთი ახალგაზრდა ადამიანი ხელს უშლის საკუთარ მცდელობას გაიზარდოს სულიერად, იმით, რომ უსმენს ზიანის მომტან მუსიკას. მომდევნო სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ამ საკითხს მიექცევა.
[სქოლიოები]
a ბერძნული სიტყვა „გაქცევა“, ასევე, გამოყენებულია მათეს 2:13-ში, სადაც მარიამისა და იოსების შესახებ ნათქვამი იყო, ‘გაქცეულიყვნენ ეგვიპტეში’, რათა გადარჩენილიყვნენ ჰეროდეს მიერ ჩაფიქრებული მკვლელობისაგან (შეადარე მათე 10:23).
გახსოვს თუ არა შენ?
◻ რატომ არიან ახალგაზრდები განსაკუთრებით უმწეონი სატანის „ხრიკების“ წინაშე?
◻ რატომ არის საშიში ამქვეყნიურ ახალგაზრდებთან ახლო ურთიერთობა?
◻ როგორ შეიძლება გაექცე სექსუალურ უზნეობას?
◻ როგორ შეგიძლია ისწრაფვო იეჰოვასთან ახლო ურთიერთობისკენ?
◻ რატომ არის ახალგაზრდებისათვის მნიშვნელოვანი გაუზიარონ აზრები თავიანთ მშობლებს?
[სასწავლო კითხვები]
1. რას მოველით იმ ახალგაზრდებისგან, რომლებიც ჩვენს შორის იმყოფებიან?
2. როგორ ფაქტებს შეუძლია მძიმე გახადოს სამართლიანი კურსის მიყოლა ‘სიჭაბუკის ხანაში’?
3, 4. როგორია ზოგიერთი საშუალება რომელსაც იყენებს სატანა ეშმაკი ახალგაზრდების საცდუნებლად და როგორი შეიძლება იყოს შედეგი?
5, 6. ა) რა მძიმე გარემოებებს შეხვდა ახალგაზრდა ტიმოთე ეფესოში ცხოვრებისას? ბ) რა რჩევა მისცა პავლემ ტიმოთეს?
7. ა) რას ნიშნავს „არასაპატიო ჭურჭელი“, რის შესახებაც აფრთხილებდა პავლე? ბ) როგორ შეუძლიათ დღეს ახალგაზრდებს პავლეს სიტყვების გამოყენება?
8, 9. ა) როგორ შეიძლება ამქვეყნიურ, ერთი შეხედვით კარგ ადამიანებთან ურთიერთობაც კი, საშიშროებას წარმოადგენდეს ქრისტიანისთვის? ბ) სად შეიძლება ჰპოვო მეგობრები, რომლებთანაც სასარგებლო იქნებოდა ურთიერთობა?
10, 11. ა) რას ნიშნავს ‘გაექცე ახალგაზრდულ გულისთქმებს’? ბ) როგორ შეიძლება ‘გაექცე სიძვას’?
12. როგორ შეგიძლია ისწავლო ცუდის მიმართ სიძულვილი? განმარტე.
13, 14. ა) რატომ არ არის საკმარისი ცუდი რამისგან მხოლოდ გაქცევა? ბ) როგორ შეიძლება ‘ისწრაფვო შეიცნო უფალი [იეჰოვა, აქ]“?
15. ა) რატომ ხდება დროდადრო ძნელი, დაემორჩილო მშობლებს? ბ) ჩვეულებრივად, რატომაა მორჩილება სასარგებლო ახალგაზრდებისთვის?
16. ა) რატომ არის არაგონივრული, ახალგაზრდებმა დაუმალონ მშობლებს საკუთარი პრობლემები? ბ) რის გაკეთება შეუძლიათ ახალგაზრდებს, რომ გააუმჯობესონ მშობლებთან აზრთა გაზიარება?
17, 18. რა დაეხმარება ახალგაზრდას მუდამ ისწრაფვოს სამართლიანობისკენ?
19, 20. ა) რატომ არ უნდა თვლიდეს ახალგაზრდა, რომ იეჰოვას მოთხოვნები მისთვის ძალიან ძნელია? ბ) იეჰოვასგან რა დახმარებით შეიძლება ისარგებლონ ახალგაზრდებმა?