საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • კოლოსელებისთვის მიწერილი წერილი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
    • პავლემ ყურადღება გაამახვილა ქრისტესთვის ღვთის მიერ ბოძებულ აღმატებულ მდგომარეობაზე (კლ. 1:13—20). თუ ეს ყოველთვის ემახსოვრებოდათ, ისინი უარს იტყოდნენ წარმართულ ფილოსოფიაზე, იუდაურ ტრადიციასა და „ანგელოზების თაყვანისცემაზე“ (კლ. 2:18). ბიბლია არ აკონკრეტებს, რა იგულისხმება „ანგელოზების თაყვანისცემაში“ — ღმერთს ვითომდა ანგელოზებივით სცემდნენ თაყვანს, მოწიწებაში ჰბაძავდნენ ანგელოზებს თუ უშუალოდ ამ სულიერ ქმნილებებს ეთაყვანებოდნენ.

  • თავმდაბლობა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
    • მოჩვენებითი თავმდაბლობა. ბიბლია აფრთხილებს ქრისტიანებს, რომ მხოლოდ სხვების თვალის ასახვევად არ იყვნენ თავმდაბლები. ვისაც მოჩვენებითი თავმდაბლობა სიამოვნებს, შეიძლება „ხორციელი გონებით უმიზეზოდ“ გაყოყოჩდეს. ნამდვილად თავმდაბალი ადამიანი არ იფიქრებს, რომ ღვთის სამეფოში შესვლა რამის ჭამა-არჭამაზე ან დალევა-არდალევაზეა დამოკიდებული. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ყველა საკუთარი ჯანმრთელობიდან და სინდისიდან გამომდინარე თავად წყვეტს, რას შეჭამს ან დალევს ან რას — არა. მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ღმერთს თავს მოაწონებს იმით, თუ რამეს შეჭამს ან არ შეჭამს, დალევს ან არ დალევს, შეეხება ან არ შეეხება, აღნიშნავს რომელიმე რელიგიურ დღესასწაულს ან არ აღნიშნავს, მას მხედველობიდან რჩება ის ფაქტი, რომ „ამ ყველაფერს მართლაც აქვს გარეგნული სიბრძნე თვითნებური თაყვანისმცემლობითა და მოჩვენებითი თავმდაბლობით, სხეულის დათრგუნვით, მაგრამ სრულიად უსარგებლოა ხორციელ სურვილებთან ბრძოლაში“ (კლ. 2:18, 23; რმ. 14:17; გლ. 3:10, 11).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება