-
ქრისტეს გამოცხადებაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
„უკანონობის კაცის“ განადგურებისას. პავლე თესალონიკელ ქრისტიანებს „ჩვენი უფალ იესო ქრისტეს“ მოსვლის შესახებ სწერდა და მოუწოდებდა, არ შეძრულიყო მათი გონება და არ შეშფოთებულიყვნენ იმ ცნობით, „თითქოს უკვე დადგა იეჰოვას დღე“. სიმბოლური „უკანონობის კაცი“, რომელიც საუკუნეების განმავლობაში უპირისპირდება ღმერთსა და ქრისტეს, ამ უკანასკნელის „მოსვლის გამოცხადებით“ განადგურდება. ეს „უკანონობის კაცი“ ქრისტეს მოსვლას რწმენით კი არ მიხვდება, როგორც ქრისტიანები, რომლებმაც მისი გამოცხადება შეიყვარეს, არამედ მისი ძალის გამოცხადებით, როცა იესო გაანადგურებს ყველას, ვინც ამ „კაცში“ მოიაზრება (2თს. 2:1—8; იხ. უკანონობის კაცი).
-
-
უკანონობის კაციწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
განადგურება. ამ მრავალი ადამიანისგან შემდგარ თვალთმაქც „უკანონობის კაცს“ უფალი იესო „თავისი ბაგის სულით“ გაანადგურებს და „თავისი მოსვლის გამოცხადებით“ ბოლოს მოუღებს. ღვთის ამ დაუნდობელი მტრის განადგურება იქნება აშკარა მტკიცება იმისა, რომ უფალი იესო ქრისტე მოქმედებს როგორც მოსამართლე. ის საკუთარი ნორმებით არ გაასამართლებს. აქედან გამომდინარე, როცა იესო „თავისი ბაგის სულით“ გაანადგურებს ამ ბოროტ ადამიანებს, იეჰოვას მიერ გამოტანილ განაჩენს აღასრულებს (2თს. 2:8; შდრ. გმც. 19:21-ს, სადაც მოხსენიებულია „პირიდან გამომავალი დიდი მახვილი“).
-
-
სული (II)წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ღვთის სიტყვა არის „სულის მახვილი“ (ეფ. 6:17). ის ააშკარავებს ადამიანის ნამდვილ სახეს, მის დაფარულ თვისებებსა თუ გულის ზრახვებს. ღვთის სიტყვა ადამიანს აღძრავს ან გული მოიდრიკოს და ბიბლიაში ჩაწერილ ღვთის ნებას დაემორჩილოს, ან გული გაიჯიუტოს (შდრ. ებ. 4:11—13; ეს. 6:9, 10; 66:2, 5). აქედან გამომდინარე, ღვთის სიტყვას მნიშვნელოვანი როლი აკისრია განაჩენის წინასწარ გაცხადებაში. ღვთის სიტყვის შესრულება გარდაუვალია, ამიტომ წინ ვერაფერი დაუდგება, როგორც ცეცხლს, ბზეს რომ აცამტვერებს, და უროს, კლდეს რომ ამტვრევს (იერ. 23:28, 29). იესო ქრისტე, ღვთის მთავარი წარმომადგენელი და „სიტყვა“, აცხადებს ღვთის განაჩენს და უფლებამოსილია, განაჩენის აღსრულების ბრძანება გასცეს. როგორც ჩანს, სწორედ ეს იგულისხმება მასზე ნათქვამ სიტყვებში, რომ „თავისი ბაგის სულით [მამოძრავებელი ძალით]“ ბოლოს მოუღებს ღვთის მტრებს (შდრ. 2თს. 2:8; ეს. 11:3, 4; გმც. 19:13—16, 21).
-