55-ე გაკვეთილი
მხარი დაუჭირეთ თქვენს კრებას
მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანი სიხარულით სცემს თაყვანს იეჰოვას. ისინი ათასობით კრებაში მსახურობენ და მადლიერნი არიან მიღებული ხელმძღვანელობისა და რჩევა-დარიგებისთვის. ამიტომ ყველანაირად ცდილობენ, მხარი დაუჭირონ თავიანთ კრებას. თქვენც მსგავსი დამოკიდებულება გაქვთ?
1. როგორ გამოვიყენოთ დრო და ენერგია კრების მხარდასაჭერად?
კრებისთვის რაღაცის გაკეთება ყველას შეგვიძლია. დაფიქრდით, ხომ არ გყავთ კრებაში ხანდაზმული ან სუსტი ჯანმრთელობის და-ძმები. შეგიძლიათ ისინი კრებაზე წაიყვანოთ ან სხვა სახის დახმარება აღმოუჩინოთ, მაგალითად, საყიდლებზე გაეგზავნოთ ან სახლის საქმეში მიეშველოთ? (წაიკითხეთ იაკობის 1:27). გარდა ამისა, ყველას შეგვიძლია დარბაზის დალაგებასა და მოვლა-პატრონობაში მივიღოთ მონაწილეობა. ამის გაკეთებას არავინ გვავალდებულებს, მაგრამ ღვთისა და და-ძმების სიყვარული აღგვძრავს, მზადყოფნა გამოვიჩინოთ (ფსალმუნი 110:3).
ნათლობის შემდეგ ქრისტიანს კრებაში კიდევ მეტის გაკეთების შესაძლებლობა ეძლევა. მაგალითად, ძმები, რომლებიც ბიბლიურ მოთხოვნებს შეესაბამებიან, შეიძლება კრებაში მომსახურეებად ან უხუცესებად დანიშნონ. ძმებსაც და დებსაც შეუძლიათ აქტიურად ჩაებან სამქადაგებლო საქმეში და პიონერებად იმსახურონ. ზოგმა იეჰოვას მოწმემ შეიძლება დარბაზების მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა ან რომელიმე კრების დასახმარებლად სხვა ტერიტორიაზე გადავიდეს.
2. როგორ დავუჭიროთ მხარი კრებას ფინანსურად?
ბიბლიაში ვკითხულობთ: „პატივი მიაგე იეჰოვას იმით, რაც გაგაჩნია“ (იგავები 3:9). ძალიან გვიხარია, რომ შეგვიძლია ჩვენი ქონებიდან რაღაც გავიღოთ ადგილობრივი კრებისა თუ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის მხარდასაჭერად (წაიკითხეთ 2 კორინთელების 9:7). ჩვენ მიერ გაღებული თანხები დაზარალებულთა დასახმარებლადაც გამოიყენება. ბევრი ქრისტიანი გარკვეულ თანხას შესაწირავად გადადებს ხოლმე (წაიკითხეთ 1 კორინთელების 16:2). ფულადი შესაწირავის გაღება შეგვიძლია როგორც დარბაზში, სადაც ამისთვის სპეციალური ყუთებია გამოყოფილი, ისე ონლაინ, ვებგვერდზე donate.jw.org. როცა კრებას ფინანსურად ვუჭერთ მხარს, იეჰოვას სიყვარულს ვუმტკიცებთ.
გაიღრმავეთ ცოდნა
ქვემოთ მეტს გაიგებთ იმის შესახებ, თუ როგორ დაუჭიროთ მხარი კრებას.
3. კრებისთვის იმას ვიღებთ, რაც გაგვაჩნია
იეჰოვას და იესოს სიამოვნებთ, როცა სიხარულით ვიღებთ შესაწირავს. ალბათ, გახსოვთ, როგორ შეაქო იესომ ერთი ქვრივი, რომელსაც ბევრი არაფერი ებადა, მაგრამ მაინც გაიღო შესაწირავი. წაიკითხეთ ლუკას 21:1—4 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
აუცილებელია, ბევრი გავიღოთ, იეჰოვას რომ ვასიამოვნოთ?
რას გრძნობენ იეჰოვა და იესო, როცა სიხარულით ვიღებთ შესაწირავს?
ნახეთ ვიდეო და გაიგეთ, რას ხმარდება ჩვენი შესაწირავები. შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
როგორ გამოიყენება შესაწირავები მთელ მსოფლიოში კრებების მხარდასაჭერად?
4. კრების მხარდასაჭერად ნებისმიერ საქმეს ვასრულებთ
ბიბლიურ დროში იეჰოვას თაყვანისმცემლები მხოლოდ ფულადი შესაწირავების გაღებით არ შემოიფარგლებოდნენ; ისინი არც მოვლა-პატრონობას აკლებდნენ ტაძარს. წაიკითხეთ 2 მატიანის 34:9—11 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რას აკეთებდა თითოეული ებრაელი იმისთვის, რომ იეჰოვას ტაძარი მოვლილი ყოფილიყო?
ნახეთ ვიდეო და გაიგეთ, როგორ ჰბაძავენ მათ დღეს იეჰოვას მსახურები. შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
რატომაა მნიშვნელოვანი, ჩვენი დარბაზები სუფთა და მოვლილი იყოს?
თქვენ რისი გაკეთება შეგიძლიათ?
5. ძმებს შეუძლიათ, კრებაში სხვადასხვა პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე
ბიბლია ქრისტიან მამაკაცებს მოუწოდებს, რომ კრების მხარდასაჭერად სხვადასხვა დავალების შესასრულებლად იყვნენ მზად. მაგალითისთვის ნახეთ ვიდეო. შემდეგ უპასუხეთ ქვემოთ დასმულ კითხვას:
რა გააკეთა რაიანმა, რომ უფრო მეტად დაეჭირა მხარი კრებისთვის?
ბიბლიიდან ვიგებთ, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ძმა, მომსახურედ ან უხუცესად მსახურება რომ შეძლოს. წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 3:1—13 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ძმა, რომელსაც მომსახურედ ან უხუცესად მსახურება სურს?
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ მისი ოჯახის წევრები? (იხილეთ მე-4 და მე-11 მუხლები)
რატომაა მთელი კრებისთვის კარგი, თუ ძმა ასეთ მიზნებს ისახავს?
ვინმემ შეიძლება გკითხოთ: „როგორ ფინანსდება იეჰოვას მოწმეების საქმიანობა?“.
როგორ უპასუხებთ?
შეჯამება:
იეჰოვა ძალიან აფასებს, როცა ხედავს, რომ კრების მხარდასაჭერად არ ვზოგავთ არც დროს, არც ენერგიას და არც ფინანსებს.
გასამეორებელი კითხვები:
როგორ გამოვიყენოთ დრო და ენერგია კრების მხარდასაჭერად?
როგორ დავუჭიროთ კრებას მხარი ფინანსურად?
თქვენ როგორ დაუჭერთ მხარს კრებას?
გაიგეთ მეტი:
შეიტყვეთ, რატომ აღარ მოითხოვს ღმერთი მეათედის გაღებას.
ბიბლია მონათლულ ძმებს გარკვეულ მოვალეობებს აკისრებს, მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს და, რომელსაც სიტუაციიდან გამომდინარე ძმის მოვალეობის შესრულება უწევს?
„მეთაურობის პრინციპი კრებაში“ („საგუშაგო კოშკი“, თებერვალი, 2021)
ნახეთ, რამხელა მსხვერპლს იღებს ზოგი ძმა, რომ თანამორწმუნეებს ხელი მიუწვდებოდეთ ბიბლიურ ლიტერატურაზე.
„ბიბლიური ლიტერატურა კონგოს შორეულ ადგილებამდეც აღწევს“ (4:25)
შეიტყვეთ, როგორ ფინანსდება ჩვენი საქმიანობა სხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან განსხვავებით.
„როგორ ფინანსდება იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა?“ (სტატია ვებგვერდზე)