-
როგორ შევინარჩუნოთ სიხარული განსაცდელების დროსსაგუშაგო კოშკი — 2021 | თებერვალი
-
-
2 ჩვეულებრივ, დევნა არავისთვის ასოცირდება სიხარულთან, თუმცა ბიბლია მოგვიწოდებს, რომ დევნის დროსაც არ დავკარგოთ სიხარული. მაგალითად, მოწაფე იაკობი წერს, რომ განსაცდელების გამო სასოწარკვეთილებას კი არ უნდა მივეცეთ, არამედ მათ სიხარულით უნდა შევხვდეთ (იაკ. 1:2, 12). იესომაც თქვა, რომ დევნის დროს ბედნიერები უნდა ვიყოთ (წაიკითხეთ მათეს 5:11). როგორ შევინარჩუნოთ სიხარული განსაცდელების დროს? პასუხს იაკობი გვცემს თავის წერილში, რომელიც მან პირველი საუკუნის ქრისტიანებს მისწერა. თავდაპირველად ვისაუბროთ, რა სირთულეებს შეხვდნენ ეს ქრისტიანები.
რა განსაცდელებს შეხვდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები?
3. რა მოხდა იაკობის გაქრისტიანებიდან მალევე?
3 იაკობი, იესოს ნახევარძმა, ახალი გაქრისტიანებული იყო, როცა ქრისტიანების სასტიკი დევნა დაიწყო იერუსალიმში (საქ. 1:14; 5:17, 18). მოწაფე სტეფანეს ჩაქოლვის შემდეგ ბევრი ქრისტიანი იერუსალიმიდან გაიქცა და იუდეასა და სამარიას შეაფარა თავი. ისინი კვიპროსსა და ანტიოქიაშიც კი ჩავიდნენ (საქ. 7:58—8:1; 11:19). წარმოიდგინეთ, რამდენი რამის ატანა მოუწევდათ მათ იქ. მიუხედავად ამისა, ისინი ყველგან გულმოდგინედ ქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას, რის შედეგადაც მთელს რომის იმპერიაში არაერთი კრება ჩამოყალიბდა (1 პეტ. 1:1). მაგრამ რას წარმოიდგენდნენ, რომ წინ უფრო დიდი განსაცდელები ელოდათ.
4. კიდევ რა გასაჭირის ატანა მოუწიათ პირველი საუკუნის ქრისტიანებს?
4 პირველ ქრისტიანებს არაერთი განსაცდელის ატანა მოუწიათ. მაგალითად, დაახლოებით ახ. წ. 50 წელს რომის იმპერატორ კლავდიუსის ბრძანებით ყველა იუდეველი რომიდან გააძევეს. გაქრისტიანებული იუდეველები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი და საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყვნენ (საქ. 18:1—3). დაახლოებით ახ. წ. 61 წელს მოციქული პავლე წერდა, რომ ზოგი ქრისტიანი სახალხოდ შეურაცხყვეს, საპყრობილეში ჩააგდეს და ქონება ჩამოართვეს (ებრ. 10:32—34). ამ ყველაფერთან ერთად, სხვების მსგავსად ქრისტიანებსაც უწევდათ ავადმყოფობისა და სიღარიბის ატანა (რომ. 15:26; ფილ. 2:25—27).
-
-
როგორ შევინარჩუნოთ სიხარული განსაცდელების დროსსაგუშაგო კოშკი — 2021 | თებერვალი
-
-
6. ლუკას 6:22, 23-ის თანახმად, რატომ უნდა იხარონ ქრისტიანებმა განსაცდელების დროს?
6 ბევრი ფიქრობს, რომ ბედნიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ კარგი ჯანმრთელობა, ბევრი ფული და მშვიდი ოჯახური გარემო ექნება. მაგრამ სიხარული, რომელზეც იაკობი საუბრობდა, ღვთის სულის ნაყოფში შედის და გარემო ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული (გალ. 5:22). ქრისტიანს სიხარულს, ანუ შინაგან ბედნიერებას იმის ცოდნა ანიჭებს, რომ იეჰოვას მოსაწონად ცხოვრობს და იესოს ჰბაძავს (წაიკითხეთ ლუკას 6:22, 23; კოლ. 1:10, 11). ჩვენი სიხარული შეგვიძლია ფარანში ანთებულ ცეცხლს შევადაროთ. როგორც უამინდობა ვერ აქრობს ცეცხლს ფარანში, ისე ცხოვრებისეული ქარტეხილები ვერაფერს აკლებს ჩვენს სიხარულს. ჩვენში სიხარულს ვერ ანელებს ჯანმრთელობის თუ ფინანსური პრობლემები. სიხარულს ვერც დაცინვა და ვერც ოჯახის წევრებისგან თუ სხვებისგან წინააღმდეგობა გვართმევს. პირიქით, წინააღმდეგობა უფრო აძლიერებს ჩვენში ამ გრძნობას. ყოველი განსაცდელი, რომელსაც ჩვენი რწმენის გამო ვხვდებით, კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებს, რომ ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები ვართ (მათ. 10:22; 24:9; იოან. 15:20). ამიტომაც წერდა იაკობი: „ჩემო ძმებო, ნებისმიერ განსაცდელს სიხარულით შეხვდით“ (იაკ. 1:2).
-