-
არიან იეჰოვას მოწმეები ნამდვილი ქრისტიანები?იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
-
-
3. როგორ ვავლენთ სიყვარულს იესოს მსგავსად?
იესოს იმდენად უყვარდა თავისი მოწაფეები, რომ ისინი მისთვის ოჯახის წევრებივით იყვნენ (წაიკითხეთ მარკოზის 3:35). იეჰოვას მოწმეებიც ერთი დიდი ოჯახივით არიან. ამიტომაც ვუწოდებთ ერთმანეთს დებსა და ძმებს (ფილიმონი 1, 2). ჩვენ აგრეთვე ვასრულებთ ბიბლიაში ჩაწერილ მითითებას: „გიყვარდეთ მთელი საძმო“ (1 პეტრე 2:17). სიყვარულს სხვადასხვა სახით ვავლენთ, მაგალითად, დახმარების ხელს ვუწვდით გასაჭირში მყოფ და-ძმებს, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი.
-
-
ნათლობა — ღირებული მიზანიიხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
-
-
6. ნათლობით იეჰოვას სულიერი ოჯახის წევრი გახდებით
ნათლობით მსოფლიო საძმოს ვუერთდებით. ეროვნების, წარმომავლობისა თუ წარსულის მიუხედავად, ყველას ერთი მრწამსი და ერთნაირი ზნეობრივი ფასეულობები გვაქვს. წაიკითხეთ ფსალმუნის 25:14 და 1 პეტრეს 2:17; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
ამ მუხლებიდან გამომდინარე, რისი შესაძლებლობა მოგეცემათ ნათლობის შემდეგ?
-
-
ხელი შეუწყვეთ კრების ერთიანობასიხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
-
-
თანამორწმუნეების გარემოცვაში მეფე დავითივით ვგრძნობთ თავს, რომელმაც თქვა: „რა კარგია და რა სასიამოვნო, შეხმატკბილებულად რომ ცხოვრობენ ძმები!“ (ფსალმუნი 133:1). ქრისტიანული კრების ერთობა თავისთავად არ მიიღწევა, ამაში თითოეულ ჩვენგანს შეგვაქვს წვლილი.
1. რით გამოირჩევა ღვთის ხალხი?
თუ სხვა ქვეყანაში დაესწრებით კრების შეხვედრას, შესაძლოა ბევრი ვერაფერი გაიგოთ, მაგრამ თავს მაინც თავისუფლად იგრძნობთ. მიზეზი ისაა, რომ ბიბლიის შესასწავლად ყველგან ერთსა და იმავე პუბლიკაციებს ვიყენებთ. გარდა ამისა, ვცდილობთ, ერთმანეთის მიმართ სიყვარული გამოვავლინოთ. ასე რომ, სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, ყველანი იეჰოვას სახელს ვუხმობთ და ერთსულოვნად ვემსახურებით მას (სოფონია 3:9).
2. როგორ ვუწყობთ ხელს ერთიანობას?
ბიბლია მოგვიწოდებს: „მთელი გულით გიყვარდეთ ერთმანეთი“ (1 პეტრე 1:22). როგორ შეგვიძლია გავითვალისწინოთ ეს რჩევა? ნაცვლად იმისა, რომ თანაქრისტიანების ნაკლოვანებებზე გავამახვილოთ ყურადღება, უნდა ვეცადოთ, მათში კარგი დავინახოთ. ამასთანავე, მხოლოდ მათთან კი არ უნდა ვიმეგობროთ, ვისთანაც ბევრი გვაქვს საერთო, არამედ იმ და-ძმებთანაც, რომლებიც ჩვენგან განსხვავდებიან. გარდა ამისა, თუ ვინმეს მიმართ წინასწარშექმნილი აზრი გვაქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მის მოსაშორებლად (წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:17).a
3. როგორ მოვიქცეთ, თუ თანაქრისტიანთან უთანხმოება მოგვივიდა?
მართალია, ჩვენ შორის ერთობაა, მაგრამ არასრულყოფილების გამო ზოგჯერ გულს ვტკენთ ან იმედს ვუცრუებთ ერთმანეთს. სწორედ ამიტომ მოგვიწოდებს ღვთის სიტყვა: „მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს . . . როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს“ (წაიკითხეთ კოლოსელების 3:13). ჩვენ იეჰოვას ხშირად ვტკენთ გულს, მაგრამ ის მთელი გულით გვპატიობს. ამიტომ მოელის, რომ ჩვენც ვაპატიებთ და-ძმებს. თუ ისე მოხდა, რომ ვინმეს ატკინეთ გული, თქვენ გამოიჩინეთ ინიციატივა შესარიგებლად (წაიკითხეთ მათეს 5:23, 24).b
გაიღრმავეთ ცოდნა
ქვემოთ მეტს შეიტყობთ იმის შესახებ, თუ როგორ შეუწყოთ ხელი კრებაში მშვიდობასა და ერთობას.
4. გათავისუფლდით წინასწარშექმნილი აზრისგან
ჩვენ გვსურს, რომ თითოეული და-ძმა გვიყვარდეს. თუმცა ზოგჯერ შეიძლება გვიჭირდეს, მივიღოთ ისინი ისეთები, როგორებიც არიან. რა დაგვეხმარება ასეთ დროს? წაიკითხეთ საქმეების 10:34, 35 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
იეჰოვა ყველანაირ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, მას ემსახუროს. აქედან გამომდინარე, რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს იმ და-ძმების მიმართ, რომლებიც ჩვენგან საკმაოდ განსხვავდებიან?
ირგვლივ გავრცელებული რომელი წინასწარშექმნილი აზრის გავლენაში არ გსურთ, მოექცეთ?
წაიკითხეთ 2 კორინთელების 6:11—13 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ უფრო ახლოს გაიცნოთ ის და-ძმები, რომლებთანაც საერთოს ვერ პოულობთ?
5. მზად იყავით პატიებისა და შერიგებისთვის
იეჰოვა მთელი გულით გვპატიობს, თავად კი ჩვენგან საპატიებელი არაფერი აქვს. წაიკითხეთ ფსალმუნის 86:5 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
რისი თქმა შეიძლება იეჰოვას მიმტევებლობაზე?
რატომ ხართ მადლიერი, რომ იეჰოვა მიმტევებელია?
როდის შეიძლება გაგვიჭირდეს ერთობის შენარჩუნება?
როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას და როგორ დაგვეხმარება ეს, რომ და-ძმებთან მშვიდობა შევინარჩუნოთ? წაიკითხეთ იგავების 19:11 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
თუ ვინმე გაღიზიანებთ ან გულს გტკენთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ სიტუაციის გამოსასწორებლად?
ზოგჯერ ჩვენ ვტკენთ გულს სხვებს. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს? ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რა გააკეთა დამ მშვიდობის აღსადგენად?
6. შეეცადეთ, და-ძმებში კარგი დაინახოთ
რაც უფრო ახლოს გაეცნობით და-ძმებს, მით უკეთ დაინახავთ მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს. რა დაგეხმარებათ, ყურადღება თანაქრისტიანების კარგ თვისებებზე გაამახვილოთ? ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რა დაგეხმარებათ, კარგი დაინახოთ და-ძმებში?
იეჰოვა ყოველთვის ჩვენს კარგ თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას. წაიკითხეთ 2 მატიანის 16:9ა და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რას გრძნობთ, როცა ფიქრობთ, რომ იეჰოვა თქვენში კარგს ხედავს?
ზოგი ამბობს: „ბოდიშს სანამ არ მოიხდის, არ ვაპატიებ, თორემ ვერ მიხვდება, რა დააშავა“.
რატომ უნდა ვიყოთ ყოველთვის მზად, ვაპატიოთ სხვებს?
შეჯამება:
თუკი ვპატიობთ და-ძმებს და განურჩევლად ყველას მიმართ ვავლენთ სიყვარულს, ხელს ვუწყობთ კრებაში ერთიანობას.
გასამეორებელი კითხვები:
როგორ შეგვიძლია გავთავისუფლდეთ წინასწარშექმნილი აზრისგან?
როგორ მოიქცევით, თუ უთანხმოება მოგივათ რომელიმე თანაქრისტიანთან?
რატომ გსურთ, მიჰბაძოთ იეჰოვას და იყოთ მიმტევებლები?
გაიგეთ მეტი:
გაიგეთ, როგორ გვეხმარება იესოს მოყვანილი ერთი თვალსაჩინო მაგალითი, არ განვსაჯოთ სხვები.
მაშინაც უნდა მოვიბოდიშოთ, თუ ვფიქრობთ, რომ არაფერი დაგვიშავებია?
„ბოდიშის მოხდა — მშვიდობის მიღწევის საუკეთესო საშუალება“ („საგუშაგო კოშკი“, 1 ნოემბერი, 2002)
ნახეთ, რა დაეხმარა ზოგს, აღარ ყოფილიყო მიკერძოებული.
შეიტყვეთ, როგორ მოაგვაროთ პირადი უთანხმოებები მანამ, სანამ კრების მშვიდობას დაემუქრება საფრთხე.
„სიყვარულით მოაგვარეთ უთანხმოებები“ („საგუშაგო კოშკი“, მაისი, 2016)
a წაიკითხეთ დამატებითი ინფორმაცია №6 და გაიგეთ, როგორ აღძრავს სიყვარული ქრისტიანს, არ გაავრცელოს გადამდები დაავადებები.
b წაიკითხეთ დამატებითი ინფორმაცია №7 და გაიგეთ, როგორ მოაგვაროთ საქმიანი ურთიერთობის დროს წამოჭრილი პრობლემები და იურიდიული საკითხები.
-