სიმღერა 98
სამეფოს თესლის თესვა
1. გიწვევთ იეჰოვას მონებო,
ვინც მას გულით მიეძღვენით.
იშრომეთ თქვენი ბატონისთვის,
ისწავლეთ, მის გზას მიჰყევით.
მიმღებ გულებში უშიშრად თესეთ
ღვთის ჭეშმარიტების თესლი.
მშვენიერ ნაყოფს იმკით, ადიდებს ღმერთს
თქვენი მსახურება გულწრფელი.
2. ზოგჯერ მიმოფანტული თესლი
„კლდოვან“ გულებში ვარდება,
რომელიც სეზონზე თუ ხარობს,
დიდხანს ვერ ძლებს, მალე ხმება.
ვით ეკალი სპობს თესლს, გულსაც ავსებს სიხარბე და საზრუნავი,
თუმცა ზოგი ვარდება
კარგ მიწაზე
და გამოაქვს ნაყოფი კარგი.
3. თქვენზეა დამოკიდებული,
როგორს მიიღებთ მოსავალს,
თქვენი მოთმენა, სიყვარული,
შეძლებს მათი გულის გახსნას.
თუ მათ ეშინიათ, გაამხნევეთ
რბილად, მაგრამ გაბედულად.
ასმაგად მოიწევთ კარგ ნაყოფს და თქვენ
მათთან ერთად იხარებთ სრულად.
(იხილეთ აგრეთვე მათ. 13:19—23; 22:37)