ღვთის სიტყვის საუნჯე | იოანე 7, 8
იესომ განადიდა თავისი ზეციერი მამა
სიტყვითა თუ საქმით იესო ყოველთვის განადიდებდა თავის ზეციერ მამას. იესოს სურდა, ხალხს სცოდნოდა, რომ ცნობა, რომელსაც მათ გადასცემდა, ღვთისგან იყო. ამიტომ ხშირად მოჰყავდა ციტატები წმინდა წერილებიდან; მისი სწავლება ყოველთვის ღვთის სიტყვას ეფუძნებოდა. როცა ხალხი აქებდა, იესო მთელ დიდებას იეჰოვას მიაგებდა. მისი უმთავრესი მიზანი იეჰოვასგან დავალებული საქმის შესრულება იყო (იოან. 17:4).
როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს, როცა . . .
ბიბლიის შესწავლას ვატარებთ ან სცენიდან ვასწავლით?
სხვები გვაქებენ?
საქმე ეხება იმას, თუ რას რამდენ დროს ვუთმობთ?