-
„მოხედე ამ ვაზს“!საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 ივნისი
-
-
ღვინო უხვად რომ ჰქონოდა, ისრაელ მევენახეს ვაზისთვის კარგად უნდა მოევლო. ესაიას წიგნში აღწერილია, თუ რას აკეთებდა მევენახე — ის მიწას ამუშავებდა, დიდ ქვებს აშორებდა და შემდეგ რგავდა „რჩეულ ვაზს“. ამ ნაკვეთიდან ამოღებული ქვებით კი ვენახს ქვის ზღუდეს ავლებდა. ეს კედელი ვენახს მსხვილფეხა რქოსანი საქონლის გათელვისგან იცავდა; აგრეთვე, გარკვეულწილად, იცავდა მელიებისგან, გარეული ღორებისა და ქურდებისგან. მევენახე, აგრეთვე, აკეთებდა საწნახელს და დგამდა პატარა კოშკს, სადაც შეეძლო თავი შეეფარებინა რთვლის დროს, როცა ვენახს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებოდა. ამ სამუშაოების შესრულების შემდეგ მევენახეს შეეძლო კარგი მოსავლის იმედი ჰქონოდა (ესაია 5:1, 2)a.
-
-
„მოხედე ამ ვაზს“!საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 ივნისი
-
-
ესაიამ „ისრაელის სახლი“ შეადარა ვაზს, რომელმაც დროთა განმავლობაში „ველური ნაყოფი“, ანუ უვარგისი მარცვლები, გამოიღო (ესაია 5:2, 7). ველური ნაყოფი კულტივირებულზე ბევრად პატარაა; მას რბილობიც თითქმის არა აქვს და, შეიძლება ითქვას, რომ მთელ მარცვალს თესლი იკავებს. ველური ნაყოფი არც ღვინისთვის ვარგა და არც საჭმელად, რაც მართებული სიმბოლოა განდგომილი ისრაელის, რომელმაც სიმართლის ნაცვლად, უკანონობა გამოიღო.
-