ესაია
მას, ვინც მიყვარს, ვენახი ჰქონდა ნაყოფიერ ფერდობზე.
2 დაბარა, ქვისგან გაწმინდა და საუკეთესო წითელი ვაზი ჩაყარა,
მის შუაგულში კი კოშკი ააშენა.
საწნახელიც ამოკვეთა+ და ელოდა, რომ ვაზი კარგ ყურძენს მოისხამდა,
მაგრამ ველური ყურძენი მოისხა.+
4 რაღა უნდა გავუკეთო ჩემს ვენახს იმაზე მეტი, რაც გავუკეთე?!+
რატომ მოისხა ველური ყურძენი, როცა კარგ ყურძენს ველოდი?!
5 ჰოდა, გეტყვით,
რას ვუზამ ჩემს ვენახს:
ღობეს მოვუნგრევ და გადაბუგავენ,+
დავუნგრევ ქვის კედელს და გათელავენ.
სამართალს ელოდა,+
მაგრამ აი, ირღვევა სამართალი;
სიმართლეს ელოდა,
მაგრამ შეჭირვებულთა ღაღადი ისმის“.+
თქვენღა დარჩით ამ ქვეყანაში!
9 ჩემ გასაგონად დაიფიცა ლაშქართა ღმერთმა იეჰოვამ,
რომ მრავალი დიდი და ლამაზი სახლი
შემაძრწუნებელ სანახაობად იქცევა;
არავინ იცხოვრებს მათში.+
11 ვაი მათ, ვინც უთენია დგება მათრობელი სასმლის დასალევად,+
ვინც ღვინოს გვიანობამდე სვამს, სანამ არ გამოთვრება!
12 ქნარი და სხვა სიმებიანი საკრავი,
დაირა, სალამური და ღვინო აქვთ ლხინში;
იეჰოვას საქმეებს კი არ უკვირდებიან
და ვერ ამჩნევენ მის ნახელავს.
13 გადასახლებაში წავა ჩემი ხალხი, რადგან არ მიცნობს;+
მათი დიდებულები დაიმშევიან,+
მთელი ხალხი კი წყურვილით დაიტანჯება.
14 გაფართოვდა სამარე* და უზომოდ დააღო პირი;+
ის შთანთქავს მის დიდებულებს,
მოყაყანე ბრბოსა და მოქეიფე ხალხს.
15 ქედს მოიხრის კაცი და დამდაბლდება,
დამცირდება მედიდურად მომზირალი.
16 იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი, აღასრულებს განაჩენს და განდიდდება;
17 ბატკნები იბალახებენ იქ,
ხიზნები შეჭამენ გაუკაცრიელებულ ადგილებზე მოწეულს, სადაც ერთ დროს ნასუქი პირუტყვი ძოვდა.
18 ვაი მათ, ვინც დანაშაულს სიცრუის თოკებით მიათრევს
და ცოდვას — ურმის საბლებით,
19 ვინც ამბობს: „დააჩქაროს თავისი საქმე;
დაჩქარდეს, რომ ვიხილოთ,
შესრულდეს ისრაელის წმინდის განზრახვა, რომ გავიგოთ ის!“+
20 ვაი მათ, ვინც კარგს ცუდს უწოდებს და ცუდს — კარგს,+
ვინც სიბნელეს სინათლედ წარმოაჩენს და სინათლეს — სიბნელედ,
ვინც ტკბილს მწარით ცვლის და მწარეს — ტკბილით!
21 ვაი მათ, ვინც ბრძენია საკუთარ თვალში და გამჭრიახი ჰგონია თავი!+
22 ვაი მათ, ვინც ღვინის სმაში მაგარია,
და ვაი მათ, მათრობელი სასმლის გაზავებაში რომ დახელოვნებულან,+
23 ვინც ქრთამის გამო ბოროტს ამართლებს+
და სამართალს არ უჩენს მართალს!+
24 ისე განადგურდებიან, როგორც ცეცხლი წვავს ნამჯას და ალი შთანთქავს თივას.
დაულპებათ ფესვი
და მტვერივით გაიფანტება მათი ყვავილი,
რადგან უარყვეს ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, კანონი
და არაფრად ჩააგდეს ისრაელის წმინდის სიტყვა.+
25 ამიტომ განრისხდა იეჰოვა თავის ხალხზე;
ის ხელს გაიწვდის მათ წინააღმდეგ და დაჰკრავს მათ.+
შეირყევიან მთები
და მათი გვამები ქუჩებში ნაგავივით ეყრება;+
მათი ურჩობის გამო არ დამცხრალა მისი რისხვა
და კვლავ გაწვდილი აქვს ხელი მათ დასაღუპავად.
26 მან ნიშანი აღუმართა შორს მცხოვრებ ერს,+
სტვენით მოიხმო იგი დედამიწის კიდეებიდან;+
და აი, მოიჩქარის იგი.+
27 არცერთი მათგანი არაა დაღლილი და არავინ ბორძიკობს,
არავინ თვლემს და არავის სძინავს.
მჭიდროდ შემოურტყამთ წელზე სარტყელი
და არ დაუწყდებათ სანდლებზე თასმები;
28 წვერწამახულია მათი ისრები
და მოზიდულია მათი მშვილდები.
მათი ცხენების ჩლიქები კაჟივითაა
და მათი ბორბლები ქარიშხალს ჰგავს.+
ბრდღვინვას დაიწყებენ და მსხვერპლს დაიჭერენ,
ისე წაიყვანენ, რომ არავინ იქნება მხსნელი.
ამ მიწის მხილველი დამამწუხრებელ სიბნელეს იხილავს;
ღრუბლები დაახშობს სინათლეს.+