საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვას სამწყსოზე მზრუნველი „ძღვენი ადამიანების სახით“
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 ივნისი
    • a ბერძნულ სეპტუაგინტაში „გამოსწორებად“ თარგმნილი იგივე ზმნა გამოყენებულ იქნა ფსალმუნის 16:5-ში, რომლის თანახმადაც, დავითი ლოცულობდა, რომ მისი ნაბიჯები გამაგრებულიყო იეჰოვას გზებზე.

  • იეჰოვას სამწყსოზე მზრუნველი „ძღვენი ადამიანების სახით“
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 ივნისი
    • როცა აუცილებელია ‘გამოსწორება’

      8. რა მხრივ გვესაჭიროება ყველას დროდადრო სრულყოფა?

      8 პირველი, „ძღვენი ადამიანების სახით“ იმისთვის არის ბოძებული, რომ ‘სრულყონ [„გამოასწორონ“, აქ] წმიდანი’, — ამბობს პავლე (ეფესელთა 4:12). ‘გამოსწორებად’ თარგმნილი ბერძნული სიტყვა რაიმეს „სწორ მდგომარეობაში“ მოყვანას ეხება. როგორც არასრულყოფილებს, დროდადრო ყველას გვესაჭიროება გამოსწორება — აზროვნების, განწყობილებისა თუ საქციელის „სწორ მდგომარეობაში“ მოყვანა ღვთის აზროვნებისა და ნების შესაბამისად. იეჰოვამ სიყვარულით უზრუნველგვყო „ძღვენით ადამიანების სახით“, რომ ისინი საჭირო სრულყოფაში დაგვეხმარონ. როგორ აკეთებენ ამას?

      9. როგორ შეუძლია უხუცესს გამოასწოროს სამწყსოს წევრი, რომელიც შეცდა?

      9 ზოგჯერ უხუცესის დახმარება შეიძლება დასჭირდეს სამწყსოს წევრს, რომელიც შეცდა, შესაძლებელია, ‘რაიმე შეცოდებაში ჩავარდა’. როგორ შეუძლია უხუცესს ამის გაკეთება? „გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით“, — ნათქვამია გალატელთა 6:1-ში. მაშასადამე, რჩევის მიცემისას უხუცესი უკმეხად არ უნდა ელაპარაკოს შემცოდველს. რჩევა გამამხნევებელი უნდა იყოს და არა ‘მუქარის’ გამომხატველი (2 კორინთელთა 10:9; შეადარეთ იობი 33:7). შემცოდველს შეიძლება ისედაც რცხვენია, ამიტომ მოსიყვარულე მწყემსი ერიდება მის დათრგუნვას. როდესაც რჩევა — თუნდაც პირდაპირი მხილება — სიყვარულიდან გამომდინარეობს და სიყვარულითვე ეძლევა შემცოდველს, ის უფრო გამოასწორებს მის აზროვნებასა თუ საქციელს და სულიერად აღადგენს (2 ტიმოთე 4:2).

      10. რა შედის სხვების გამოსწორებაში?

      10 როდესაც გამოსასწორებლად იეჰოვამ გვიბოძა „ძღვენი ადამიანების სახით“, მას განზრახული ჰქონდა, რომ უხუცესები მისი ხალხისთვის სულიერად გამომაცოცხლებლები და მისაბაძები ყოფილიყვნენ (1 კორინთელთა 16:17, 18; ფილიპელთა 3:17). გამოსწორებაში მხოლოდ არასწორ გზაზე დამდგართა გამოსწორება კი არ შედის, არამედ ერთგულთათვის დახმარების აღმოჩენაც, სწორ გზას რომ არ გადაუხვიონa. დღეს, როდესაც ამდენ გულის გამტეხ პრობლემას ვხვდებით, მსახურების გასაგრძელებლად ბევრს გამხნევება ესაჭიროება. ზოგს შეიძლება სიყვარულით აღსავსე დახმარება სჭირდებოდეს, რომ თავიანთი აზროვნება ღვთისას შეუსაბამონ. მაგალითად, ზოგი ერთგული ქრისტიანი ებრძვის გამოუსადეგრობის ან უღირსობის ღრმა გრძნობას. ასეთი «სულმოკლენი [„გულდამძიმებულები“, აქ]» შეიძლება ფიქრობდნენ, რომ იეჰოვას არ უყვარს ისინი და მისადმი მსახურებაში მათს მაქსიმალურ ძალისხმევასაც კი არ იწონებს (1 თესალონიკელთა 5:14). მაგრამ ასეთი აზროვნება არ შეესაბამება იმას, რასაც ღმერთი სინამდვილეში ფიქრობს თავის თაყვანისმცემლებზე.

      11. რით შეუძლიათ უხუცესებს დაეხმარონ მათ, ვისაც ღირსების გრძნობა აქვს დაკარგული?

      11 უხუცესებო, როგორ შეგიძლიათ დახმარება გაუწიოთ ასეთებს? გულთბილად დაანახვეთ ბიბლიიდან, რომ იეჰოვა თითოეულ თავის მსახურზე ზრუნავს, და დაამშვიდეთ, რომ ეს ბიბლიური მუხლები პირადად მათ ეხება (ლუკა 12:6, 7, 24). დაეხმარეთ დაინახონ, რომ იეჰოვამ „მოიყვანა“ ისინი თავის სამსახურში, რაც ცხადყოფს, რომ მათში რაღაც ძვირფასი დაინახა (იოანე 6:44). დაარწმუნეთ, რომ მარტონი არ არიან — იეჰოვას მრავალ ერთგულ მსახურსაც მსგავსი გრძნობები აქვს. ერთხელ წინასწარმეტყველი ელია იმდენად გულდამძიმებული იყო, რომ სიკვდილს ნატრობდა (მესამე მეფეთა 19:1-4). პირველ საუკუნეში ზოგ ცხებულ ქრისტიანს საკუთარი გული ‘სდებდა მსჯავრს’ (1 იოანე 3:20). მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ბიბლიურ დროში მცხოვრები ერთგული ადამიანები ‘ჩვენი მსგავსები’ იყვნენ (იაკობი 5:17). სასოწარკვეთილებთან ერთად შეგიძლიათ აგრეთვე გამამხნევებელი სტატიების განხილვა ჟურნალებიდან „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. თქვენი სიყვარულით აღსავსე მცდელობები — საკუთარი თავის რწმენა აღუდგინოთ ასეთებს — შეუმჩნეველი არ დარჩება ღვთისთვის, რომელმაც თქვენი თავი უბოძა ხალხს როგორც „ძღვენი ადამიანების სახით“ (ებრაელთა 6:10).

  • იეჰოვას სამწყსოზე მზრუნველი „ძღვენი ადამიანების სახით“
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 ივნისი
    • სამწყსოს ‘აღშენება’

      12. რას ეხება გამოთქმა „ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად“ და რა არის სამწყსოს აღშენების გასაღები?

      12 მეორე, „ძღვენი ადამიანების სახით“ ბოძებულია „ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად“ (ეფესელთა 4:12). აქ პავლე ხატოვანი ენით წერს. „აღშენება“ მშენებლობას გვაგონებს, ხოლო ქრისტეს სხეული ეხება ხალხს — ცხებული ქრისტიანული კრების წევრებს (1 კორინთელთა 12:27; ეფესელთა 5:23, 29, 30). უხუცესები უნდა დაეხმარონ ძმებს სულიერად გაძლიერებაში. მათი მიზანია სამწყსოს ‘აღშენება და არა დაქცევა’ (2 კორინთელთა 10:8). აღშენების გასაღები კი სიყვარულია, რადგან „სიყვარული . . . აშენებს“ (1 კორინთელთა 8:1).

      13. რას ნიშნავს უთანაგრძნო და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ უხუცესებმა თანაგრძნობა გამოავლინონ?

      13 სიყვარულის ერთი მხარე, რომელიც უხუცესებს სამწყსოს აღშენებაში ეხმარება, თანაგრძნობაა. თანაუგრძნო ნიშნავს გაიზიარო სხვისი ფიქრები და გრძნობები და გაითვალისწინო მისი შეზღუდვები (1 პეტრე 3:8). რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ უხუცესებმა თანაგრძნობა გამოავლინონ? უპირველესად იმიტომ, რომ იეჰოვა — ის, ვინც გვიბოძა „ძღვენი ადამიანების სახით“, — თანამგრძნობი ღმერთია. როდესაც მისი მსახურები იტანჯებიან ან რამე აწუხებთ, ის იმავეს გრძნობს (გამოსვლა 3:7; ესაია 63:9). მას ახსოვს მათი შეზღუდული შესაძლებლობები (ფსალმუნი 102:14). მაშ, როგორ შეუძლიათ უხუცესებს თანაგრძნობის გამოვლენა?

      14. როგორ შეუძლიათ უხუცესებს თანაგრძნობის გამოვლენა?

      14 როდესაც მათთან გულგატეხილი ადამიანი მიდის, უსმენენ და ითვალისწინებენ მის გრძნობებს. ისინი ცდილობენ გაიგონ, რა წარსული ჰქონდათ ძმებს, რა ახასიათებთ და რა მდგომარეობაში არიან. ამგვარად, როცა უხუცესები აღმშენებლურ ბიბლიურ დახმარებას სთავაზობენ, სამწყსოს უადვილდება მისი მიღება, რადგან ისეთი მწყემსებისგან მომდინარეობს, რომელთაც ნამდვილად ესმით მათი და ზრუნავენ მათზე (იგავნი 16:23). თანაგრძნობა უხუცესებს აგრეთვე აღძრავს, გაითვალისწინონ სხვების შეზღუდული შესაძლებლობები და მოსალოდნელი გრძნობები. მაგალითად, ზოგი კეთილსინდისიერი ქრისტიანი შეიძლება თავს დამნაშავედ თვლიდეს, რომ ღვთისადმი მსახურებაში მეტს ვერ აკეთებენ, შესაძლებელია, ასაკის ან ცუდი ჯანმრთელობის გამო. მეორე მხრივ, ზოგს შეიძლება წახალისება სჭირდებოდეს მსახურების გასაუმჯობესებლად (ებრაელთა 5:12; 6:1). თანაგრძნობა უხუცესებს აღძრავს, „საჭირო სიტყვები“ მოძებნონ აღსაშენებლად (ეკლესიასტე 12:10). როდესაც იეჰოვას სამწყსოს აღაშენებენ და ახალისებენ, ღვთისადმი სიყვარული აღძრავს მის წევრებს, მისადმი მსახურებაში აკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება