ღვთის სიტყვის საუნჯე | 2 თესალონიკელები 1—3
„გამოვლინდება უკანონობის მოქმედი“
ვის ან რას გულისხმობდა პავლე მოციქული ამ მუხლებში?
„აკავებს“ (მე-6 მუხლი) — როგორც ჩანს, იგულისხმებიან მოციქულები.
„გამოვლინდება“ (მე-6 მუხლი) — მოციქულების სიკვდილის შემდეგ განდგომილი ქრისტიანები გამოჩნდნენ თავიანთი თვალთმაქცობითა და ცრუ სწავლებებით.
„უკანონობის საიდუმლო“ (მე-7 მუხლი) — პავლე მოციქულის დღეებში ჯერ არ იყო გამოკვეთილი, ვინ წარმოადგენდა „უკანონობის მოქმედს“.
„უკანონობის მოქმედი“ (მე-8 მუხლი) — ეს არის ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება.
„უფალი იესო . . . ბოლოს მოუღებს [უკანონობის მოქმედს] თავისი მოსვლის გამოცხადებით“ (მე-8 მუხლი) — იესო ცხადს გახდის, რომ ზეციერი სამეფოს მეფეა, როდესაც იეჰოვას მიერ გამოტანილ განაჩენს აღასრულებს სატანის ქვეყნიერებაზე, მათ შორის „უკანონობის მოქმედზე“.
რატომ აღგძრავს ეს მუხლები, რომ გულმოდგინედ და გადაუდებლად იქადაგო?