საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ორი მოწმის გამოცოცხლება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • „ორ მოწმეს“ კლავენ

      19. „გამოცხადების“ თანახმად, რა მოხდა, როცა „ორმა მოწმემ“ დამოწმება დაასრულა?

      19 იმდენად მკაცრი იყო ქრისტიანული სამყაროს სასჯელი, რომ 42 თვის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც „ორი მოწმე“ „ჯვალოთი“ ქადაგებდა, ქრისტიანულმა სამყარომ მათ დასახოცად თავისი ძალაუფლება გამოიყენა. იოანე წერდა: „როცა დაამთავრებენ დამოწმებას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება მათ, სძლევს და დახოცავს. მათი გვამები დიდი ქალაქის მთავარ ქუჩაზე ეყრება. ამ ქალაქს, სადაც მათი უფალიც გააკრეს ბოძზე, სულიერი გაგებით, სოდომი და ეგვიპტე ჰქვია. ხალხები, ტომები, ენები და ერები უყურებენ მათ გვამებს სამ-ნახევარი დღე და არ დაამარხვინებენ გვამებს სამარხში. დედამიწის მკვიდრნი ხარობენ მათი სიკვდილის გამო და მხიარულობენ, ერთმანეთს ძღვენს გაუგზავნიან, რადგან ეს ორი წინასწარმეტყველი ტანჯავდა დედამიწის მკვიდრთ“ (გამოცხადება 11:7—10).

      20. რას წარმოადგენს „უფსკრულიდან ამომავალი მხეცი“?

      20 „გამოცხადებაში“ მოყვანილი 37 შემთხვევიდან ამ მუხლში პირველად არის მოხსენიებული მხეცი. თავის დროზე ჩვენ დაწვრილებით ვისაუბრებთ ამ და სხვა მხეცებზე. ამჯერად მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ „უფსკრულიდან ამომავალი მხეცი“ სატანის მიზანს ემსახურება და მოქმედ პოლიტიკური სისტემას განასახიერებსb (შეადარეთ გამოცხადების 13:1; დანიელის 7:2, 3, 17).

      21. ა) როგორ ისარგებლეს მდგომარეობით „ორი მოწმის“ მტრებმა? ბ) რაზე მიუთითებდა ის, რომ „ორი მოწმის“ გვამი დაუმარხავი იყო? გ) როგორ უნდა განვსაზღვროთ სამ-ნახევარი დღის ხანგრძლივობა? (იხილეთ სქოლიო)

      21 ერები 1914—1918 წლებში პირველ მსოფლიო ომში იყვნენ ჩაბმული. მძლავრობდა ნაციონალისტური სულისკვეთება, რითაც 1918 წლის გაზაფხულზე „ორი მოწმის“ მტრებმა ისარგებლეს. მათ თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენეს ქვეყნის სამართლებრივი ორგანოები, რომ ბიბლიის მკვლევართაგან პასუხისმგებელი პირები ანტისახელმწიფოებრივი აგიტაციის ცრუ ბრალდებით დაეპატიმრებინათ. ბიბლიის მკვლევართა ერთგული თანამსახურები გაოგნებულები დარჩნენ. სამეფო საქმე თითქმის შეჩერდა. თითქოს ჩაკვდა სამქადაგებლო საქმიანობა. ბიბლიურ დროში დიდ სირცხვილად ითვლებოდა, თუ მკვდარს სამარხში არ დაასვენებდნენ (ფსალმუნი 79:1—3; 1 მეფეები 13:21, 22). ამგვარად, „ორი მოწმის“ დაუმარხავად დატოვება მათ შერცხვენას ნიშნავდა. პალესტინის ცხელ კლიმატში გარეთ დატოვებული გვამი სამ-ნახევარ დღეში ნამდვილად აყროლდებოდაc (შეადარეთ იოანეს 11:39). წინასწარმეტყველებაში აღწერილი ეს დეტალი მიუთითებს სირცხვილზე, რისი ატანაც „ორ მოწმეს“ მოუწევდა. ზემოხსენებულ დაპატიმრებულ ძმებს საქმის გასაჩივრებისას თავდებით გათავისუფლებაზეც კი უარი უთხრეს. ისინი იმდენ ხანს „ეყარნენ“, რომ „აყროლდნენ“ „დიდი ქალაქის“ მკვიდრთა თვალწინ. რას განასახიერებდა „დიდი ქალაქი“?

      22. ა) რა არის დიდი ქალაქი? ბ) პრესა სამღვდელოებასთან ერთად რა სიხარულით შეხვდა „ორი მოწმის“ დადუმებას? (იხილეთ ჩარჩო)

      22 იოანე გვეხმარება ამის უკეთ გაგებაში. ის ამბობს, რომ იესო იქ გააკრეს ბოძზე. ჩვენ მაშინვე იერუსალიმი გვახსენდება. იოანე იმასაც ამბობს, რომ ამ დიდ ქალაქს სოდომი და ეგვიპტე ჰქვია. იერუსალიმს უწმინდურების გამო ერთხელ უკვე ეწოდა სოდომი (ესაია 1:8—10; შეადარეთ ეზეკიელის 16:49, 53—58). ეგვიპტე კი, როგორც პირველი მსოფლიო მპყრობელი, ზოგჯერ ამ ქვეყნიერებას განასახიერებს (ესაია 19:1, 19; იოელი 3:19). ამგვარად, ამ დიდი ქალაქით წარმოდგენილია წაბილწული „იერუსალიმი“, რომელიც თითქოს ღმერთს ემსახურება, მაგრამ სოდომივით უწმინდური და ცოდვილია, და „ეგვიპტესავით“ სატანის ქვეყნიერების ნაწილია. ის განასახიერებს ქრისტიანულ სამყაროს, ორგული იერუსალიმის თანამედროვე ორეულს, ორგანიზაციას, რომლის წევრებიც ხარობდნენ „ორი მოწმის“ დადუმებით, რომელთა ქადაგებაც მოსვენებას უკარგავდა მათ.

  • ორი მოწმის გამოცოცხლება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • c თუ განვიხილავთ, რა გადახდა თავს ღვთის ხალხს მაშინ, დავინახავთ, რომ თუმცა 42 თვე, როგორც ჩანს, პირდაპირი გაგებით სამ-ნახევარ წელიწადს ნიშნავს, სამ-ნახევარი დღე პირდაპირი გაგებით 84 საათიან დროის მონაკვეთს არ გულისხმობს. შესაბამისად სამ-ნახევარი დღე, რომელიც ორჯერ არის მოხსენიებული (მე-9 და მე-11 მუხლები), იმაზე მიუთითებს, რომ პირველ სამ-ნახევარწლიან პერიოდთან შედარებით ეს დრო ხანმოკლე უნდა ყოფილიყო.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება