ესაია
19 ეგვიპტისთვის გამოტანილი განაჩენი:+
აი, ამხედრებულია იეჰოვა სწრაფ ღრუბელზე და ეგვიპტისკენ მიემართება.
ათრთოლდებიან მის წინაშე ეგვიპტის უსარგებლო ღმერთები+
და შიშისგან გული შეუღონდება ეგვიპტეს.
2 „ავამხედრებ ეგვიპტელს ეგვიპტელზე
და ერთმანეთს შეებრძოლებიან,
თითოეული — თავის ძმასა და მოძმეს,
ქალაქი — ქალაქს და სამეფო — სამეფოს.
უსარგებლო ღმერთებს, მომნუსხველებს,
სულების გამომძახებლებსა და მკითხავებს მიმართავენ.+
4 ულმობელ ბატონს ჩავუგდებ ეგვიპტეს ხელში,
სასტიკი მეფე იმეფებს მათზე“,+ — ამბობს ჭეშმარიტი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
6 აყროლდება მდინარეები,
ეგვიპტის ნილოსის არხები დაიკლებს და დაიწრიტება.
დალპება ლერწამი და ჭილი.+
გაიხვეტება და აღარ იქნება.
8 იგლოვებენ მეთევზეები,
მოთქმას მოჰყვება ყველა, ვინც ანკესს ისვრის ნილოსში,
დაცოტავდებიან მასზე ბადეების გამშლელნი.
10 დაღონდებიან ეგვიპტელი მქსოველები,
ყველა მოჯამაგირე დამწუხრდება.
11 უგუნურნი არიან ცოანის+ მთავრები.
ფარაონის ბრძენთა ბრძენი მრჩევლები უგუნურ რჩევებს იძლევიან.+
როგორ ეტყვით ფარაონს,
მე ბრძენთა შთამომავალი ვარ,
ძველად მცხოვრები მეფეები არიანო ჩემი წინაპრები?!
12 მაშ, სად არიან შენი ბრძენკაცები?!+
გითხრან, თუ იციან, რა აქვს განზრახული ლაშქართა ღმერთ იეჰოვას ეგვიპტისთვის.
13 უგუნურად იქცევიან ცოანის მთავრები,
ეგვიპტეს მისივე ტომების თავკაცები ურევენ გზა-კვალს.
და ისიც ისე ბარბაცებს, როგორც მთვრალი თავის ნარწყევში.
16 იმ დღეს ეგვიპტე ქალს დაემსგავსება, აკანკალდება და შიში შეიპყრობს, რადგან ლაშქართა ღმერთი იეჰოვა მოუღერებს მას ხელს.+ 17 შიშის ზარს დასცემს ეგვიპტეს იუდას მიწა. მის ხსენებაზე შიში შეიპყრობთ იმის გამო, რაც ლაშქართა ღმერთმა იეჰოვამ განიზრახა მათ წინააღმდეგ.+
18 იმ დღეს ეგვიპტის მიწაზე ხუთი ქალაქი ილაპარაკებს ქანაანურად+ და ლაშქართა ღმერთს, იეჰოვას, ერთგულებას შეჰფიცებს. ერთ ქალაქს „ნგრევის ქალაქი“ დაერქმევა.
19 იმ დღეს იეჰოვას სამსხვერპლო იქნება შუა ეგვიპტეში და იეჰოვას სვეტი — მის საზღვართან. 20 ლაშქართა ღმერთ იეჰოვას ნიშნად და მოწმობად იქნება ეს ეგვიპტის მიწაზე; ისინი შეღაღადებენ იეჰოვას მჩაგვრელთა გამო და ის გაუგზავნის მათ დიდებულ მხსნელს, რომელიც დაიხსნის მათ. 21 თავს გააცნობს იეჰოვა ეგვიპტელებს; ეგვიპტელებიც გაიცნობენ იეჰოვას იმ დღეს და მსხვერპლს შესწირავენ იეჰოვას, ძღვენს მიართმევენ, აღთქმას დაუდებენ და შეუსრულებენ. 22 დასჯის იეჰოვა ეგვიპტეს,+ დასჯის და განკურნავს; ისინი დაუბრუნდებიან იეჰოვას და ისიც შეისმენს მათ ვედრებას და განკურნავს.
23 იმ დღეს გზა გაიკვალება+ ეგვიპტიდან ასურეთამდე; ასურეთი ჩავა ეგვიპტეში, ეგვიპტე კი — ასურეთში, და ერთად ემსახურებიან ღმერთს ეგვიპტე და ასურეთი. 24 იმ დღეს ისრაელი ეგვიპტისა და ასურეთის+ მესამე მოკავშირე იქნება, კურთხევა დედამიწისთვის, 25 რადგან ლაშქართა ღმერთი იეჰოვა აკურთხებს მათ და იტყვის: „კურთხეული იყოს ჩემი ხალხი — ეგვიპტე, ჩემი ნახელავი — ასურეთი და ჩემი საკუთრება — ისრაელი!“+