27-ე გაკვეთილი
როგორ ემსახურება იესოს სიკვდილი ჩვენს ხსნას?
ადამისა და ევას დაუმორჩილებლობის შედეგია, რომ ყველანი ცოდვილები ვართ, ვიტანჯებით და ვკვდებით.a თუმცა ჩვენი მდგომარეობა უიმედო არაა. იეჰოვა ცოდვისა და სიკვდილისგან თავისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით გვიხსნის. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იესომ თავისი სიკვდილით კაცობრიობისთვის გამოსასყიდი გაიღო. გამოსასყიდი ვინმეს გასათავისუფლებლად გაღებული საფასურია. საფასური, რომელიც იესომ გადაიხადა, მისი სრულყოფილი სიცოცხლე იყო (წაიკითხეთ მათეს 20:28). იესოს შეეძლო მარადიულად ეცხოვრა დედამიწაზე, მაგრამ მან უარი თქვა ამ უფლებაზე. შედეგად, მოგვეცა შესაძლებლობა, დავიბრუნოთ ის, რაც ადამმა და ევამ დაკარგეს. იესოს ეს ნაბიჯი იმაზეც მოწმობდა, თუ რამდენად ვუყვარვართ მას და იეჰოვას. ეს გაკვეთილი დაგვეხმარება, მეტად დავაფასოთ ის, რაც იესომ ჩვენთვის გააკეთა.
1. რა სიკეთე მოაქვს ჩვენთვის იესოს სიკვდილს დღესვე?
ცოდვის გამო ხშირად ვაკეთებთ ისეთ რამეს, რითაც გულს ვტკენთ იეჰოვას. მაგრამ, თუ მთელი გულით ვნანობთ ჩვენს არასწორ საქციელს, იეჰოვას იესო ქრისტეს სახელით პატიებას ვთხოვთ და ყველანაირად ვცდილობთ, არ გავიმეოროთ შეცდომები, ღმერთი თავის მეგობრებად ჩაგვთვლის (1 იოანე 2:1). ბიბლიაში ვკითხულობთ: „ქრისტეც ხომ მოკვდა ცოდვების გამო, მართალი უმართლოთა გამო, რათა ღმერთთან შეერიგებინეთ!“ (1 პეტრე 3:18).
2. რა სიკეთეს მოგვიტანს იესოს სიკვდილი მომავალში?
იეჰოვამ იმიტომ გამოგზავნა იესო დედამიწაზე, რომ თავისი სრულყოფილი სიცოცხლე გაეღო, „რათა ვისაც ის [ანუ იესო] სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). იეჰოვა მალე გამოასწორებს იმ მდგომარეობას, რომელიც ადამის დაუმორჩილებლობას მოჰყვა შედეგად. სწორედ ეს გახადა შესაძლებელი იესოს სიკვდილმა. თუ მთელი გულით გვჯერა, რომ იესოს გამოსასყიდს ხსნის ძალა აქვს, სამოთხედქცეულ დედამიწაზე მარადიულად გავიხარებთ ცხოვრებით (ესაია 65:21—23).
გაიღრმავეთ ცოდნა
ქვემოთ მეტს შეიტყობთ, თუ რატომ გაიღო იესომ თავისი სიცოცხლე. გაიგებთ იმასაც, თუ რა სიკეთე მოაქვს თქვენთვის იესოს სიკვდილს.
3. იესოს გამოსასყიდი ცოდვისა და სიკვდილისგან გვიხსნის
ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რა დაკარგა ადამმა ღვთისადმი დაუმორჩილებლობის შედეგად?
წაიკითხეთ რომაელების 5:12 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
პირადად თქვენ როგორ გრძნობთ ადამის ცოდვის შედეგებს?
წაიკითხეთ იოანეს 3:16 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რატომ გამოგზავნა იეჰოვამ თავისი ძე დედამიწაზე?
ა. ადამი სრულყოფილი იყო, მაგრამ შესცოდა და კაცობრიობა ცოდვასა და სიკვდილს დაუმონა.
ბ. იესო სრულყოფილი იყო. ის დაემორჩილა ღმერთს და ადამიანებს შესაძლებლობა მისცა, დაებრუნებინათ სრულყოფილება და მარადიულად ეცხოვრათ.
4. იესოს სიკვდილს ყველასთვის მოაქვს სიკეთე
ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
როგორ მოაქვს სიკეთე ყველასთვის ერთი კაცის სიკვდილს?
წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 2:5, 6 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
ადამი სრულყოფილი იყო, მაგრამ შესცოდა და კაცობრიობა ცოდვასა და სიკვდილს დაუმონა. მისგან განსხვავებით, რა გააკეთა იესომ, რომელიც მასავით სრულყოფილი იყო? როგორ გაიღო „შესაბამისი გამოსასყიდი“?
5. გამოსასყიდი ღვთის საჩუქარია
ვისაც იეჰოვა უყვარს, გამოსასყიდს პირადად მისთვის გაკეთებულ საჩუქრად მიიჩნევს. წაიკითხეთ გალატელების 2:20 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
როგორ ჩანს მოციქული პავლეს სიტყვებიდან, რომ ის გამოსასყიდს პირად საჩუქრად მიიჩნევდა?
ცოდვის შედეგად ადამიცა და მისი შთამომავლებიც მოკვდავები გახდნენ. იეჰოვამ თავისი ძე იმიტომ გამოგზავნა დედამიწაზე, რომ მომკვდარიყო და ჩვენთვის მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მოეცა.
წაიკითხეთ იოანეს 19:1—7, 16—18 და წარმოიდგინეთ, რას გრძნობდა იეჰოვა თავისი ძის ტანჯვის შემხედვარე. შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რა გრძნობა გეუფლებათ, როცა ფიქრობთ, რა გააკეთეს იეჰოვამ და იესომ თქვენთვის?
ვინმემ შეიძლება გკითხოთ: „როგორ შეიძლება ერთი კაცის სიკვდილმა ყველა ადამიანი იხსნას?“.
როგორ უპასუხებთ?
შეჯამება:
იესოს სიკვდილმა ცოდვების პატიება და მარადიული სიცოცხლე გახადა შესაძლებელი.
გასამეორებელი კითხვები:
რატომ მოკვდა იესო?
რატომ შეიძლება ითქვას, რომ იესოს სრულყოფილი სიცოცხლე „შესაბამისი გამოსასყიდი“ იყო?
რა სიკეთე მოაქვს იესოს სიკვდილს პირადად თქვენთვის?
გაიგეთ მეტი:
გაიგეთ, რატომ ეწოდება იესოს მსხვერპლად გაღებულ სრულყოფილ სიცოცხლეს გამოსასყიდი.
„როგორ შეუძლია იესო ქრისტეს მსხვერპლს მრავალთა გამოსყიდვა?“ (სტატია ვებგვერდზე)
შეიტყვეთ, რა უნდა გავაკეთოთ ცოდვისა და სიკვდილისგან თავის დასახსნელად.
გვპატიობს იეჰოვა მძიმე ცოდვებს?
„პასუხები ბიბლიურ კითხვებზე“ („საგუშაგო კოშკი“, 1 მაისი, 2013)
გაიგეთ, როგორ დაეხმარა ერთ კაცს ქრისტეს გამოსასყიდზე ფიქრი, ცხოვრების შეცვლაში.
a სიტყვა „ცოდვა“ მხოლოდ არასწორ საქციელზე კი არ მიუთითებს, არამედ იმ მდგომარეობაზეც, რომელშიც ყველანი აღმოვჩნდით. ცოდვილი მდგომარეობის გამო ადამიანები ცუდის კეთებისკენ ვართ მიდრეკილი.