იობი
1 უცის მიწაზე+ ცხოვრობდა ერთი უმწიკვლო,+ მართალი,+ ღვთისმოშიში+ და ბოროტებისგან შორს მდგარი+ კაცი, სახელად იობი*.+ 2 მას შვიდი ვაჟი და სამი ასული ჰყავდა.+ 3 ჰყავდა ასევე შვიდი ათასი ცხვარი, სამი ათასი აქლემი, ხუთასი უღელი ხარი, ხუთასი ჭაკი ვირი+ და უამრავი მსახური. ის ყველაზე დიდებული კაცი იყო მთელ აღმოსავლეთში.+
4 მისი ვაჟები სტუმრად დადიოდნენ ერთმანეთთან და თითოეული თავის დღეს მართავდა ნადიმს.+ იწვევდნენ ხოლმე თავიანთ სამივე დას, რომ მათთან ერთად ეჭამათ და ესვათ. 5 როცა ნადიმის დღეები ჩაივლიდა, იობი შეუთვლიდა ხოლმე, განწმენდილიყვნენ.+ იგი დილით ადრე დგებოდა და მათი რიცხვის მიხედვით სწირავდა დასაწვავ მსხვერპლს,+ ამბობდა: „იქნებ შესცოდეს ჩემმა ვაჟებმა და დაგმეს+ ღმერთი თავიანთ გულში“.+ ყოველთვის ასე იქცეოდა იობი.+
6 ერთ დღეს, როდესაც ჭეშმარიტი ღვთის შვილები*+ იეჰოვას წინაშე წარდგნენ,+ სატანაც*+ მივიდა და დადგა მათ შორის.+
7 ჰკითხა იეჰოვამ სატანას: „საიდან მოდიხარ?“ სატანამ მიუგო იეჰოვას: „ვიხეტიალე+ და შემოვიარე დედამიწა“.+ 8 იეჰოვამ უთხრა სატანას: „შეამჩნიე ჩემი მსახური იობი? არავინაა მისი მსგავსი დედამიწაზე,+ უმწიკვლო,+ მართალი,+ ღვთისმოშიში+ კაცია და ბოროტებისგან შორს დგას“.+ 9 მიუგო სატანამ იეჰოვას: „მერედა ტყუილად აქვს იობს ღვთის შიში?+ 10 შენ არ მფარველობ მას,+ მის სახლს და ყველაფერს, რაც აქვს? შენ აკურთხე მისი ხელის ნამოქმედარი+ და გაამრავლე მისი საქონელი მთელ მიწაზე. 11 აბა, გაიწოდე ხელი და შეახე მის ქონებას; ნახე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“.+ 12 იეჰოვამ უთხრა სატანას: „აი, შენს ხელშია ყველაფერი, რაც აქვს. ოღონდ პირადად მას არ შეახო ხელი!“ წავიდა სატანა იეჰოვასგან.+
13 ერთ დღეს იობის ვაჟები და ასულები თავიანთი უფროსი ძმის სახლში შეიკრიბნენ, რომ ეჭამათ და ღვინო დაელიათ.+ 14 მივიდა იობთან მაცნე+ და უთხრა: „როცა ხარები ხნავდნენ+ და ვირები მათ გვერდით ძოვდნენ, 15 სებელები+ თავს დაესხნენ და წაასხეს საქონელი, მსახურები კი მახვილით დახოცეს. მეღა გადავრჩი ამბის მომტანი“.+
16 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ კიდევ ერთი მოვიდა და თქვა: „ღვთის ცეცხლი ჩამოვარდა ზეციდან,+ აბრიალდა და შთანთქა ცხვარიცა და მსახურებიც. მეღა გადავრჩი ამბის მომტანი“.
17 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ კიდევ ერთი მოვიდა და თქვა: „ქალდეველების+ სამი რაზმი თავს დაესხა აქლემებს და წაასხეს, მსახურები კი მახვილით დახოცეს. მეღა გადავრჩი ამბის მომტანი“.
18 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ კიდევ ერთი მოვიდა და თქვა: „შენი ვაჟები და ასულები თავიანთი უფროსი ძმის სახლში ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ.+ 19 უდაბნოს მხრიდან დიდი ქარი+ ამოვარდა და სახლის ოთხივე კუთხეს ეძგერა, ახალგაზრდებს თავზე დაემხოთ და დაიხოცნენ. მეღა გადავრჩი ამბის მომტანი“.
20 ადგა იობი, შემოიხია+ მოსასხამი, თავი გადაიპარსა,+ პირქვე+ დაეცა მიწაზე+ 21 და თქვა:
„შიშველი გამოვედი დედაჩემის მუცლიდან+
და შიშველი დავბრუნდები.+
იეჰოვამ მომცა+ და იეჰოვამ წაიღო.+
კვლავაც კურთხეული იყოს იეჰოვას სახელი“.+
22 ყოველივეს მიუხედავად არ შეუცოდავს იობს და ცუდი არაფერი დაუბრალებია ღვთისთვის.+