იგავები
15 მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს,+ მწარე სიტყვა კი რისხვას იწვევს.+
2 ბრძენის ენა ცოდნას სასიკეთოდ იყენებს,+ სულელის პირი კი უგუნურებას აფრქვევს.+
3 იეჰოვას თვალი ყველგან არის,+ აკვირდება კეთილებსა და ბოროტებს.+
4 მშვიდად მოლაპარაკე ენა სიცოცხლის ხეა,+ უკუღმართად მოლაპარაკე კი სულის დაცემაა.+
5 უგუნური არაფრად აგდებს მამის დარიგებას*,+ წინდახედული კი ყურად იღებს შეგონებას.+
6 მართლის სახლში სიუხვეა,+ ბოროტის მონაგებს კი უბედურება მოაქვს.+
7 ბრძენთა ბაგენი სიბრძნეს აფრქვევენ,+ სულელთა გულს კი ეს არ შეუძლია.+
8 ბოროტთა მსხვერპლი სისაძაგლეა იეჰოვასთვის,+ მართალთა ლოცვა კი სასურველია მისთვის.+
9 ბოროტის გზა სისაძაგლეა იეჰოვასთვის;+ ვინც სიმართლეს ესწრაფვის, უყვარს მას.+
10 გზის მიმტოვებლისთვის სასჯელი* მკაცრია,+ შეგონების მოძულე მოკვდება.+
11 სამარე და ხრწნის ადგილი+ იეჰოვას წინაშეა,+ მით უმეტეს, ადამიანთა გულები!+
12 დამცინავს არ უყვარს შემგონებელი,+ ის ბრძენებთან არ მივა.+
13 გულის სიხარული სახეზეც აისახება,+ გულისტკივილი კი სულს ამწუხრებს.+
14 გაგებული გული ცოდნას ეძებს,+ სულელთა პირი კი უგუნურებისკენ ისწრაფვის.+
15 დაჩაგრულისთვის ყოველი დღე ცუდია,+ გულმხიარულს კი მუდამ ლხინი აქვს.+
16 ჯობია იეჰოვასი გეშინოდეს+ და ცოტა გქონდეს, ვიდრე სიუხვესა და შფოთში ცხოვრობდე.+
17 ბოსტნეულის კერძი და სიყვარული+ სჯობია ნასუქ ხარსა და სიძულვილს.+
18 განრისხებული კაცი შუღლს აღვივებს,+ რისხვაში ნელი კი დავას აცხრობს.+
19 ზარმაცის გზა ასკილის ღობესავითაა,+ მართალთა ბილიკი კი მოსწორებულია.+
20 ბრძენი ვაჟი მამას ახარებს,+ სულელი კი არაფრად აგდებს დედას.+
21 უგუნურს* უგუნურება ახარებს,+ გამჭრიახი კი სწორი გზით მიდის.+
22 გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება;+ სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა.+
23 კაცს თავისი პირით გაცემული პასუხი ახარებს.+ რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!+
24 მისთვის, ვინც წვდომის უნარს ავლენს, სიცოცხლის ბილიკი ზევით მიდის,+ რათა სამარეში ჩასვლისაგან დაიცვას იგი.+
25 პატივმოყვარეთა სახლს იეჰოვა დაანგრევს,+ ქვრივის მიჯნას კი გაამყარებს.+
26 ბოროტის ზრახვები სისაძაგლეა იეჰოვასთვის,+ სასიამოვნო სიტყვები კი სუფთაა მისთვის.+
27 ვინც უსამართლოდ იხვეჭს, უბედურებას მოუტანს თავის სახლს,+ ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს.+
28 მართლის გული პასუხის გაცემამდე ფიქრობს,+ ბოროტთა პირი კი ბოროტებას აფრქვევს.+
29 იეჰოვა შორსაა ბოროტთაგან,+ მართალთა ლოცვას კი ისმენს.+
30 გაბრწყინებული თვალები+ გულს ახარებს,+ კარგი ამბავი+ ძვლებს ამსუყებს.+
31 სასიცოცხლო შეგონების მომსმენი+ ყური ბრძენთა შორის არის.+
32 ვინც დარიგებას ყურად არ იღებს,+ საკუთარ სულს უარყოფს, შეგონების მომსმენი კი გულს იძენს.+
33 იეჰოვას შიში სიბრძნეს ასწავლის კაცს,+ თავმდაბლობა წინ უსწრებს დიდებას.+