იგავები
28 ბოროტი მაშინაც გარბის, როცა არავინ მისდევს,+ მართალი კი ლომივით გულადია.+
2 როცა ქვეყანა ცოდვაშია ჩაფლული,+ მთავრები ხშირად იცვლებიან; გამჭრიახი კაცის წყალობით, რომელმაც იცის, რა არის სწორი, მთავარი დიდხანს დარჩება.+
3 რაღა ღარიბი კაცი, რომელიც საწყალს გამოსტყუებს რამეს,+ და რაღა წვიმა, რომელიც ყველაფერს წალეკავს და საკვებად არაფერს დატოვებს.
4 კანონის უგულებელმყოფელნი ბოროტს განადიდებენ,+ კანონის დამცველებს კი აღაშფოთებენ.+
5 ბოროტმოქმედებს არ ესმით სამართალი, იეჰოვას მაძიებლებს კი ყველაფერი ესმით.+
6 უმწიკვლოდ მავალი ღარიბი სჯობს გზაგამრუდებულ მდიდარს.+
7 გაგების უნარის მქონე შვილი კანონს იცავს,+ გაუმაძღართა მეგობარი კი მამამისს ამცირებს.+
8 სარგებლითა+ და ვახშით ქონების მომხვეჭელი ღარიბთა მწყალობლისთვის აგროვებს მას.+
9 ვინც კანონის მოსმენას ყურს არიდებს,+ მისი ლოცვაც კი სისაძაგლეა.+
10 ვინც მართალს ბოროტი გზისკენ გადაახვევინებს,+ თავისივე გათხრილ ორმოში ჩავარდება;+ უბიწოები ყოველივე კარგს მოიმკიან.+
11 მდიდარს თავი ბრძენი ჰგონია,+ ღარიბი კი თავისი გამჭრიახობით გამოააშკარავებს მას.+
12 მშვენიერია, როცა მართლები ხარობენ;+ მაგრამ როცა ბოროტები აღზევდებიან, ხალხი თავს ინიღბავს.+
13 ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება,+ ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება.+
14 ბედნიერია კაცი, რომელსაც მუდამ შიში აქვს,+ ხოლო ვინც გულს იქვავებს, უბედურება დაატყდება თავს.+
15 რაღა მბრდღვინავი ლომი და გააფთრებული დათვი და რაღა ღარიბი ხალხის ბოროტი მმართველი.+
16 წინამძღოლი, რომელსაც ნამდვილი გამჭრიახობა არა აქვს, ბევრს თაღლითობს;+ უკანონო შემოსავლის მოძულე+ დღეგრძელი იქნება.
17 ადამიანის* სისხლის ღვრით დამძიმებული კაცი მანამდე ირბენს, სანამ ორმოში არ ჩავარდება.+ ნურავინ შეაკავებს მას.
18 უბიწოდ მავალი გადარჩება,+ გზაგამრუდებული კი უეცრად დაეცემა.+
19 ვინც თავის მიწას ამუშავებს, პურით დანაყრდება;+ ხოლო ვინც ამაოებას ესწრაფვის, სიღარიბით გაძღება.+
20 ერთგული ბევრ კურთხევას მიიღებს;+ ხოლო ვინც სიმდიდრის შეძენას ესწრაფვის, უდანაშაულო ვერ დარჩება.+
21 მიკერძოება არ არის კარგი;+ არც ის, ერთი ნაჭერი პურისთვის რომ სცოდავს კაცი.
22 შურიანი თვალის მქონე კაცი გამდიდრებას ესწრაფვის,+ ის კი არ იცის, სიდუხჭირეში რომ აღმოჩნდება.
23 კაცის შემგონებელი+ მოგვიანებით უფრო მეტ წყალობას პოვებს, ვიდრე პირფერი.
24 ვინც თავის დედ-მამას ძარცვავს+ და ამბობს, ეს ცოდვა არ არისო,+ დამღუპველი კაცის ამხანაგია.
25 ქედმაღალი სულის პატრონი შუღლს აღვივებს;+ იეჰოვაზე მინდობილი აივსება.+
26 საკუთარ გულზე დაიმედებული სულელია;+ სიბრძნით მავალი გადარჩება.+
27 ვინც ღარიბს აძლევს, სიდუხჭირეში არ იცხოვრებს;+ ხოლო მას, ვინც თვალებს ხუჭავს, წყევლა არ მოსცილდება.+
28 ბოროტთა აღზევებისას ხალხი იმალება,+ ხოლო მათი განადგურებისას მართლები მრავლდებიან.+