ესაია
62 სიონის გულისთვის არ გავჩერდები+ და იერუსალიმის გულისთვის+ არ გავჩუმდები, სანამ სინათლესავით+ არ გამოჩნდება მისი სიმართლე და მოგიზგიზე ჩირაღდანივით+ — მისი ხსნა.
2 «ხალხები დაინახავენ შენს* სიმართლეს+ და მეფეები — შენს+ დიდებას.+ დაგერქმევა ახალი სახელი,+ რომელსაც იეჰოვას ბაგე გიწოდებს. 3 სილამაზის გვირგვინი იქნები იეჰოვას ხელში+ და სამეფო თავსაბურავი — შენი ღვთის ხელისგულზე. 4 მეტად აღარ დაგიძახებენ სამუდამოდ მიტოვებულ ქალს,+ აღარ იტყვიან, რომ გაპარტახებულია შენი მიწა.+ გეწოდება „მასში ვპოულობ სიამოვნებას“+ და შენს მიწას „ცოლივით პატრონიანი“ ეწოდება, რადგან იეჰოვა შენში პოვებს სიამოვნებას და შენი მიწა ცოლივით პატრონიანი იქნება.+ 5 როგორც ახალგაზრდა კაცი ეპატრონება ქალწულს, ცოლს, ისე დაგეპატრონებიან შენი ვაჟები, როგორც ცოლს.+ როგორც ნეფე ხარობს პატარძლით,+ ისე გაიხარებს შენი ღმერთი შენით.+ 6 შენს გალავანზე დავაყენე გუშაგები,+ იერუსალიმო. ნუ გაჩერდებიან მთელი დღე და მთელი ღამე!+
თქვენ, ვინც ახსენებთ იეჰოვას,+ ნუ დადუმდებით+ 7 და ნუ მოასვენებთ მას, სანამ არ განამტკიცებს, სანამ ქებად არ აქცევს იერუსალიმს დედამიწაზე!»+
8 იეჰოვამ დაიფიცა თავისი მარჯვენა+ და თავისი ძლიერი მკლავი:+ „აღარ მივცემ საჭმელად შენს მარცვლეულს შენს მტრებს,+ არც უცხოელები დალევენ შენს ახალ ღვინოს,+ რომლისთვისაც შრომობდი. 9 შემგროვებლები შეჭამენ მას და ქებას მიუძღვნიან იეჰოვას. მკრეფავები დალევენ მას ჩემს წმინდა ეზოებში“.+
10 გადით, გადით კარიბჭეებიდან, გზა გაუთავისუფლეთ ჩემს ხალხს!+ გზა გაიყვანეთ, გზა გაიყვანეთ! ქვებისგან გაასუფთავეთ!+ ნიშანი აღუმართეთ ხალხებს!+
11 აი, ხმა მიაწვდინა იეჰოვამ დედამიწის უშორეს მხარეს:+ „უთხარით სიონის ასულს:+ აი, მოდის შენი ხსნა!+ აი, მასთანვეა ჯილდო, რომელსაც იძლევა,+ და მის წინაშეა საზღაური, რომელსაც იხდის“.+
12 ადამიანები წმინდა ხალხს უწოდებენ მათ,+ იეჰოვას გამოსყიდულებს;+ შენ კი „მოძებნილი“ და „არა სამუდამოდ მიტოვებული ქალაქი“+ გეწოდება.