ზაქარია
14 „აი, დადგება იეჰოვას დღე+ და შენში ნაძარცვი შენშივე დანაწილდება. 2 შევკრებ ყველა ხალხს იერუსალიმთან საბრძოლველად;+ დაიპყრობენ ქალაქს,+ გაძარცვავენ სახლებს და ქალებს გააუპატიურებენ.+ ნახევარი ქალაქი ტყვეობაში წავა,+ ხალხის დარჩენილი ნაწილი+ კი არ მოიკვეთება ქალაქიდან.+
3 გამოვა იეჰოვა და შეებრძოლება ამ ხალხებს,+ როგორც ბრძოლისა და ომის დღეს.+ 4 იმ დღეს ის დადგება ზეთისხილის მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ რომ არის აღმოსავლეთით,+ და შუაზე გაიპობა+ ზეთისხილის მთა+ მზის ამოსავლიდან დასავლეთამდე. იქნება იქ დიდი ველი. მთის ერთი ნახევარი ჩრდილოეთისკენ გადაადგილდება, მთის მეორე ნახევარი კი — სამხრეთისკენ. 5 გაიქცევით ჩემი მთების ველისკენ,+ რადგან აცელამდე იქნება გადაჭიმული მთების ეს ველი. ისე გაიქცევით, როგორც იუდას მეფე უზიას დროს მომხდარი მიწისძვრის დროს გარბოდით.+ მოვა იეჰოვა, ჩემი ღმერთი,+ და მასთან ერთად ყველა წმინდა.+
6 იმ დღეს აღარ იქნება მშვენიერი სინათლე,+ ყველაფერი გაქვავდება.+ 7 ეს იქნება ერთ დღეს, იეჰოვას დღედ ცნობილ დღეს.+ ის არც დღე იქნება და არც ღამე;+ საღამოს გამოჩნდება სინათლე.+ 8 იმ დღეს ცოცხალი წყალი+ წამოვა იერუსალიმიდან,+ ნახევარი აღმოსავლეთის ზღვისკენ იდინებს,+ ნახევარი — დასავლეთის ზღვისკენ;+ ზამთარ-ზაფხულ ასე იქნება.+ 9 იეჰოვა იმეფებს მთელ დედამიწაზე.+ იმ დღეს ერთი იქნება იეჰოვა+ და ერთი იქნება მისი სახელი.+
10 არაბას+ დაემსგავსება მთელი მიწა გებადან+ რიმონამდე+ იერუსალიმის სამხრეთით; აღსდგება და თავის ადგილზე+ დასახლდება ბენიამინის+ კარიბჭიდან პირველ კარიბჭემდე, კუთხის კარიბჭემდე, ხანანელის კოშკიდან+ მეფის საწნახლებამდე. 11 ხალხი დასახლდება იქ და აღარავინ გამოცალკევდება გასანადგურებლად,+ უსაფრთხოდ იცხოვრებენ იერუსალიმში.+
12 აი რა სატანჯველს მოუვლენს იეჰოვა იმ ხალხებს, რომლებიც გაილაშქრებენ იერუსალიმზე:+ ხორცი შემოალპებათ ზეზეულად,+ თვალები ფოსოებში ჩაულპებათ და ენა პირში.
13 იმ დღეს დიდ არეულობას გამოიწვევს იეჰოვა მათში;+ ერთმანეთს წაავლებენ ხელს, თითოეული თავის მოძმის ხელს, და მისი ხელი თავისი მოძმის ხელის წინააღმდეგ აღიმართება. 14 იუდა იბრძოლებს იერუსალიმში; შეგროვდება მეზობელ ხალხთა სიმდიდრე — უამრავი ოქრო-ვერცხლი და ტანსაცმელი.+
15 ასეთივე სატანჯველი შეხვდებათ ცხენებს, ჯორებს, აქლემებს, ვირებსა და ყველანაირ პირუტყვს, რომელიც კი იმ ბანაკებში იქნება.
16 ვინც კი დარჩება იერუსალიმის წინააღმდეგ გამოსულ ხალხთაგან,+ წლიდან წლამდე ივლის,+ რომ მდაბლად თაყვანი სცეს მეფეს,+ ლაშქართა ღმერთ იეჰოვას,+ და იზეიმოს კარვობის დღესასწაული.+ 17 თუ ვინმე, დედამიწის რომელიმე ერიდან,+ არ ავა+ იერუსალიმში, რომ მდაბლად თაყვანი სცეს მეფეს, ლაშქართა ღმერთ იეჰოვას, მაშინ არ მოვა მათთვის შხაპუნა წვიმა.+ 18 თუ არც ეგვიპტის ხალხი ავა და არ შევა იქ, არც მათთვის მოვა შხაპუნა წვიმა. ისეთივე სატანჯველი შეხვდებათ, როგორითაც იეჰოვა ტანჯავს იმ ხალხებს, რომლებიც არ ადიან კარვობის დღესასწაულის საზეიმოდ. 19 ეს იქნება სასჯელი ეგვიპტისა და ყველა იმ ხალხის ცოდვისთვის, რომლებიც არ ადიან კარვობის დღესასწაულის საზეიმოდ.+
20 იმ დღეს ცხენის ზანზალაკებზე იქნება+ წარწერილი: სიწმინდე იეჰოვასია!+ იეჰოვას სახლის ფართოპირიანი ქვაბები+ სამსხვერპლოს+ წინ დალაგებული თასებივით+ იქნება. 21 განიწმინდება და ლაშქართა ღვთის, იეჰოვასი იქნება ყოველი ფართოპირიანი ქვაბი იერუსალიმსა და იუდაში; შევლენ შემწირველები, აიღებენ მათ და მოხარშავენ მათში.+ იმ დღეს აღარ იქნება იეჰოვას,+ ლაშქართა ღვთის სახლში ქანაანელი“.+