2 კორინთელები
4 რადგან ჩვენ მიმართ გამოვლენილი გულმოწყალებით+ მივიღეთ ეს მსახურება,+ სულით არ ვეცემით, 2 არამედ უარვყავით ფარული სამარცხვინო საქმეები+ და ცბიერებით კი არ დავდივართ და ღვთის სიტყვას კი არ ვაყალბებთ,+ არამედ ჭეშმარიტების გამოცხადებით ვშუამდგომლობთ საკუთარ თავს ყოველი ადამიანის სინდისთან ღვთის წინაშე.+ 3 თუ სასიხარულო ცნობა, რომელსაც ვაუწყებთ, დაფარულია, მათთვის არის დაფარული, ვინც იღუპება,+ 4 ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ ქვეყნიერების* ღმერთმა+ დაუბრმავა გონება,+ რათა მათზე არ ებრწყინა+ ქრისტეს შესახებ დიდებული სასიხარულო ცნობის+ სინათლეს,+ ქრისტესი, რომელიც უხილავი ღვთის ანარეკლია.+ 5 ჩვენ საკუთარ თავზე კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოზე, რომ ის უფალია,+ ჩვენ კი — თქვენი მონები+ იესოს გულისთვის. 6 ღმერთმა თქვა: „გამოანათოს სინათლემ სიბნელიდან“+ და გაანათა ჩვენი გულები, რომ ქრისტეს სახით+ გაებრწყინებინა+ ისინი ღვთის შესახებ დიდებული ცოდნით.+
7 ეს განძი+ ჩვენ თიხის+ ჭურჭელში+ გვაქვს, რათა ძალა,+ რომელიც ჩვეულებრივს აღემატება, ღვთისგან+ იყოს და არა ჩვენგან.+ 8 ყოველმხრივ შევიწროებულნი ვართ,+ მაგრამ ისე არა ვართ შებორკილნი, რომ განძრევა არ შეგვეძლოს; საგონებელში ვართ ჩაცვენილი, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში არა ვართ;+ 9 გვდევნიან, მაგრამ მიტოვებულნი არა ვართ;+ გვამხობენ,+ მაგრამ არ ვიღუპებით.+ 10 ყველგან და ყოველთვის ვუძლებთ ჩვენს სხეულში იესოს სასიკვდილო ტანჯვას,+ რათა იესოს სიცოცხლეც ცხადი იყოს ჩვენს სხეულში.+ 11 იესოს გულისთვის ჩვენ, ცოცხლები, ყოველთვის პირისპირ ვუყურებთ სიკვდილს,+ რათა იესოს სიცოცხლეც ცხადი იყოს ჩვენს მოკვდავ ხორცში.+ 12 ამიტომ ჩვენში სიკვდილი მოქმედებს, თქვენში კი — სიცოცხლე.+
13 ისეთივე რწმენის სული გვაქვს, რომელზეც წერია: „მწამდა და იმიტომ ვლაპარაკობდი“.+ ჩვენც გვწამს და იმიტომ ვლაპარაკობთ, 14 ვინაიდან ვიცით, რომ ვინც იესო აღადგინა, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და თავის წინაშე დაგვაყენებს თქვენთან ერთად.+ 15 ყოველივე თქვენთვის არის,+ რომ უფრო მეტმა გამოხატოს მადლიერება ღვთის სადიდებლად და უხვად გამრავლდეს წყალობა.+
16 ამიტომ სულით არ ვეცემით და თუ ჩვენი გარეგანი კაცი ჭკნება, შინაგანი+ დღითი დღე ახლდება. 17 თუმცა ეს გასაჭირი ხანმოკლე+ და მსუბუქია, მას ჩვენთვის დიდება მოაქვს. ის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და მარადიულად რჩება,+ 18 როცა ხილულს კი არ ვუყურებთ, არამედ უხილავს;+ ხილული დროებითია,+ უხილავი კი — მარადიული.+