მსაჯულები
17 ეფრემის მთიან მხარეში+ ცხოვრობდა ერთი კაცი, სახელად მიქა. 2 მან დედამისს უთხრა: „შენგან 1 100 ვერცხლი რომ წაიღეს და ჩემი თანდასწრებით დაწყევლე ქურდი, ის ვერცხლი მე მაქვს, მე ავიღე!“ მაშინ დედამისმა თქვა: „იეჰოვამ აკურთხოს ჩემი ვაჟი!“ 3 დაუბრუნა დედამისს 1 100 ვერცხლი, მან კი თქვა: „იეჰოვასთვის უნდა განვწმინდო ეს ვერცხლი ჩემი შვილის სახელზე ქანდაკებების გასაკეთებლად;+ ასე რომ, ამ ვერცხლს შენვე გიბრუნებ“.
4 მას შემდეგ, რაც დაუბრუნა დედამისს ვერცხლი, დედამისმა აიღო 200 ვერცხლი და მჭედელს მისცა. გააკეთა მან ორი ქანდაკება: ერთი გამოკვეთა, მეორე კი ჩამოასხა; დადგეს ისინი მიქას სახლში. 5 მიქას საკერპო ჰქონდა. გააკეთა ეფოდი+ და თერაფიმები*,+ თავისი ერთ-ერთი ვაჟი კი მღვდლად დაიყენა.+ 6 იმ დროს ისრაელს მეფე არ ჰყავდა+ და ვისაც რა მიაჩნდა სწორად, იმას აკეთებდა.+
7 იუდას ბეთლემში+ იყო ერთი ახალგაზრდა ლევიანი+ იუდას საგვარეულოდან*, რომელიც რაღაც ხანი იქ ცხოვრობდა. 8 წავიდა იგი იუდას ბეთლემიდან, რომ საცხოვრებელი ადგილი ეპოვა. გზად მიმავალი მიქას სახლს მიადგა ეფრემის მთიან მხარეში.+ 9 უთხრა მას მიქამ: „საიდანა ხარ?“ მან მიუგო: „ლევიანი ვარ იუდას ბეთლემიდან. საცხოვრებელს ვეძებ“. 10 უთხრა მას მიქამ: „ჩემთან იცხოვრე, გამიხდი მრჩევლად* და მღვდლად; ყოველწლიურად 10 ვერცხლს, ტანსაცმელსა და საზრდოს მოგცემ“. შევიდა ლევიანი მის სახლში. 11 გადაწყვიტა, რომ მასთან დარჩენილიყო; მიქა მას შვილებისგან არ არჩევდა. 12 დაიყენა მიქამ ლევიანი მღვდლად+ და ცხოვრობდა ის მიქას სახლში. 13 თქვა მიქამ, ახლა ვიცი, რომ იეჰოვა სიკეთეს არ მომაკლებს, რადგან ლევიანი მყავსო მღვდლად.