იობი
27 სიტყვა განაგრძო იობმა:
4 უმართლობა არ დასცდება ჩემს ბაგეს
და ჩემი ენა არ იცრუებს.
5 ხალხო! როგორ გიწოდოთ მართლები?!
სანამ ცოცხალი ვარ, არ ვუღალატებ* ღმერთს!+
ვიდრე ცოცხალი ვარ, არ განმსჯის ჩემი გული.
7 დაე ჩემი მტრების ბოლო ისეთი იყოს, როგორიც ბოროტებს აქვთ,
ჩემი მჩაგვრელების ბოლოც ისეთი იყოს,
როგორიც უმართლოებს აქვთ.
10 ან პოვებს ნეტარებას ყოვლისშემძლეში?!
ანდა ყოველთვის მიმართავს ღმერთს ლოცვით?!
11 მე აგიხსნით, რამხელა ძალა აქვს ღმერთს;
ყოვლისშემძლეზე არაფერს დაგიმალავთ.
12 თუ ყველამ ნახეთ ხილვები,
უაზროდ რატომღა ლაპარაკობთ?!
15 ვინც მისიანებიდან გადარჩება, ჭირი მოუღებს ბოლოს,
და მათი ქვრივები არ დაიტირებენ მათ.
16 ვერცხლი მიწაყრილივითაც რომ დაახვავოს,
და სამოსელი თიხასავით დააგროვოს,
17 ეს ყოველივე რომც შეაგროვოს,
მართლები ჩაიცვამენ მის სამოსელს+
და უდანაშაულონი გაიყოფენ მის ვერცხლს.
19 მდიდარი დასაძინებლად წავა, მაგრამ სიმდიდრე არ შერჩება;
გაახელს თვალს და აღარაფერი ექნება.