იოანეს გამოცხადება
10 ვიხილე ციდან ჩამომავალი სხვა ძლიერი ანგელოზი, ღრუბელში გახვეული; მის თავზე ცისარტყელა იყო, სახე მოკაშკაშე მზეს+ მიუგავდა, ფეხები კი — ცეცხლის სვეტებს; 2 ხელში პატარა გაშლილი გრაგნილი ეჭირა. მან მარჯვენა ფეხი ზღვაზე დადგა, ხოლო მარცხენა — მიწაზე; 3 ლომივით დაიღრიალა და მის ღრიალზე+ შვიდი ქუხილი+ ალაპარაკდა.
4 როცა შვიდი ქუხილი ლაპარაკობდა, დაწერა დავაპირე, მაგრამ ამ დროს ციდან ხმა გავიგონე:+ „ბეჭედი დაადე შვიდი ქუხილის ნათქვამს და ნუ დაწერ“. 5 ანგელოზმა, რომელიც ზღვაზე და მიწაზე იდგა, მარჯვენა ხელი ცისკენ აღაპყრო, 6 დაიფიცა მარად ცოცხალი,+ ის, ვინც შექმნა ცა და ყოველივე, რაც მასშია, დედამიწა და ყოველივე, რაც მასზეა, ზღვა და ყოველივე, რაც მასშია, და თქვა:+ „აღარ დაყოვნდება; 7 იმ დღეებში, როცა მეშვიდე ანგელოზი+ საყვირის ჩაბერვას დააპირებს,+ დასრულდება ღვთის წმინდა საიდუმლო,+ რის შესახებაც მან თავის მონებს, წინასწარმეტყველებს,+ ახარა“.
8 ხმამ, რომელიც ციდან გავიგონე,+ მითხრა: „წადი, გამოართვი გაშლილი გრაგნილი ზღვასა და მიწაზე მდგომ ანგელოზს“.+ 9 წავედი ანგელოზთან და ვუთხარი, რომ ჩემთვის პატარა გრაგნილი მოეცა. მან მითხრა: „გამომართვი და შეჭამე,+ მუცელს გაგიმწარებს, მაგრამ პირში თაფლივით გეტკბობა“. 10 გამოვართვი ანგელოზს პატარა გრაგნილი და შევჭამე.+ პირში თაფლივით მეტკბო,+ მაგრამ მუცელი გამიმწარდა. 11 მათ მითხრეს: „კვლავ იწინასწარმეტყველე ხალხების, ერების, ენებისა და მრავალი მეფის შესახებ“.