დავითის ფსალმუნი, რომელიც მაშინ დაწერა, როცა აბიმელექის წინაშე თავი მოიგიჟიანა+ და მისგან გაძევებული იქაურობას გაეცალა.
א [ალეფ]
34 მუდამ განვადიდებ იეჰოვას,
არასდროს მომშორდება ბაგიდან მისი ქება.
ב [ბეთ]
2 იეჰოვათი ვიამაყებ;+
თვინიერები მოისმენენ და გაიხარებენ.
ג [გიმელ]
3 ჩემთან ერთად განადიდეთ იეჰოვა,+
ერთად ვადიდოთ მისი სახელი!
ד [დელეთ]
4 ვკითხე იეჰოვას და მიპასუხა,+
ყველა ჩემი შიშისგან გამათავისუფლა.+
ה [ჰე]
5 მის შემყურეთ სახეები გაუბრწყინდათ,
არასდროს შერცხვებიან ისინი.
ז [ზაინ]
6 მოუხმო დაჩაგრულმა იეჰოვას და მანაც მოუსმინა,
ყველა გასაჭირისგან დაიხსნა იგი.+
ח [ხეთ]
7 იეჰოვას ანგელოზია დაბანაკებული მის მოშიშთა გარშემო+
და გადაარჩენს მათ.+
ט [ტეთ]
8 იგემეთ და ნახავთ, რაოდენ კარგია იეჰოვა!+
ბედნიერია კაცი, რომელიც თავს აფარებს მას.
י [ჲოდ]
9 იეჰოვას წმინდებო, გეშინოდეთ მისი,
რადგან მის მოშიშებს არაფერი მოაკლდებათ.+
כ [ქაფ]
10 ძლიერი ლომებიც კი დაიმშნენ,
მაგრამ იეჰოვას მაძიებლებს არაფერი მოაკლდებათ.+
ל [ლამედ]
11 მოდით, შვილებო, და მომისმინეთ,
იეჰოვას შიშს გასწავლით.+
מ [მემ]
12 თუ გსურს, სიცოცხლით გაიხარო
და მრავალი ბედნიერი დღე იხილო,+
נ [ნუნ]
13 ენა ცუდის თქმისგან შეაკავე+
და ბაგე — მზაკვრული ლაპარაკისგან.+
ס [სამეხ]
14 ზურგი აქციე ბოროტებას და სიკეთე აკეთე;+
მშვიდობა ეძიე და მისკენ ისწრაფე.+
ע [აინ]
15 იეჰოვას მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი+
და ყური — მათი ღაღადისკენ, როცა შველას სთხოვენ,+
פ [ფე]
16 ავისმქნელთ კი უარყოფს იეჰოვა,
რათა მოსპოს დედამიწაზე მათი სახსენებელი.+
צ [ცადე]
17 მართლებმა შეღაღადეს იეჰოვას და მანაც მოუსმინა,+
ყველა გასაჭირისგან დაიხსნა ისინი.+
ק [კოფ]
18 იეჰოვა ახლოს არის გულგატეხილებთან,+
ის იხსნის სულდამწუხრებულებს.+
ר [რეშ]
19 მრავალი უბედურება ატყდება მართალს,+
მაგრამ იეჰოვა ყველაფრისგან დაიხსნის მას.+
ש [შინ]
20 ის იცავს მის ძვლებს,
არცერთი მათგანი არ გადატყდება.+
ת [თავ]
21 უბედურება ბოლოს მოუღებს ბოროტს;
მართლის მოძულეთ მსჯავრი დაედებათ.
22 იეჰოვა გამოისყიდის თავის მსახურთა სიცოცხლეს;
ვინც მას აფარებს თავს, მსჯავრი არ დაედება.+