17 ხმელი პური და სიმშვიდე სჯობია+
შესაწირავით სავსე სახლსა და დავას.+
2 გამჭრიახი მსახური თავისი ბატონის სამარცხვინოდ მოქმედ ძეზე იბატონებს
და მის ძმებთან ერთად მიიღებს წილს მემკვიდრეობიდან.
3 სადნობი ჭურჭელი ვერცხლისთვისაა, ქურა — ოქროსთვის,+
იეჰოვა კი გულების შემმოწმებელია.+
4 ბოროტი კაცი საზიანო ლაპარაკს უგდებს ყურს,
მზაკვარი — ბოროტ ენას.+
5 ღარიბის დამცინავი მის შემოქმედს შეურაცხყოფს,+
და ვისაც სხვისი უბედურება ახარებს, დაუსჯელი არ დარჩება.+
6 მოხუცებულთა გვირგვინი შვილიშვილები არიან
და შვილების სიამაყე — მამები.
7 უგუნურისგან სიმართლის ლაპარაკს არ ელიან,+
დიდებულისგან სიცრუის ლაპარაკს ხომ — მით უმეტეს!+
8 ძღვენი ძვირფასი ქვასავით არის მისი მფლობელისთვის;+
სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან ხელი ემართება.+
9 ვინც სიყვარულს ესწრაფვის, ცოდვას პატიობს,+
ხოლო ვინც რაიმეზე გაუთავებლად ლაპარაკობს,
მეგობრებს ერთმანეთს აშორებს.+
10 გონიერზე გაკიცხვა უფრო მოქმედებს,+
ვიდრე სულელზე — ასი დარტყმა.+
11 ბოროტი მხოლოდ ურჩობისკენ ისწრაფვის,
მის დასასჯელად სასტიკი მაცნე გაიგზავნება.+
12 ჯობია, ბელებწართმეულ დათვს გადაეყარო,
ვიდრე სულელსა და მის უგუნურებას.+
13 ვინც სხვას სიკეთეს ბოროტებით გადაუხდის,
მის სახლს ბოროტება არ მოშორდება.+
14 ჩხუბის დასაწყისი წყლის გადმოსკდომას ჰგავს;
სანამ დავა იფეთქებდეს, გაეცალე იქაურობას.+
15 სძულს იეჰოვას ის, ვინც ბოროტს ამართლებს
და ისიც, ვინც მართალს ბოროტად წარმოაჩენს.+
16 რაში არგია სულელს, სიბრძნის შეძენის საშუალება რომ აქვს?!
ჭკუა არა აქვს მის შესაძენად!+
17 ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები;+
ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა.+
18 უგუნური სხვას თანხმობის ნიშნად ხელს ართმევს
და მოძმის თანდასწრებით თავდებად უდგება.+
19 უთანხმოების მოყვარულს ცოდვა უყვარს.+
ვინც სახლს მაღალ ჭიშკარს უკეთებს, დასაღუპავად იმეტებს თავს.+
20 მზაკვარი გულის კაცს ხელი არ მოემართება;+
ცბიერად მოლაპარაკეს უბედურება ეწევა.
21 სულელი შვილი მამის დარდია;
უგუნური შვილის მამა ვერ გაიხარებს.+
22 მხიარული გული მკურნალივითაა,+
მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს.+
23 ბოროტი ჩუმად იღებს ქრთამს,
სამართალი რომ გაამრუდოს.+
24 გამჭრიახს სიბრძნე თვალწინ აქვს,
სულელი კი თვალებს დედამიწის კიდით კიდემდე აცეცებს.+
25 სულელი ვაჟი მამის ჯავრია
და დედის ტკივილი.+
26 არ არის კარგი მართლის დასჯა;
პატივდებულის გაროზგვა უმართლობაა.
27 მცოდნე კაცი თავის სიტყვებს უკვირდება;+
გამჭრიახი სიმშვიდეს ინარჩუნებს.+
28 თუ დუმს, სულელიც კი ბრძენად ჩაითვლება,
ხოლო პირმოკუმული — გამჭრიახად.