ესაია
8 მითხრა იეჰოვამ: „აიღე დიდი ფილა+ და კალმით დააწერე: მაჰერ-შალალ-ხაშ-ბაზ*. 2 წერილობით დამიმოწმონ ეს სანდო მოწმეებმა — ურია+ მღვდელმა და ზაქარიამ, იებერექიას ძემ“.
3 დავწექი წინასწარმეტყველ ქალთან*, დაორსულდა იგი და გააჩინა ვაჟი.+ მაშინ მითხრა იეჰოვამ: «დაარქვი მას მაჰერ-შალალ-ხაშ-ბაზი, 4 რადგან, სანამ ბავშვი „მამის“ და „დედის“ დაძახებას ისწავლის, დამასკოს სიმდიდრესა და სამარიაში დატაცებულ ნადავლს ასურეთის მეფის თანდასწრებით წაიღებენ».+
5 კვლავ მელაპარაკა იეჰოვა:
6 „რაკი ამ ხალხმა უარყო შილოახის+ მდორე წყალი
და ხარობენ რეცინითა და რემალიას ძით,+
7 ამიტომ მიაქცევს იეჰოვა მათ წინააღმდეგ
ძლიერ და დიდ მდინარეს*,
ასურეთის მეფესა+ და მთელ მის დიდებას.
დატბორავს და გადაუვლის მას, კისრამდე მისწვდება.+
გაშლილი ფრთებით მთელ სიგანეზე დაფარავს შენს მიწას,
9 ავნეთ მათ, ხალხნო, თუმცა გაცამტვერდებით.
ისმინეთ, დედამიწის შორეული მხარეების მკვიდრნო!
ბრძოლისთვის მოემზადეთ, თუმცა გაცამტვერდებით!+
ბრძოლისთვის მოემზადეთ, თუმცა გაცამტვერდებით!
10 დასახეთ გეგმა, თუმცა ჩაგეშლებათ!
რაც გინდათ, ის თქვით, მაინც არ შესრულდება,
რადგან ჩვენთანაა ღმერთი!+
11 როცა იეჰოვა დამელაპარაკა, მისმა ძალამ მომიცვა და გამაფრთხილა, რომ ამ ხალხის კვალს არ გავყოლოდი. აი, რა მითხრა:
12 „ნუ იტყვით: შეთქმულებააო იმაზე, რაზეც ხალხი ამბობს, შეთქმულებააო.
ნუ შეგაშინებთ ის, რისიც მათ ეშინიათ;
ნუ აკანკალდებით.
14 ის იქნება წმინდა ადგილივით,
თუმცა ფეხის წამოსაკრავ ქვად
და დაბრკოლების კლდედ ექცევა+
ისრაელის ორივე სამეფოს;
ხაფანგივით და მახესავით იქნება
იერუსალიმის მკვიდრთათვის.
15 ბევრი მათგანი დაბრკოლდება, დაეცემა და დაიმტვრევა; მახეში გაებმებიან.
16 დაგრაგნე მოწმობა და ჩემი მოწაფეების თანდასწრებით
ბეჭედი დაასვი კანონს!
17 მოუთმენლად დაველოდები იეჰოვას,+ რომელიც პირს არიდებს იაკობის შთამომავლებს,+ და მასზე დავამყარებ იმედს.
18 აი მე და ჩემი შვილები, რომლებიც იეჰოვამ მომცა,+ ნიშნებად და სასწაულებად+ ვართ ისრაელში ლაშქართა ღვთისგან, იეჰოვასაგან, რომელიც სიონის მთაზე მკვიდრობს.
19 თუ გეტყვიან, დაეკითხეთ სულების გამომძახებლებს ან მკითხავებს, რომლებიც ჩურჩულებენ და ბუტბუტებენ, განა ასე უნდა მოიქცეთ?! განა თავის ღმერთს არ უნდა დაეკითხოს ხალხი?! განა ცოცხლებისთვის მკვდრებს უნდა დაეკითხონ?!+ 20 კანონსა და მოწმობას უნდა დაეკითხონ!
თუ ისინი ღვთის სიტყვის თანახმად არ ილაპარაკებენ, არ ექნებათ განთიადის ნათელი.+ 21 ამ მიწაზე გაივლის გატანჯული და მშიერი;+ მაღლა აიხედავს და შიმშილისა და ბრაზის გამო დასწყევლის თავის მეფესა და თავის ღმერთს. 22 დახედავს მიწას და მხოლოდ გაჭირვებას, სიბნელესა და წყვდიადს იხილავს, არ იქნება იქ სინათლე!