ესაია
10 ვაი მათ, ვინც საზიანო წესებს ადგენენ+
და გამუდმებით სასტიკ ბრძანებულებებს გამოსცემენ,
2 ღარიბის სარჩელი რომ უკუაგდონ
და ჩემი ხალხიდან ჩაგრულთ სამართალი არ გაუჩინონ,+
ქვრივების ქონება რომ დაიტაცონ
და ობლები გაძარცვონ!+
4 პატიმრებს შორის წელში მოიხრებით
ან დახოცილებს შორის ეყრებით.
მათი ურჩობის გამო არ დამცხრალა მისი რისხვა
და კვლავ გაწვდილი აქვს ხელი მათ დასაღუპავად.+
6 განდგომილი ერის წინააღმდეგ გავგზავნი მას,+
მათ წინააღმდეგ, ვინც განმარისხა;
ვუბრძანებ, რომ გაძარცვოს, დაიტაცოს
და ქუჩის ტალახივით გათელოს.+
7 მაგრამ ის სხვა რამეს განიზრახავს
და სხვა რამისკენ გაუწევს გული,
რადგან განადგურებას
და მრავალი ხალხის მოსპობას იზრახავს.
9 განა ქალნო+ ქარხემიშივით+ არ არის?!
განა ხამათი+ არფადივით+ არ არის?!
განა სამარია+ დამასკოსავით+ არ არის?!
10 მისწვდა ჩემი ხელი უსარგებლო ღმერთების სამეფოებს,
სადაც უფრო მეტი ქანდაკებაა, ვიდრე იერუსალიმსა და სამარიაში.+
11 განა ასევე არ მოვექცევი იერუსალიმსა და მის კერპებს,
შემდეგ კი სამარიასა და მის უსარგებლო ღმერთებს?!“+
12 იეჰოვა დაასრულებს ყველა თავის საქმეს სიონის მთაზე და იერუსალიმში, და დასჯის ასურეთის მეფეს მისი კადნიერი გულისა და მედიდური, ამაყი მზერის გამო,+ 13 რადგან ის ამბობს:
„ჩემი ძალითა და ჩემი სიბრძნით ვიმოქმედებ,
რადგან ბრძენი ვარ.
მოვარღვევ ხალხთა საზღვრებს,+
14 როგორც კაცი დასწვდება ბუდეს,
ისე დავწვდები ხალხთა სიმდიდრეს.
როგორც კაცი აგროვებს მიტოვებულ კვერცხებს,
მეც ისე შევაგროვებ ყველაფერს მთელ დედამიწაზე.
ფრთასაც ვერავინ დაიქნევს, პირსაც ვერავინ გააღებს და ვერც ვერავინ დაიჭიკჭიკებს“».
15 განა გაუდიდგულდება ცული მჩეხავს
ანდა ხერხი — მხერხავს?!
განა ჯოხი+ მოიქნევს მის მომღერებელს
ანდა კეტი მოიღერებს მის დამჭერს?!
16 ამიტომ ჭეშმარიტი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა,
დამაუძლურებელ სენს შეჰყრის მის ძლიერებს+
და ცეცხლს შეუნთებს მის დიდებას.+
17 ცეცხლად იქცევა+ ისრაელის სინათლე,+
მისი წმინდა — ალად;
აბრიალდება და ერთ დღეში შთანთქავს მის სარეველებსა და ეკლიან ბუჩქებს.
19 მისი ტყიდან იმდენი ხე დარჩება,
რომ ბავშვიც კი შეძლებს მათ დათვლას.
20 იმ დღიდან ისრაელში დარჩენილები
და იაკობის შთამომავლობიდან გადარჩენილები
აღარ დაენდობიან მას, ვინც თავს დაესხა მათ.+
ისინი იეჰოვას, ისრაელის წმინდას, მიენდობიან
და მას უერთგულებენ.
23 დიახ, უზენაეს უფალს, ლაშქართა ღმერთ იეჰოვას, აქვს გადაწყვეტილი თქვენი შემუსვრა,
ის მთელ მიწაზე აღასრულებს ამას.+
24 ამიტომ, აი, რას ამბობს უზენაესი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ნუ გეშინია, სიონში მცხოვრებო ჩემო ხალხო, ასურელისა, რომელიც ჯოხს+ გირტყამდა და ეგვიპტის მსგავსად კვერთხს გიღერებდა.+ 25 ცოტაც და დასრულდება შერისხვა; მათ წინააღმდეგ იქნება მიმართული ჩემი რისხვა და განადგურდებიან ისინი.+ 26 ლაშქართა ღმერთი იეჰოვა მოუქნევს მას მათრახს+ ისე, როგორც მიდიანის დამარცხებისას მოიქნია ორების კლდესთან.+ მისი კვერთხი ზღვაზე იქნება გაწვდილი და აღმართავს მას, როგორც მაშინ, როცა ეგვიპტე დაამარცხა.+
30 იკივლე, გალიმის ასულო!
იფრთხილე, ლაიშა!
ვაი, საცოდავო ანათოთო!+
31 მადმენა გაიქცა,
თავს უშველეს გებიმის მაცხოვრებლებმა.
32 იმ დღეს ის ნობში გაჩერდება.+
ის მუშტს უღერებს სიონის ასულის მთას,
იერუსალიმის გორას.
33 აი, ჭეშმარიტი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა,
ჭახანით ჭრის ტოტებს;+
ტანმაღალი ხეები იჭრებიან
და აშოლტილნი ემხობიან.
34 ის ცულით კაფავს ბუჩქნარს;
ძლიერი დასცემს ლიბანს.