ესაია
53 ვინ ერწმუნა ჩვენს ნათქვამს*?+
2 ყლორტივით ამოვა+ ის მის* წინაშე, ფესვივით — გადახრუკული მიწიდან.
არც შესახედაობით იქნება გამორჩეული და არც დიდებულებით;+
როცა დავინახავთ, თავისი გარეგნობით არ მიიპყრობს ჩვენს ყურადღებას.
მისი სახე თითქოს დაფარული იყო ჩვენგან*.
ათვალწუნებული იყო და არაფრად ვაგდებდით.+
ჩვენ კი გვეგონა, რომ ის ღვთისგან იყო ნატანჯი, დასჯილი და ჩაგრული;
6 ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით,+
თითოეული ჩვენ-ჩვენს გზას ვადექით,
იეჰოვამ კი მას ატვირთვინა თითოეული ჩვენგანის დანაშაული.+
ისე წაიყვანეს, როგორც ცხვარი მიჰყავთ დასაკლავად.+
ისიც ისე დუმდა,
როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე.+
8 ჩაგვრისა და უსამართლო მსჯავრის გამო გამოასალმეს სიცოცხლეს.
ვინ დაინტერესდება მისი წარმოშობით?!
9 ბოროტებთან გაუმზადეს სამარხი+
და, როცა მოკვდა, მდიდრებთან დაიკრძალა;+
თუმცა არაფერი დაუშავებია
და მის ბაგეს სიცრუე არ დასცდენია.+
10 იეჰოვას ნება იყო მისი შემუსვრა და დასნეულება.
თუ მის სიცოცხლეს დანაშაულის შესაწირავად გაიღებ, ღმერთო,+
მას შთამომავალი ეყოლება, გაუხანგრძლივდება დღეები+
და მისით შესრულდება იეჰოვას ნება.+
11 მთელი ამ ტანჯვის შემდეგ, იხილავს შედეგს და გაიხარებს.