ესაია
55 მოდით, მწყურვალნო,+ მოდით წყალთან!+
უფულოებო, მოდით, აიღეთ და ჭამეთ!
მოდით, უფულოდ და უსასყიდლოდ აიღეთ+ ღვინო და რძე!+
2 რატომ იხდით ფულს იმაში, რაც პური არ არის,
და რატომ ხარჯავთ ოფლით ნაშოვნს იმაში, რაც არ აძღებს?!
3 ყური მომაპყარით და მოდით ჩემთან!+
მისმინეთ და იცოცხლებთ,
და მეც დაგიდებთ მარადიულ შეთანხმებას+
დავითისთვის აღთქმული ურყევი სიყვარულის* გამო, რადგან სანდოა ეს აღთქმა.+
5 აი, მოუხმობ ხალხს, რომელსაც არ იცნობ,
და შენკენ გამოიქცევიან ხალხიდან ისინი, ვინც არ გიცნობენ,
იეჰოვას, შენი ღვთის, ისრაელის წმინდის გულისთვის,+
რადგან ის განგადიდებს.+
6 ეძებეთ იეჰოვა, სანამ შეიძლება მისი პოვნა!+
მოუხმეთ მას, სანამ ახლოსაა!+
7 მიატოვოს ბოროტმა თავისი გზა,+
ბოროტმოქმედმა — თავისი ზრახვები.
დაუბრუნდეს იეჰოვას, რომელიც შეიწყალებს,+
ჩვენს ღმერთს, რადგან ის მრავლის მიმტევებელია.+
9 როგორც ზეცაა დედამიწაზე მაღლა,
ისე ჩემი გზებია მაღლა თქვენს გზებზე
და ჩემი აზრები — თქვენს აზრებზე.+
10 როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან
და უკან არ ბრუნდება, ვიდრე არ გაჟღენთს მიწას, არ წარმოაქმნევინებს და არ აღმოაცენებინებს ნაყოფს,
რომ მისცეს თესლი მთესველს და პური მჭამელს,
11 ასევე იქნება ჩემი პირიდან გამოსული სიტყვაც.+
უშედეგოდ არ დამიბრუნდება,+
შეასრულებს იმას, რაც მსურს,+
და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე.
ეს სახელს გაუთქვამს იეჰოვას+
და იქნება მარადიულ ნიშნად!“