იოანეს პირველი წერილი
2 ჩემო შვილებო, ამას იმიტომ გწერთ, რომ არ შესცოდოთ, მაგრამ, თუ ვინმე მაინც შესცოდავს, გვყავს შუამავალი მამასთან, მართალი+ იესო ქრისტე.+ 2 ის შერიგების მსხვერპლია+ ჩვენი ცოდვებისთვის+ და არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნიერების ცოდვებისთვის.+ 3 თუ მის მცნებებს ვიცავთ, შეგვიცნია იგი. 4 ვინც ამბობს, შევიცანიო ის, მის მცნებებს კი არ იცავს, მატყუარაა და სიმართლეს არ ამბობს, 5 ხოლო ვინც მის სიტყვას იცავს, ღვთის სიყვარული ნამდვილად გასრულყოფილებულა მასში.+ ამგვარად ვიგებთ, რომ ერთობაში ვართ მასთან.+ 6 ვინც ამბობს, რომ ერთობაში რჩება მასთან, ისევე უნდა იცხოვროს, როგორც ის ცხოვრობდა.+
7 საყვარელნო, ახალ მცნებას კი არ გწერთ, არამედ ძველს, რომელიც თავიდანვე გქონდათ.+ ეს ის ძველი მცნებაა, რომელიც გეუწყათ. 8 თუმცა ეს მცნება, ახლა რომ გწერთ, ახალიცაა, და მას თავადაც იცავდა იგი და თქვენც იცავთ; სიბნელე გადადის და ჭეშმარიტი სინათლე ანათებს.+
9 ვინც ამბობს, რომ სინათლეშია, თავისი ძმა კი სძულს,+ კვლავაც სიბნელეშია.+ 10 ვისაც თავისი ძმა უყვარს, სინათლეში+ რჩება და არაფერი აბრკოლებს*, 11 მაგრამ ვისაც სძულს თავისი ძმა, სიბნელეშია, სიბნელეში დადის+ და არ იცის, საით მიდის,+ რადგან სიბნელემ დააბრმავა.
12 თქვენ გწერთ, შვილებო, რადგან მოგეტევათ ცოდვები მისი სახელის გულისთვის;+ 13 თქვენ გწერთ, მამებო, რადგან შეიცანით ის, ვინც დასაბამიდან არის; თქვენ გწერთ, ყმაწვილკაცებო, რადგან სძლიეთ ბოროტს;+ თქვენ გწერთ, ბავშვებო, რადგან შეიცანით მამა;+ 14 თქვენ გწერთ, მამებო, რადგან შეიცანით ის, ვინც დასაბამიდან არის; თქვენ გწერთ, ყმაწვილკაცებო, რადგან მტკიცენი ხართ+ და ღვთის სიტყვისამებრ იქცევით+; თქვენ სძლიეთ ბოროტს.+
15 ნუ გეყვარებათ ქვეყნიერება და ნურც ის, რაც ქვეყნიერებაშია.+ ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მას მამა არ უყვარს.+ 16 ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია — ხორცის სურვილი,+ თვალთა სურვილი+ და ქონებით ტრაბახი — მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა. 17 წარმავალია ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც,+ ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება.+
18 შვილებო, ახლა უკანასკნელი დროა და, როგორც გაიგეთ, ანტიქრისტე მოდის;+ მრავალი ანტიქრისტე უკვე მოვიდა კიდეც+ და ამით ვხვდებით, რომ უკანასკნელი დროა. 19 ისინი ჩვენთან იყვნენ, თუმცა წავიდნენ, რადგან ჩვენიანები არ იყვნენ;+ ჩვენიანები რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთან დარჩებოდნენ, მაგრამ წავიდნენ, რათა გამოაშკარავებულიყო, რომ ყველა ჩვენიანი არ არის.+ 20 თქვენ კი ცხებულნი ხართ წმინდისგან+ და ყველას გაქვთ ცოდნა. 21 იმიტომ კი არ გწერთ, რომ არ იცით ჭეშმარიტება,+ არამედ იმიტომ, რომ იცით, და იმიტომაც, რომ ჭეშმარიტებას სიცრუესთან საერთო არაფერი აქვს.+
22 ვინ არის ცრუ, თუ არა ის, ვინც უარყოფს, რომ იესოა ქრისტე?!+ ვინც მამასა და ძეს უარყოფს, ანტიქრისტეა.+ 23 ვინც ძეს უარყოფს, მას არც მამა ჰყავს;+ ვინც ძეს აღიარებს,+ მას მამაც ჰყავს.+ 24 თქვენ კი გეუბნებით: დარჩეს თქვენში+ ის, რაც თავიდან გაიგეთ. თუ ის, რაც თავიდან გაიგეთ, თქვენში რჩება, თქვენც ერთობაში იქნებით ძესთან და მამასთან. 25 აი, რას დაგვპირდა იგი — მარადიულ სიცოცხლეს!+
26 ამას მათ შესახებ გწერთ, ვინც თქვენს შეცდენას ცდილობს. 27 თქვენ კი, ვინც მისგან ხართ ცხებულნი,+ ცხებულებად რჩებით, და სწავლება არავისგან გჭირდებათ. მისგან ცხება, რაც ჭეშმარიტია და არა ცრუ, გასწავლით ამ ყოველივეს.+ ამ სწავლების თანახმად დარჩით მასთან ერთობაში!+ 28 ასე რომ, შვილებო, დარჩით მასთან ერთობაში, რათა მისი გამოცხადებისას თამამად ვიყოთ,+ მისი მოსვლისას* არ შევრცხვეთ და არ ჩამოვშორდეთ მას. 29 თუ ის იცით, რომ იგი მართალია, ისიც გეცოდინებათ, რომ ყველა სიმართლის მქნელი მისგან არის შობილი.+