ესაია
46 იდრიკება ბელი,+ წელში იხრება ნებო.
მათი კერპები აჰკიდეს ცხოველებს, პირუტყვს;+
ტვირთად დასწოლიან დაღლილ ცხოველებს.
2 ერთად იხრებიან წელში და იდრიკებიან;
ეს ღმერთები ვერ გადაარჩენენ ამ ტვირთს*
და თავადაც ტყვეობაში წავლენ.
3 „მისმინეთ, იაკობის შთამომავლებო, ისრაელიდან დარჩენილებო,+
თქვენ, ვისაც დაბადებიდანვე მხარში გედექით და დედის მუცლიდანვე დაგატარებდით!+
ხელში აგიყვანთ, გატარებთ და გიხსნით, რასაც აქამდეც ვაკეთებდი.+
6 ზოგი ქისიდან ბლომად ყრის ოქროს;
სასწორზე წონის ვერცხლს.
ქირაობს მჭედელს, რომელიც მისგან ღმერთს უკეთებს,+
მერე პირქვე ემხობა და თაყვანს სცემს მას.+
არ იძვრის ადგილიდან.+
შეღაღადებენ მას, მაგრამ პასუხს არ სცემს;
ვერავის იხსნის გასაჭირიდან.+
8 გახსოვდეთ ეს და გამბედაობა მოიკრიბეთ!
გულთან ახლოს მიიტანეთ ეს, შემცოდველებო!
9 გახსოვდეთ უწინდელი, დიდი ხნის წინათ მომხდარი,
მე ვარ ღმერთი და არ არსებობს სხვა;
მე ვარ ღმერთი და არავინაა ჩემი მსგავსი.+
ვამბობ: შესრულდება ჩემი გადაწყვეტილება*+
და გავაკეთებ ყველაფერს, რაც მსურს;+
11 მზის ამოსავლიდან ვუხმობ მტაცებელ ფრინველს,+
შორეული ქვეყნიდან — კაცს ჩემი გადაწყვეტილების აღსასრულებლად.+
ვთქვი და აღვასრულებ,
განვიზრახე და გავაკეთებ.+
12 მისმინეთ, გულით ჯიუტნო
და სიმართლეს განშორებულნო!
13 მალე აღვასრულებ სამართალს;
შორს არ არის ეს დრო,
მალე მოვევლინები მხსნელად;+
დავიხსნი სიონს და ჩემს სიდიადეს ვუბოძებ ისრაელს“.+