ფსალმუნები
გუნდის ხელმძღვანელს: „ფურირემი ცისკარზე“*. დავითის საგალობელი.
22 ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე?+
რატომ ხარ შორს და არ მშველი?
რატომ ხარ შორს და არ გესმის ჩემი კვნესა?+
8 „იეჰოვას მიენდო და მან გადაარჩინოს,
მან იხსნას, რაკი ასე ძვირფასია მისთვის!“+
10 დაბადებიდან ჩემზე ზრუნავ;
დედის მუცლიდან შენ ხარ ჩემი ღმერთი.
14 წყალივით დავიღვარე,
ჩემი ძვლები ერთმანეთს დაშორდა;
16 მტრები ძაღლებივით დამეხვივნენ,+
ბოროტმოქმედთა ხროვასავით შემომერტყნენ;+
ლომივით ეტანებიან ჩემს ხელ-ფეხს.+
მიყურებენ და მომჩერებიან ისინი.
19 შენ კი, შორს ნუ იქნები, იეჰოვა!+
იჩქარე ჩემ დასახმარებლად, ჩემო ძალავ!+
20 მიხსენი მახვილისგან,
იხსენი ჩემი ძვირფასი სიცოცხლე ძაღლის ბრჭყალებისგან;+
21 მიხსენი ლომის ხახისგან+ და გარეული ხარის რქებისგან,
მიპასუხე და გადამარჩინე.
23 იეჰოვას მოშიშნო, ქება უძღვენით მას!
იაკობის შთამომავალნო, განადიდეთ იგი!+
გეშინოდეთ მისი, ისრაელის შთამომავალნო!
24 ვინაიდან არც აბუჩად აუგდია და არც შეზიზღებია ჩაგრული გაჭირვების გამო;+
პირი არ მოურიდებია მისთვის+
და, როცა შველას სთხოვდა, უსმენდა მას.+
მარადიულად ძგერდეს თქვენი გულები!
27 დედამიწის კიდით კიდემდე გაიხსენებენ იეჰოვას და დაუბრუნდებიან მას,
დედამიწის ყველა ხალხი თაყვანს სცემს მას.+
29 ამა ქვეყნის მდიდრები შეჭამენ და პირქვე დაემხობიან,
მუხლს მოიყრის მის წინაშე ყველა, ვინც მიწის მტვერს უბრუნდება;
ვერავინ გადაირჩენს თავს.
30 მას ემსახურებიან მათი შთამომავლები;
იეჰოვას შესახებ ეუწყება მომავალ თაობას.
31 მოვლენ და აუწყებენ მის სიმართლეს;
მოუთხრობენ მისი საქმეების შესახებ მათ, ვინც დაიბადება.