ოსია
2 აი, ამ სიტყვებით დაუბრუნდით იეჰოვას,
უთხარით: „გვაპატიე დანაშაული+ და მიიღე ჩვენგან ყოველივე საუკეთესო;
ჩვენი ბაგეებით შეგასხამთ ხოტბას,+ თითქოს მოზვრები შეგვეწიროს.
3 ასურეთის იმედად აღარ ვიქნებით;+
აღარ ავმხედრდებით ცხენებზე;+
აღარ ვეტყვით ჩვენს ნახელავს, ჩვენო ღმერთოო,
რადგან შენ შეიწყალებ ობოლს“.+
7 კვლავ მის ჩრდილქვეშ დამკვიდრდებიან.
მარცვლეულს მოიწევენ და ვაზივით დაიკვირტებიან.+
მისი დიდება ლიბანის ღვინოსავით იქნება.
8 ეფრემი იტყვის, რაღა მესაქმება ამ კერპებთანო.+
მე მოვუსმენ მას, მე ვიზრუნებ მასზე.+
ფოთოლხშირ ღვიის ხედ ვიქცევი,
ჩემგან მიიღებთ ნაყოფს».
9 ვინაა ბრძენი? დაე გაიგოს ეს!
ვინაა გონიერი? დაე იცოდეს ეს!