მიქა
1 იეჰოვას სიტყვა, რომელიც მორეშეთელ მიქას*+ იუდას მეფეების,+ იოთამის,+ ახაზისა+ და ხიზკიას,+ დროს სამარიისა და იერუსალიმის შესახებ ხილვაში ეუწყა:
2 „ისმინეთ, ხალხებო!
სმენად იქცეს დედამიწა და ყოველივე, რაც მასზეა!
უზენაესმა უფალმა იეჰოვამ დაამოწმოს თქვენ წინააღმდეგ,+
იეჰოვამ დაამოწმოს თავისი წმინდა ტაძრიდან.
3 გამოდის იეჰოვა თავისი სამყოფლიდან.
ჩამოვა ის და გათელავს დედამიწის მაღლობებს.
და ველები ისე დასკდება,
როგორც ცვილი ცეცხლზე,
როგორც წყალი ციცაბო ფერდობზე.
ვის მიუძღვის ბრალი იაკობის ურჩობაში?
განა სამარიას არა?!+
ვის მიუძღვის ბრალი, იუდაში მაღლობები რომ არის?+
განა იერუსალიმს არა?!
6 სამარიას მინდორში დახვავებულ ნანგრევების გროვად ვაქცევ, სავენახე მიწად.
ველად მიმოვფანტავ მის ქვებს
და გავაშიშვლებ მის საძირკვლებს.
გავანადგურებ მის კერპებს.
რაც მრუშობის გასამრჯელოთი დააგროვა,
ისევ მრუშების გასამრჯელოდ იქცევა.
ტურასავით ვიკივლებ და სირაქლემასავით ვიკვნესებ.
წყლულმა ჩემი ხალხის კარიბჭემდეც, იერუსალიმამდეც, მიაღწია.+
10 „არ გააცხადოთ ეს გათში, არ იტიროთ!
ბეთ-აფრის მკვიდრნო, მტვერში იგორავეთ.
11 შაფირის მკვიდრნო, სირცხვილნაჭამნი და შიშველნი წადით!
არ გამოსულან ცაანანის მკვიდრნი.
ბეთ-ეცელში მოთქმას მოჰყვებიან და ვეღარ დაგეხმარებიან.
12 კარგს ელოდნენ მაროთის მკვიდრნი,
მაგრამ ცუდი ეწია იეჰოვასგან იერუსალიმის კარიბჭეს.
13 ლაქიშის+ მკვიდრნო, ბედაურები შეაბით ეტლში!
თქვენ გახვიეთ სიონის ასული ცოდვაში,
თქვენ მიგიძღვით ბრალი ისრაელის ურჩობაში.+
14 ამიტომ განშორებისას ძღვენს მისცემთ მორეშეთ-გათს.
მოატყუეს აქციბის+ მკვიდრებმა ისრაელის მეფეები.
15 მარეშას მკვიდრნო,+ დამპყრობლებს მოგისევთ.+
ისრაელის დიდება ადულამამდე+ მიაღწევს.
16 თავი გადაიპარსე და თმა მოიპარსე
შენი ნალოლიავები შვილების გამო;
არწივივით გაიქაჩლე თავი,
რადგან ტყვედ წაასხეს ისინი“.+