რიცხვები
34 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 «გადაეცი ისრაელებს: „ქანაანის მიწაზე რომ შეხვალთ,+ იქ დამკვიდრდებით.+
3 მისი საზღვარი სამხრეთით ცინის უდაბნოდან ედომის გაყოლებაზე იქნება, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი მას საზღვრად მარილოვანი ზღვა* ექნება.+ 4 სამხრეთით მისი საზღვარი აგრეთვე იქნება აკრაბიმის მაღლობიდან+ ცინის უდაბნომდე და კადეშ-ბარნეის+ სამხრეთით დამთავრდება. იქიდან ხაცარ-ადარისკენ+ გაგრძელდება და აცმონამდე მივა. 5 აცმონიდან საზღვარი ეგვიპტის ხევისკენ გაგრძელდება და ზღვასთან*+ დამთავრდება.
6 მისი საზღვარი დასავლეთით დიდი ზღვა* და მისი სანაპირო იქნება. ეს იქნება დასავლეთი საზღვარი.+
7 მისი საზღვარი ჩრდილოეთით დიდი ზღვიდან ჰორის მთამდე+ იქნება. 8 ჰორის მთიდან საზღვარი ლებო-ხამათამდე+ გაგრძელდება და ცედადამდე მივა.+ 9 იქიდან ზიფრონისკენ გაგრძელდება და ხაცარ-ენანთან+ დამთავრდება. ეს იქნება ჩრდილოეთი საზღვარი.
10 მისი საზღვარი აღმოსავლეთით ხაცარ-ენანიდან შეფამამდე იქნება. 11 შეფამიდან საზღვარი რიბლისკენ, აინის აღმოსავლეთით, დაეშვება და იქიდან ქინერეთის ზღვასთან* აღმოსავლეთით მდებარე ფერდობზე გავა.+ 12 შემდეგ დაეშვება იორდანისკენ და მარილოვან ზღვასთან+ დამთავრდება. ამ საზღვრებში იქნება მოქცეული თქვენი სამკვიდრო“».+
13 მოსემ ისრაელებს უთხრა: „წილისყრით დაიმკვიდრებთ ამ მიწას,+ რომლის მიცემაც ბრძანა იეჰოვამ ცხრა ტომისთვის და ნახევარი ტომისთვის. 14 რეუბენელთა და გადელთა ტომებმა თავ-თავიანთი შტოების მიხედვით უკვე მიიღეს სამკვიდრო; სამკვიდრო მენაშეს ტომის ნახევარმაც მიიღო.+ 15 ორმა ტომმა და ნახევარმა ტომმა უკვე მიიღეს სამკვიდრო იორდანის მხარეში, იერიხონის მახლობლად, აღმოსავლეთით, მზის ამოსავლის მხარეს“.+
16 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 17 „აი, ვინ უნდა დაუნაწილოს ხალხს მიწა: ელეაზარ+ მღვდელმა და იესო+ ნავეს ძემ. 18 მიწის დასანაწილებლად თითო ტომიდან თითო თავკაცი გამოყავით:+ 19 ქალებ+ იეფუნეს ძე — იუდას ტომიდან,+ 20 შემუელი, ამიჰუდის ვაჟი — სიმონის ტომიდან,+ 21 ელიდადი, ქისლონის ვაჟი — ბენიამინის ტომიდან,+ 22 ბუკი, იოგლის ვაჟი — დანის ტომიდან,+ 23 ხანიელი, ეფოდის ვაჟი — იოსების+ შთამომავლებიდან, მენაშეს ტომიდან,+ 24 კემუელი, შიფტანის ვაჟი — ეფრემის ტომიდან,+ 25 ელიცაფანი, ფარნაქის ვაჟი — ზებულონის ტომიდან,+ 26 ფალტიელი, აზანის ვაჟი — ისაქარის ტომიდან,+ 27 ახიჰუდი, შელომის ვაჟი — აშერის ტომიდან,+ 28 და ფედაელი, ამიჰუდის ვაჟი — ნაფთალის ტომიდან“.+ 29 იეჰოვას ბრძანებისამებრ ამათ უნდა გაენაწილებინათ ქანაანის მიწა ისრაელებისთვის.+