ტიტეს მიმართ
3 კვლავაც შეახსენე ძმებს, მოუსმინონ და დაემორჩილონ მთავრობებსა და ხელისუფლებებს,+ მზად იყვნენ ნებისმიერი კარგი საქმისთვის, 2 არავინ შეურაცხყონ, არ იყვნენ მოჩხუბარნი, არამედ კეთილგონიერება გამოიჩინონ+ და ყველას რბილად მიუდგნენ.+ 3 ოდესღაც ჩვენც ვიყავით უგუნურნი, ურჩნი, შეცდომაში შეყვანილნი, მრავალგვარი გულისთქმისა და განცხრომის მონები, ბოროტები, შურიანები, საზიზღრები და ერთმანეთის მოძულენი.
4 მაგრამ ჩვენმა მხსნელმა ღმერთმა+ სიკეთე და კაცთმოყვარეობა გამოიჩინა, 5 ოღონდ არა ჩვენი სიმართლის,+ არამედ თავისი გულმოწყალების გამო,+ და გვიხსნა — განბანით გაგვაცოცხლა+ და წმინდა სულის მეშვეობით ახალ კაცად გვაქცია.+ 6 ეს სული მან უხვად მოგვფინა იესო ქრისტეს, ჩვენი მხსნელის მეშვეობით,+ 7 რათა, მას შემდეგ, რაც მის მიერ ბოძებული წყალობით ჩავითვლებოდით მართლად,+ იმის იმედი გვქონოდა, რომ მარადიულ სიცოცხლეს მივიღებდით+ მემკვიდრეობად.+
8 რაც გითხარი, სარწმუნოა, და მინდა, მუდამ უმახვილებდე მათ ამაზე ყურადღებას, რათა ისინი, ვინც ღმერთი იწამეს, ყოველთვის კარგი საქმეების კეთებაზე ფიქრობდნენ. ყოველივე ეს კარგი და სასარგებლოა ადამიანისთვის.
9 მოერიდე სულელურ მსჯელობას, გვარტომობის ქექვას, დავას და კანონის თაობაზე პაექრობას, რადგან ყოველივე ეს უსარგებლო და ამაოა.+ 10 სექტანტური+ იდეების გამავრცელებელი ჯერ ერთხელ გააფრთხილე, მერე მეორედ,+ და თუ არ მოგისმენს, საერთო აღარაფერი იქონიო მასთან,+ 11 რადგან ასეთი კაცი გზას ასცდა, სცოდავს და საკუთარ თავს თვითონვე სდებს მსჯავრს.
12 როცა არტემასს ან ტიქიკეს+ გამოგიგზავნი, ყველანაირად ეცადე, ჩამოხვიდე ჩემთან ნიკოპოლისში, რადგან გადავწყვიტე იქ გამოვიზამთრო. 13 კანონის მცოდნე ზენასი და აპოლოსი ყველაფრით მოამარაგე, რაც სამგზავროდ დასჭირდებათ, რომ არაფერი მოაკლდეთ.+ 14 ჩვენებმაც უნდა ისწავლონ, როგორ იქციონ ჩვევად კარგი საქმეების კეთება, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლონ სხვების დახმარება და ამგვარად კარგი ნაყოფის გამოღება.+
15 ყველა ჩემთან მყოფი მოკითხვას გითვლის. მომიკითხე მორწმუნენი, ჩვენი მოყვარულნი.
წყალობა არ მოგკლებოდეთ არცერთ თქვენგანს!