ლევიანები
17 იეჰოვამ მოსეს მიმართა: 2 «უთხარი აარონს, მის ვაჟებსა და ისრაელებს, აი, რა ბრძანა-თქო იეჰოვამ:
3 „თუ ისრაელთაგან ვინმე ბანაკში ან ბანაკის გარეთ დაკლავს მოზვერს, მამალ თოხლს ან თხას 4 და იეჰოვას კარვის შესასვლელთან არ მიიყვანს და იქ არ შესწირავს იეჰოვას, დამნაშავე იქნება; მან სისხლი დაღვარა და უნდა მოკვდეს. 5 ისრაელებმა მსხვერპლი, რომელსაც ტრიალ მინდორში სწირავენ, უნდა მიიყვანონ იეჰოვას წინაშე მღვდელთან, შეხვედრის კარვის შესასვლელთან, და იქ შესწირონ იეჰოვას სამშვიდობო მსხვერპლად.+ 6 მოასხუროს მღვდელმა სისხლი შეხვედრის კარვის შესასვლელთან მდგარ იეჰოვას სამსხვერპლოს და ზედ დაწვას ქონი, რომ აბოლდეს როგორც საამო* სურნელება იეჰოვასთვის.+ 7 აღარ შესწირონ თავიანთი მსხვერპლი თხისმაგვარ ღვთაებებს*,+ რომლებსაც თაყვანს სცემენ*.+ ეს იქნება თქვენთვის სამარადისო წესი თაობიდან თაობაში.
8 ასე უთხარი მათ: ნებისმიერი ებრაელი და ნებისმიერი თქვენ შორის მცხოვრები უცხოელი, რომელიც შესწირავს დასაწვავ მსხვერპლს ან სხვა მსხვერპლს 9 და არ მიიყვანს შეხვედრის კარვის შესასვლელთან იეჰოვასთვის შესაწირავად, უნდა მოკვდეს.+
10 თუ რომელიმე ებრაელი ან თქვენ შორის მცხოვრები უცხოელი სისხლს რაიმე სახით შეჭამს,+ უარვყოფ მას და არ ვაცოცხლებ, 11 ვინაიდან ხორციელის სიცოცხლე* მის სისხლშია,+ და მე ის სამსხვერპლოსთვის დაგიწესეთ,+ რათა შესრულდეს თქვენთვის გამოსყიდვის წესი; სისხლს შეუძლია გამოსყიდვა+ იმ სიცოცხლით, რომელიც მასშია. 12 ამიტომ ვუთხარი ისრაელებს, არცერთმა თქვენგანმა და არცერთმა თქვენ შორის მცხოვრებმა უცხოელმა+ არ ჭამოთ-მეთქი სისხლი.+
13 თუ რომელიმე ებრაელი ან თქვენ შორის მცხოვრები უცხოელი ნადირობისას გარეულ ცხოველს ან ფრინველს დაიჭერს, რომელიც იჭმება, გამოადინოს სისხლი+ და მიწით დაფაროს. 14 ყოველი ხორციელის სიცოცხლე მისი სისხლია, ვინაიდან მასშია სიცოცხლე. ამიტომ ვუთხარი ისრაელებს, არ ჭამოთ ხორციელის სისხლი, რადგან ყოველი ხორციელის სიცოცხლე მისი სისხლია და ვინც მას შეჭამს, უნდა მოკვდეს-მეთქი.+ 15 ვინც ლეშს ან მხეცის დაგლეჯილს შეჭამს, მკვიდრი იქნება თუ უცხოელი,+ ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და იბანაოს. იგი საღამომდე გაუწმინდურებული იქნება;+ მხოლოდ ამის შემდეგ განიწმინდება. 16 თუ ტანსაცმელს არ გაირეცხავს და არ იბანავებს, პასუხს აგებს თავის დანაშაულზე“».+