ესაია
3 აი, ჭეშმარიტი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა
იერუსალიმსა და იუდას აცლის საყრდენს და ართმევს მარაგს,
პურისა და წყლის მთელ მარაგს,+
2 ართმევს ვაჟკაცსა და მებრძოლს,
მოსამართლესა და წინასწარმეტყველს,+ მკითხავსა და უხუცესს,
4 ყმაწვილებს დავუყენებ მთავრებად,
ახირებულნი იმმართველებენ მათზე.
ყმაწვილი შეუტევს მოხუცებულს,
მდაბიო კი პატივდებულს დაუპირისპირდება.+
6 თითოეული ხელს წაავლებს თავის ძმას მამამისის სახლში და ეტყვის:
„მოსასხამი გაქვს, შენ უნდა გახდე ჩვენი მბრძანებელი
და შენს ხელთ იყოს ეს ნანგრევები!“
7 იმ დღეს ხმას აიმაღლებს ის:
„მე არ შეგიხვევთ ჭრილობას.
სახლში არც პური მაქვს და არც სამოსი.
არ დამაყენოთ ხალხის მბრძანებლად!“
8 წაბორძიკდა იერუსალიმი და დაეცა იუდა,
რადგან სიტყვითა და საქმით იეჰოვას უპირისპირდებიან,
ურცხვად იქცევიან მისი სიდიადის წინაშე.+
9 მათი სახის გამომეტყველება მათივე წინააღმდეგ მოწმობს,
სოდომელების მსგავსად ლაპარაკობენ თავიანთ ცოდვაზე,+
არც კი ცდილობენ მის დაფარვას;
ვაი მათ! უბედურებას იტეხენ თავს.
11 ვაი ბოროტს!
უბედურება ეწევა,
რადგან თავისი ნამოქმედარისამებრ მიეზღვება!
12 ჩემს ხალხს ზედამხედველები ჩაგრავენ
და ქალები ბატონობენ მათზე.
ჩემო ხალხო, შენი წინამძღოლები გახეტიალებენ
და გზა-კვალს გირევენ.+
13 დგება იეჰოვა ბრალის წასაყენებლად
და ხალხებისთვის განაჩენის გამოსატანად.
14 იეჰოვა გაასამართლებს თავისი ხალხის უხუცესებსა და მთავრებს.
„თქვენ გადაწვით ვენახი,
და სახლში გიდევთ, რაც საწყალს მოჰპარეთ,+
15 რატომ ავიწროებთ ჩემს ხალხს
და რატომ ჩაგრავთ საწყლებს?“+ — ამბობს უზენაესი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
16 იეჰოვა ამბობს: „რაკი გაამპარტავნდნენ სიონის ასულები,
ყელმოღერებულნი დაიარებიან,
გამომწვევად იყურებიან და ლაღად დასეირნობენ
საკოჭე ძეწკვების ჟღარუნით,
17 იეჰოვა ფუფხით დაუფარავს თავს სიონის ასულებს
და იეჰოვა შუბლს გაუშიშვლებს მათ.+
18 იმ დღეს წაჰგლეჯს იეჰოვა მათ მოსართავებს:
საკოჭე რგოლებს, თავსაკრავებსა და ნახევარმთვარისებურ სამკაულებს,+
19 საყურეებს, სამაჯურებსა და რიდეებს,
20 თავსაბურავებს, საკოჭე ძეწკვებს, სარტყლებს,
სუნამოს ჭურჭლებსა და მოჩუქურთმებულ ავგაროზებს,
21 ბეჭდებსა და ცხვირის რგოლებს,
22 საზეიმო სამოსს, მოსასხამებსა და ქისებს,
თავსაფრებსა და მანდილებს.
24 ბალზამის ზეთის+ სურნელს შმორის სუნი შეცვლის,
სარტყელს — თოკი,
კოხტა ვარცხნილობას — სიქაჩლე,+
მდიდრულ სამოსს — ჯვალოს ტანსაცმელი,+
სილამაზეს კი — დაღი.